
დღესაც კი, როცა სამზარეულოსთვის ინოვაციური ცალკეული მასალების დეფიციტი არაა, უჟანგავი ფოლადი მაინც პირველ ადგილზე დგას მათ შორის. მას ყველა ბინაში, სააბაზანოსა თუ სამზარეულოში შეხვდებით, მისგან ამზადებენ სანტექნიკას, გამწოვებსა და ელექტო- თუ გაზის ქურის დეტალებსაც კი.
უჟანგავ ფოლადს მხოლოდ ერთი არსებითი ნაკლი აქვს – მის ზედაპირზე გროვდება თითის ანაბეჭდები, ცხიმის ლაქები თუ საპნის ნადები. ამ სტატიაში იხილავთ, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ ამ მასალისგან დამზადებული ნივთები მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური ეფექტით.
დიასახლისთა უმეტესობა, სამზარეულოსა თუ სააბაზანოში ფოლადის გასაწმენდავად იღებს ნამიან ღრუბელს. თუმცა, რამდენიც არ უნდა სცადონ, ზედაპირზე ლაქები მაინც რჩება. გარდა ამისა, საჭიროა საყოფაცხოვრებო ქიმიის სწორად შერჩევა, მისი ფასი კი, სხვათა შორის, ხანდახან სრულიად არადემოკრატიულია. პროფესიონალი ქლინერები გვიზიარებენ უჩვეულო საიდუმლოს, რომელიც დაგეხმარებათ უჟანგავი ფოლადის იდეალური მდგომარეობის შენარჩუნებაში.
ამ მასალის პროფესიონალური წმენდისთვის მოიმარაგეთ მიკროფიბრული ქსოვილი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, საბავშვო საპონი და თბილი წყალი.
ნაბიჯი 1
1 ლ წყალში გახსენით 1 ჩ.კ. სარეცხი საშუალება და მოურიეთ. ჩადეთ ქსოვილი ხსნარში, ოდნავ დაწურეთ და დაამუშავეთ მთელი ზედაპირი, განსაკუთრებით კი პრობლემური ზონები.
ამ ეტაპზე მთავარია, ცხიმის ლაქები გაანადგუროთ. ამის შემდეგ, ნივთებს გადაავლეთ ცხელი წყალი ან გაწმინდეთ ნამიანი ხელსახოცით. არ დაგავიწყდეთ ყველაფრის გამშრალება.
ნაბიჯი 2
მშრალ მიკროფიბრულ ქსოვილს წაუსვით რამდენიმე წვეთი მინერალური ზეთი და დაამუშავეთ ფოლადის ნალეთობები დაკვრითი მოძრაობებით. ასე შეძლებთ ზედაპირიდან თითის ანაბეჭდების მოშორებას და ნაკეთობისთვის ელვარების მინიჭებას.
ამ საქმეში მთავარია, ზეთის რაოდენობას არ გადააჭარბოთ და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი – მხოლოდ მინერალური! ეჭვიც არ შეგეპაროთ, ასეთი პროცედურის შემდეგ, ნაკეთობა სისუფთავით იპრიალებს.
ასევე იხილეთ: როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება: 11 ბრწყინვალე ხრიკი.