
ვინ არ ოცნებობს მყუდრო სახლზე, და ადამიანთა უმეტესობა მთელი ცხოვრება ცდილობს, თავისი საცხოვრებელი ასეთად აქციოს. მათ ეს უპრობლემოდ გამოსდით, თუმცა სხვები ბევრს ცდილობენ, სულიერ სიმშვიდეს კი ვერ აღწევენ. როგორც აღმოჩნდა, ასეთი დისკომფორტი კანონზომიერია, თუ ადამიანს აქვს სახლი, რომელიც მისი ზოდიაქოს ნიშანს არ უხდება, და რამდენი ფული თუ ძალისხმევაც არ უნდა დაახარჯოს, საკუთარი სახლისგან სიამოვნებას ვერ მიიღებს. წინასწარ შეიძლება იმის გაგება, თუ როგორი ადგილია იდეალური კონკრეტულად თქვენი ხასიათისა და ასტროლოგიური თავისებურებების მიხედვით.
1. ვერძი
ვერძებს, როგორც წესი, რაიონში ყველაზე მაღალი და მდიდრული სახლები აქვთ. მათი ამბიციურობა, ავანტურების მიმართ მიდრეკილება და მდუღარე ენერგია უბიძგებს მათ, შექმნან ყველაზე საუკეთესო.
მაშინაც კი, თუ ამ ნიშანს არ აქვს საკმარისი საშუალება პირადი ცათამბჯენის ასაშენებლად, იგი მაინც ეცდება, ჰქონდეს საკუთარი საცხოვრებელი. თანაც, გააკეთებს ყველაფერს, რომ მასში თავი მაქსიმალურად კომფორტულად და მყუდროდ იგრძნოს, მას არ აშინებს რემონტი და გადაგეგმარება.
2. კურო
კურო მხოლოდ საკუთარ სახლში შეძლებს მოდუნებასა და თავის მშვიდ, მყუდრო გარემოში შეგრძნებას. საცხოვრებლის არჩევისას, იგი იპოვის მაქსიმალურად მოკრძალებულ ადგილს(ჩუმ ქუჩას, პერიფერიას, გარეუბანს) და დაიწყებს მხოლოდ საიმედო, საფუძვლიანი სახლის ძებნას, თანაც, პრიორიტეტული იქნება ძველი სახლები სქელი ქვის კედლებით. ამ ნიშნისთვის სახლის ზომასაც აქვს მნიშვნელობა, რადგან მათი საკვების მარაგი ტევად საწყობს მოითხოვს.
ერთადერთი, რაც უნდა ითქვას, კურო არ მიისწრაფვის სიმაღლისკენ, ამიტომ მისი სახლი ყოველთვის მიწასთან ახლოსაა, თუმცა იგი ნამდვილად ვრცელი უნდა იყოს. ბუნებრიობის მიმართ კუროს სიყვარულის გათვალისწინებით, მის სახლში თანამედროვე სასტუმროსებრ მასალებს, ხოლო ინტერიერში განსაკუთრებულ შარმსა და დახვეწილობას ვერ ვერ იპოვით.
3. ტყუპები
მოუსვენარი ტყუპები ვერ ხედავს ტრაგედიას საცხოვრებლის ხშირ გამოცვლებში, ამიტომ დიდი სიამოვნებით გადადიან უფრო დიდ და ჰაეროვან სახლში. თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს, ყველაზე პატარა ბინაშიც კი შეძლებს საკუთარი კუთხის მოწყობას.
ერთადერთი, რის გარეშეც არსებობა არ შეუძლია – ესაა ბევრი ფანჯარა, აივანი ან ლოჯია. თუ მას აქვს შესაძლებლობა, რომ ჭერზე გამჭვირვალე ჭერი გააკეთოს, ვარსკვლავების ხედით, ჩათვლის, რომ ცხოვრებაში მიზანს მიაღწია.
როცა ამ ნიშნის წარმომადგენლებს უჩნდებათ შესაძლებლობა, ააშენონ სახლი საკუთარი პროექტით, მათი შემოქმედება დაუჯერებლად ორიგინალური იქნება, რამდენადაც მათ უყვართ ექსტრავაგანტული და უჩვეულო არქიტექტურა. მათი აპარტამენტები მეზობლებს დახვეწილი კიბეებით, ღია ტერასებით, აივნებითა და სახურავზე უზარმაზარი დასასვენებელი ზონით გააოცებს.
4. კირჩხიბი
ბუნებით კონსერვატიული კირჩხიბი უპირატესობას ანიჭებს გვაროვნულ სახლებს, დიდი ისტორიით, რამდენადაც წინაპრების ტრადიციებს იგი დიდ პატივს სცემს და ცდილობს, სახლში სიახლე არ შეუშვას. თუ ისეთი სიტუაცია წარმოიქმნება, რომ ახალ სახლში საკუთარი ტრადიციების შექმნა გახდება საჭირო, კირჩხიბი ყიდულობს კლასიკურ სახლს, ისტორიული ცენტრის მშვიდ რაიონში.
