მანამდე და შემდეგ: როგორ გადააკეთეს ძველი სოფლური სახლი მოდურ აგარაკად

ზაფხულში ბევრს უფიქრია ქალაქგარე სახლის შეძენაზე, უქმეებზე იქ წასვლასა და ბუნებაში დასვენებაზე. მათთვის, ვისაც სურს, სახლი მჭიდროდ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით ჰქონდეს, ოპტიმალური გადაწყვეტილებაა სოფელში ძველი სახლის შეძენა.

სწორედ ასე მოიქცნენ ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირები – ახალგაზრდა მეუღლეები, რომლებმაც სოფელში მიტოვებული ფარდული მოდურ, თანამედროვე სახლად აქციეს.

მანამდე: ძველი ფარდული

რემონტამდე ამ შენობის ცქერისას რთულია იმის წარმოდგენა, რომ იგი მალევე დასვენებისა და სიმშვიდის ოაზისად იქცევა. კარგად ჩანს, რომ სახლი საშინელ მდგომარეობაშია. თითქოს, იგი ძლიერ ქარს ვერ გაუძლებს.

შემდეგ: ქალაქგარე იდილია

ეს ფიტი საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, თუ რა შეუძლიათ ნიჭიერ არქიტექტორებსა და დიზაინერებს. ექსტერიერის რეკონსტრუქციის შედეგად, რამაც სულ რამდენიმე თვე წაიღო, გამყარდა შენობის ჩონჩხი, ფასადი ყველა მხრიდან შეიღება მუქ წაბლისფერში, რომელიც შესანიშნავად ერწყმის გრიფელის კრამიტის სახურავს, ხოლო რახევრად ჩამონგრეული ფანჯრები ახლებით შეიცვალა.

მანამდე: დრომოჭმული შენობა

ხის სახლს უამრავი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ხე – ესაა მაღალეკოლოგიური მასალა, რომელიც ატარებს ჟანგბადს, ამიტომ ხის შენობებში კარგი ჰაერია და ადამიანებს უფრო ღრმად სძინავთ. დაბალი თბოგამტარობის დამსახურებით, თქვენ შეგიძლიათ გაზის ეკონომია გასათბობად, თანაც, გაყინვა არ გემუქრებათ ყველაზე ცივ ზამთარშიც კი.

მიუხედავად ამისა, ასეთ სახლებს თავისი ნაკლებიც აქვს, რომელთაგანაც მთავარია ხის დაბალი მედეგობა მზის, წვიმისა და თოვლის მიმართ, რომელთა გავლენითაც სახლები გაცილებით უფრო სწრაფად გამოდის მწყობრიდან, ვიდრე ბეტონისა და აგურის შენობები.

შემდეგ: ელეგანტური ტერასა

კაპიტალური რემონტის შემდეგ, სახლის შემოსასვლელთან გაჩნდა გასაოცარი ტერასა, რომელიც გარემოთი ტკბობის საშუალებას იძლევა, ფინჯან ყავასთან ერთად.

მანამდე: სოფლის სახლის ინტერიერი

ამ სახლის საუკეთესო დღეები შორეულ წარსულში დარჩა. იატაკის საფარი და კედლების ზედაპირი სასწრაფოდ ითხოვდა შეცვლას. ძველი, დროით გაცვეთილი ავეჯი საშინელ გავლენას ახდენდა ახალ მფლობელებზე და დაუყოვნებლივ გაიგზავნა ნაგავსაყელზე.

შემდეგ: არაჩვეულებრივი გარდასახვა

აი, როგორ გამოიყურება სამზარეულო რემონტის შემდეგ. თანამედროვე ავეჯი, მრავალფეროვანი ქსოვილები, ყვავილების თაიგული და ნახატები კედლებზე სრულად ცვლის სახლის იერს, ქმნის მასში შესანიშნავ განწყობას დასასვენებლად და ამ სამზარეულოში საფუსფუსოდ.

შემდეგ: მოდური რასტიკა მისაღებში

რასტიკალური ინტერიერის მოდა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და დიზაინის სამყაროში ფესვები მყარად გაიდგა. მეპატრონეების სურვილით, სწორედ ამ სტილში გაფორმდა სახლის ოთახები. ოდნავ უხეში, თუმცა ძალიან მყუდრო ავეჯი, ფერადი ჰამაკები, ხის იატაკი, კედლები და ჭერი – ასეთი ინტერიერი კარგია მათთვის, ვინც დღევანდელი დღით ცხოვრობს, თუმცა უარს არ ამბობს, დროდადრო გადაეშვას სოფელში გატარებული დაუვიწყარი ბავშვობის ნოსტალგიებში.

მანამდე: სააბაზანო ოთახი

პრაქტიკულად ყველა, ვინც სოფლის სახლს ყიდულობს, აწყდება სააბაზანოს პრობლემას და საჭირო ხდება სან.კვანძის ძირფესვიანი განახლება. არც ეს სახლი გახლდათ გამონაკლისი. იმისათვის, რომ ეს ოთახი თანამედროვე სააბაზანოდ ექციათ, საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა გახდა საჭირო. დიზაინერების მუშაობის შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

შემდეგ: ძალიან მოდური ინტერიერი

სახლის ახალი დიასახლისები, სხვა მასალებს შორის, უპირატესობას ანიჭებენ თბილ და მყუდრო ხეს. ამ სააბაზანოში, როგორც სახლის სხვა ოთახებში, იატაკი და კედლები ღია ფერის ხეში შესრულდა. კონსტრასტის სახით მოათავსეს თანამედროვე სარეცხის მანქანა და დიდი საშხაპე კაბინა პადონით.