
შემოდგომის შუა პერიოდია, რაც იმას ნიშნავს, რომ საზაფხულო ფეხსაცმელი უკვე ალაგებული უნდა იყოს შემოსასვლელი ოთახიდან. თუ ბევრი სანდალი, შლოპანსები თუ სხვა ფეხსაცმელი დაგიგროვდათ, შესანახავად კი ადგილი არ გყოფნით, ყურადღება გაამახვილეთ 17 პრასქტიკულ იდეაზე, რომლებიც ყველა წყვილს თავის ადგილს მიუჩენს.
1. შუშის კარადა
ფეხსაცმელების ყველაზე ლამაზი წყვილები მოათავსეთ შუშის სერვანტში, ვიტრინაში ან სტელაჟებზე, შუშის კარებით. ფეხსაცმლის ასეთი კარადის დადგმა შეიძლება შემოსასვლელში, მისაღებსა და საძინებელშიც კი, რათა საყვარელი ფეხსაცმელი თვალს სეზონისგან დამოუკიდებლად ახარებდეს.
2. ლავგარდნები
მკვეთრი ფერის, ხარისხიანი ფეხსაცმელი კარგ მდგომარეობაში, შეგიძლიათ ჩამოკიდოთ შემოსასვლელი ოთახის ან საძინებლის ერთ-ერთ კედელზე მიმაგრებულ ლავგარდნებზე. მსგავსი სისტემა გადაწყვეტს ფეხსაცმლის შენახვის პრობლემას და ამ ყველაფერს ინტერიერის დეკორადაც აქცევს.
3. კიბეები
ჩვეულებრივი ხის მისადგმელი კიბე მშვენიერი ვარიანტია ქუსლიანი ფეხსაცმლის ფიქსაციისთვის, კედებისა და ბოტების დალაგება კი ხის პატარა სადგამებზეც შეიძლება.
4. საკიდები
მსუბუქი ფეხსაცმელები შეგიძლიათ კაუჭებზე ან ხელნაკეთ მავთულის საკიდებზე დაკიდოთ.
5. “ფანჯრებიანი” კოლოფები
საჭირო წყვილი მარტივად რომ იპოვოთ, შეინახეთ ფეხსაცმელი გამჭვირვალე კედლის მქონე კოლოფებში.
6. სათლები
საშინაო ფლოსტები, შლოპანსები, კედები და მოკასინები შეგიძლიათ მცირე ზომის მკვეთრ სათლებში ჩაალაგოთ. სათლები კი დაბალ კარადაში შეალაგეთ.
7. დახურული კარადა
თუ ფეხსაცმელები გიყვართ და უფრთხილდებით, გირჩევთ, შეიძინოთ სპეციალური კარადა მრავალი ცალკეული უჯრით. ასეთ კარადაში ფეხსაცმელები დაცულია მტვრის, სიბინძურის, მზის სხივებისა და ნესტისგან.
8. მრგვალი სადგამი
სეზონური ფეხსაცმელი შეგიძლიათ შეინახოთ მრავალსართულიანი მრგვალი სადგამით. ფეხსაცმელი ასეთ სადგამზე ლამაზად გამოიყურება, თუმცა, იგი სუფთა და მოვლილი უნდა იყოს.
9. კაუჭები
სპორტული თასმებიანი ფეხსაცმელი შეგიძლიათ დაკიდოთ პატარა კაუჭებზე, ქალაქგარე სახლის მისაღებში ან ბინის დერეფანში.
10. იარლიყები და მარკერები
თუ ფეხსაცმლის შენახვა ყუთებში ან კონტეინერებში გირჩევნიათ, კარგი იქნება, თუ მარკერით ან იარლიყებით განასხვავებთ.
11. რეზინები
ელასტიური რეზინების გამოყენება ფეხსაცმლის შენახვის საკმაოდ უჩვეულო გზაა. რეზინები კედლებზე მაგრდება და შეიძლება ფეხსაცმლის დამჭერის ფუნქციით გამოყენება.
12. პუფი
პუფი გადასაწევი საჯდომით, რომლის ქვეშაც საკმაოდ თავსებადი ადგილია ფეხსაცმლის შესანახავად.
13. ფეხსაცმლის კარადა
სპეციალური ფეხსაცმლის კარადა გამოსაწევი თაროებით, რომელიც აღჭურვილია ინდივიდუალური წვრილი საკიდებით თითოეული ფეხსაცმლისთვის.
14. გამოსაწევი თარო
თუ თქვენს საძინებელსა და იატაკს შორის ადგილი არის გამოტოვებული, გამოიყენეთ იგი სპეციალური თაროს მოსაწყობად, ფეხსაცმლისთვის.
15. ქსოვილის ორგანაიზერი
ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ორგანაიზერი ფეხსაცმლის შესანახავად გამოგადგებათ. მას დაამაგრებთ კარადის კარის შიგნითა მხრიდან.
16. ხელნაკეთი ორგანაიზერი
საკმაოდ პრაქტიკული და ტევადი ორგანაიზერი შეგიძლიათ სანტექნიკური მილებისგანაც დაამზადოთ. ამისთვის ძალიან განიერი მილები დაგჭირდებათ.
17. რელსები
თქვენი ფეხსაცმელები კარადის კარის შიგნითა ნაწილზე შეგიძლიათ დაამაგროთ, ვიწრო რელსების ან მეტალის მილების გამოყენებით.
რომელი იდეა მოგწონთ?