კირჩხიბის ბუნება არ ერგება სიმაღლეს და ცათამჯენში ცხოვრება მისთვის ნამდვილ წამებად იქცევა, თუ ეს ქვედა სართულები არ იქნება. ინტერიერის მოწყობისას, ამ ნიშნის წარმომადგენლები არასდროს შეიტანენ სახლში ფართოდ მოთხოვნად საგნებს. მათ საცხოვრებელში ყოველთვის ყველაფერი კეთილშობილი და ძვირადღირებული იქნება, სავარაუდოდ, შეძენილი ანტიკვარების მაღაზიაში, ან დამზადებული შეკვეთით, ნატურალური მასალისგან.
5. ლომი
ლომური ბუნება არასდროს თანხმდება ჩაკეტილ და ვიწრო სივრცეს, ამიტომ გასაგებია, თუ რატომ მიისწრაფიან ადამიანები ღირსეული საკუთარი ტერიტორიის დაპატრონებისკენ. მაშინაც კი, თუ ლომს ჩვეულებრივ ბინაში მოუხდება ცხოვრება, მას ყველაზე დიდი ოთახი ექნება დაკავებული. იმ შემთხვევაში, თუ მას ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მისდის, ლომი შეარჩევს ყველაფერი პომპეზურ და სოლიდურ სახლს, ინტერიერს კი ფუფუნება არ მოაკლდება.
აღსანიშნავია: არც ერთი ლომის სახლი არ დარჩება ბროლის ჭაღის, მოოქროვილი ელემენტების, ნაძერწების, მარმარილოს კიბეებისა და ფუმფულა ხალიჩების გარეშე. ლომს განსაკუთრებულ სიამაყეს მიანიჭებს ჯილდოების გამოფენა, თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, რისთვის მოიპოვა ისინი. მთავარია, ისე დაიდოს, რომ სტუმრებმა შეამჩნიონ.
6. ქალწული
რაციონალური და პრაქტიკული ქალწული არასდროს ჩადებს ფულს იმაში, რაც უბრალოდ ლამაზი ან მოდურია – იგი აირჩევს მხოლოდ მას, რაც მაქსიმალურად ხელსაყრელი და სარფიანია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უფრო იზიდავს ქალაქური ტიპის ბინები ყოფაცხოვრების იდეალურად კომფორტული პირობებითა და სრული განმარტოებით. სახლის შეძენისას, დიდი ალბათობით, არჩევანს შეაჩერებს ბინაზე, იდეალურად გაფორმებული ინტერიერით, ყველაზე პრესტიჟული რაიონის ცენტრში, რადგანაც ნებისმიერ დროს შეეძლება მისი გაყიდვა სარფიანად.
წესრიგისა და ცხოვრების განმარტოებული წესის მიმართ პათოლოგიური სიყვარულის წყალობით, ამ ნიშნის ადამიანები სახლს მაღალ გალავანს შემოარტყამენ, შიგნით არავინ რომ შეიხედოს და არ შეაწუხოს მისი დაგეგმილი ცხოვრება, ასევე, ეზოში ქუჩის მტვერი რომ არ შევიდეს. ინტერიერის გაფორმებისას, ქალწულების აზრი მთავარია ხოლმე, ამიტომ მასში პომპეზურობას ვერ ნახავთ, სამაგიეროდ, ტექნიკა იქნება ყველაზე ახალი და ძვირადღირებული, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ამარტივებს დალაგებასა და საჭმლის მომზადებას.
7. სასწორი
მიუხედავად იმისა, რომ სასწორი – ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანია, მისი წარმომადგენელი იღებს ყველაფერ საუკეთესოს ისე, რომ საცხოვრებლის არჩევისას თუ ინტერიერის მოწყობისას, კონფლიქტებს არ იწვევს.
სასწორის სახლი გამოირჩევა ნაკლებად მდიდრული დახვეწილობით, ყველაფერი ერთ ტონშია შესრულებული, ხოლო სახურავი შეუსაბამობას უსვამს ხაზს. ამ ნიშნის წარმომადგენლის ფაქიზი ბუნება შემოზღუდავს მას ჰარმონიითა და აბსოლუტური კომფორტით, რამდენადაც იგი ვერ შეძლებს უწესრიგო ქოხში ცხოვრებას. თუ სასწორს არჩევნის საშუალებას მისცემთ, იგი უპირატესობას მშვიდ ქალაქგარე სახლს მიანიჭებს, ჩაფლულს სიმწვანეში.
