
ვის არ ჰქონია მსგავსი შემთხვევა? სიჩქარეში, ნივთებს ყველგან ვტოვებთ, სახლში მუდმივად უწესრიგობაა… ეს განწყობას აუარესებს. არადა, ამ უსიამოვნო მომენტის
გამოსწორება ძალიან მარტივია. გაეცანით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ძალიან სასარგებლო რჩევებს, დაიმახსოვრეთ და სცადეთ, პრაქტიკაში განახორციელოთ. სახლში ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფერო, წესრიგი და სისუფთავე იქნება!
როგორ შევინარჩუნოთ წესრიგი სახლში
1. დაკიდეთ ფეხსაცმლის ორგანაიზერები კარზე. მასში მოხერხებულად მოათავსებთ საწმენდ საშუალებებს.
2. წებოვანი ლენტის ბოლო მარტივად რომ იპოვოთ, უბრალოდ მიამაგრეთ მას მეტალის სამაგრი.
3. რეზინი ყველა ბურთს ერთ ადგილას გააჩერებს, მათი ძებნა აღარ დაგჭირდებათ.
4. კვერცხის ცარიელი ყუთი მოსახერხებელი ადგილია წვრილმანების შესანახავად. უჯრაში აღარაფერი დაიკარგება.
5. სააბაზანოს კარის თავზე გადებული თარო ძალიან პრაქტიკულია. იქ შეგიძლიათ მოათავსოთ ყველაფერი, რასაც საკმაოდ იშვიათად იყენებთ. კარგი გადაწყვეტილებაა პატარა სააბაზანოებისთვის.
6. მაგნიტური ქილები სანელებლებისთვის – მათი მიმაგრება შეგიძლიათ მაცივარზე და დიდი ადგილიც გათავისუფლდება.
7. თუ მაისურებს ვერტიკალურად ჩაალაგებთ, უჯრაში უფრო მეტი ჩაეტევა. გარდა ამისა, მაშინვე დაინახავთ, სად რომელი ნივთი ინახება.
8. ჩაის ძველი, მეტალის კოლოფები ფანქრების ჩასალაგებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
9. აი, ასეთი პლასტმასის კონტეინერები გიხსნით საყინულეში წარმოქმნილი არმაგედონისგან.
10. მშვენიერი იდეაა – დააწეროთ კაბელებსა და დამტენებს დანიშნულება. ამით ნერვებსაც დაზოგავთ და ყველაფერს უფრო სწრაფად იპოვით.
11. ქაღალდის სამაგრები სხვადასხვა სიტუაციას იხსნის. როცა კომპიუტერთან ზიხართ, მოსახერხებელია მათი გამოყენება კაბელების დასამაგრებლად.
12. რაც მეტია თარო, მით უკეთესი. საყვარელი ნივთების შენახვა მათთან გაცილებით მარტივია.
13. ნივთებით სავსე ყუთების ჭერზე დაკიდვა ეგზოტიკაა ჩვენი ქვეყნისთვის. არადა, ეს ძალიან ჭკვიანური და რაციონალური გადაწყვეტილებაა.
14. ინსტრუმენტების კედელი ფარეხში – ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.
15. ტანსაცმლის საშრობად შეგიძლიათ ჭერზე დაკიდული კიბე გამოიყენოთ. იდეა უჩვეულოა, თუმცა კიბეს კიდევ ერთ ფუნქციას შემატებთ.
16. მაგნიტურ დაფაზე უპრობლემოდ მოათავსებთ მთელ კოსმეტიკას.
17. კალათები, დაკიდებული კაუჭებზე, გამოიყენეთ სხვადასხვა ნივთის შესანახავად.
18. აბაზანის თარო, შექმნილი საკუთარი ხელებით. საჭიროა მხოლოდ მრგვალი შუშის ქილები და მათი დამჭერები.
19. თმის ფენი და მარწუხები შეგიძლიათ სანტექნიკურ მილებში შეინახოთ.
20. შეიძლება ამ მიზნით საქაღალდეც გამოიყენოთ.
21. ეფექტური საშუალება, რომელიც საწოლის თეთრეულის კომპაქტურად დაკეცვაში დაგეხმარებათ. თუ ერთი და იმავე ნაკების ზეწარს სასაბნესთან ერთად დაკეცავთ და ბალიშის პირში მოათავსებთ, ყველაფერს თავისი ადგილი ექნება.
22. მავთულის კალათი დამატებითი ადგილისთვის.
23. დანები ყოველთვის ახლოს რომ იყოს.
24. აი, როგორ შეიძლება სარეცხი საშუალებების მოწესრიგება ნიჟრის ქვეშ.
25. მბრუნავი თეფში მაცივარში გენიალური იდეაა. მაცივარი უფრო მოწესრიგებული იქნება, არაფერი დაიკარგება.
26. როგორ გავიგოთ, თუ რომელი ტანსაცმელი აღარ გვჭირდება? დაკიდეთ ყველა ტანსაცმელი საკიდზე უკანა მხრიდან. ტანსაცმელი, რომელიც ჩაიცვით, კარადაში დააბრუნეთ და დაკიდეთ საკიდი სწორად. წლის ბოლოს, რომელი საკიდიც ისევ უკუღმა იქნება დაკიდებული, ის ტანსაცმელი აღარ გჭირდებათ.
27. იდეალური სათლი ავტომობილში ნაგვისთვის.
28. მცირე ზომის მეტალის წვრილმანები მაგნიტის გამოყენებით შეინახეთ.
29. ქვაბებისა და ტაფების სახურავების მოწესრიგებაც შეიძლება – აი, როგორ უნდა დაალაგოთ ისინი.
30. დასარეგულირებელი ლავგარდანი თაროებზე წესრიგს შეინარჩუნებს.
31. თაროებზე შეგიძლიათ სარეცხის მანქანებიც კი მოათავსოთ! გათავისუფლებული სივრცე კი თეთრეულის კალათისთვის გამოიყენეთ.
32. თმის რეზინები უიმედოდ აღარ დაიკარგება, თუ მათ ბოთლს გაუკეთებთ.