8. მორიელი
მიუხედავად გარეგნული ჩაკეტილობისა, მორიელს ძალიან უყვარს ყურადღებისა და აღტაცების ცენტრში ყოფნა, ამიტომ თავის საცხოვრებელს ზომიერი ფუფუნებითა და დახვეწილობით აწყობს. ამ ნიშნის წარმომადგენლები უპრობლემოდ ერგებიან როგორც დიდ, ხმაურიან ქალაქს, ისე პატარა დასახლებასაც. ერთადერთი, რაც მათ აშინებთ – ესაა ადამიანთა და მანქანათა უწყვეტი ნაკადი ფანჯრებთან, ამიტომ, უმცირესი შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი, შეიძენენ ისეთ ბინას, რომლის ფანჯრებიც ეზოში გადის. ხოლო, თუ ფინანსები საშუალებას მისცემს, არაორდინალური მორიელი აირჩევს მშვიდ გარეუბანს, სადაც თავის სახლს საკუთარი “მე”-ს ანარეკლს დაამსგავსებს.
9. მშვილდოსანი
თავისუფლებამოყვარული მშვილდოსანი ქალაქს ვერც ერთი რაკურსით ვერ ეგუება. მისი დაუოკებელი ენერგია ბინებში თავს ვიწროდ და დახუთულად გრძნობს, ამიტომ ყველაზე პატარა სახლიც კი, ტბის ან მდინარის პირას, მისთვის იდეალური საცხოვრებელი იქნება.
თუმცა, იდეალში მშვილდოსნის სახლი უნდა იყოს ძალიან დიდი ზომის, რათა მის შემოქმედებით, მოუსვენარ ბუნებას გასაქანი ადგილი ჰქონდეს. ხოლო, თუ მის სტუმართმოყვარეობასა და ხმაურიანი საღამოების სიყვარულს გავითვალისწინებთ, ძალიან დიდი ზომის აპარტამენტები სწორედ რომ ზედგამოჭრილია.
10. თხისრქა
სოლიდურ თხისრქას ესმის რარიტეტული ნივთებისა და ძველი მამულების ფასი. ამიტომ, როცა მათ ასეთი რამის ყიდვის შესაძლებლობა გაუჩნდებათ, იპოვიან ელიტურ სასახლეს ვრცელი ისტორიით.
ამ ნიშნის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ სიჩუმეს, ამიტომ, საცხოვრებლის შერჩევისას, უპირატესობას მიანიჭებს ჩუმ, ისტორიულ რაიონებსა და გარეუბანს გამოყოფილი ცხოვრებით.
ინტერიერის გაფორმებისას, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ელეგანტურობასა და ფუნქციურობას, ამიტომ მათ სახლში ვერ შხვდებით მოდურ უვარგის ნივთებს, ფართოდ მოთხოვნად საგნებსა და ზედმეტ ტექნიკას.
11. მერწყული
ჰაეროვნება, სივრცე და სუპერთანამედროვე ტექნიკის არსებობა – აი, მთავარი კრიტერიუმები მერწყულის სახლის არჩევისას. იგი ვერ იტანს სივიწროვეს, ბნელ ოთახებსა და ძველ ავეჯს, რამდენადაც მისი სული მეტ თავისუფალ სივრცეს მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ მერწყულს ნებისმიერ პირობებში, სახელოსნოში ცხოვრებაც კი შეუძლია, კომფორტზე უარს არასდროს იტყვის. როცა შესაძლებლობა გაუჩნდება, აუცილებლად აირჩევს ახალ ბინას ზედა სართულებზე, უზარმაზარი ფანჯრებით, ხოლო თუ ფანჯრები ჭერზეც იქნება, ყველაზე ბედნიერ ადამიანად იქცევა.
იმ შემთხვევაში, თუ მას ქალაქგარე სახლში უწევს ცხოვრება, მუზის მუდმივი მაძიებელი მერწყული უარს არ იტყვის საკუთარ სახელოსნოზე ან კაბინეტზე.
12. თევზები
რამდენადაც თევზები კომფორტის, სიმყუდროვისა და სიმშვიდის ყველაზე დიდი მოყვარულია, საკუთარ საცხოვრებელსაც ისე მოაწყობს, რომ ამ კრიტერიუმებს მაქსიმალურად შეესაბამებოდეს.
გარდა ამ ყველაფრისა, წყლის სტიქიის ეს ნიშანი ცდილობს, სახლი ტბის ან მდინარის პირას მოიწყოს. თუ სახლი წყლებით იქნება გარშემორტყმული – ესე იგი, მთავარი ოცნება აუხდა. რაღა თქმა უნდა, ასეთი სურვილები ყოველთვის განხორციელებადი არაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, თევზებს შეუძლია, ყოფაცხოვრება მაქსიმალურად კეთილმოწყობილი, ხოლო ინტერიერი – ლამაზი გახადოს.