
ძველი, უკვე დრომოჭმული ავეჯის ადგილი სულაც არაა ნაგავსაყრელზე. ძველ სკამებს შეგიძლიათ ახალი და უფრო საინტერესო ცხოვრებაც აჩუქოთ, თუ ცოტაოდენ ფანტაზიას ჩართავთ. მათგან შეიძლება როგორც ახალი სკამების, ისე სხვა მოულოდნელი ნივთების, მაგალითად, ფოტოების ჩარჩოების ან საძინებელი ტუმბოების დამზადება.
ჩვენმა რედაქციამ მოამზადა გასაოცარი იდეები ძველი სკამების გადასაკეთებლად. დაათვალიერეთ და შთაგონდით.
რა გავაკეთოთ ძველი სკამებით
1. ძველი სკამების განახლება მარტივია, თუ ფანტაზიას ჩართავთ და საღებავებს გამოიყენებთ.
აიღეთ ძველი დასაჯდომი. თუ შემავსებელი ისევ კარგ მდგომარეობაშია, შეგიძლიათ დატოვოთ. მაშინაც კი, თუ სკამმა სირბილე დაკარგა, აიღეთ ღრუბელი და გამოჭერით საჯდომის ფორმა.
გარედან შემოახვიეთ მჭიდრო ქსოვილი. მოჭრისას, იხელმძღვანელეთ დასაჯდომის ფორმითა და ზომით და დატოვეთ ზედმეტი 10 სმ მაინც გვერდებზე. ქსოვილი ქვედა მხარეს შეგიძლიათ მიამაგროთ სუპერწებოთი ან ავეჯის სტეპლერით.
2. გთავაზობთ კიდევ რამდენიმე იდეას ძველი სკამების გადასაკეთებლად: მათგან შესანიშნავი თაროები გამოდის.
3. ან ტუალეტის მაგიდა, აქსესუარების შესანახავად.
4. სკამისგან შეგიძლიათ ტანსაცმლის უჩვეულო საკიდიც მიიღოთ.
5. ან პირსახოცების საკიდი სააბაზანო ოთახისთვის.
6. აქციეთ ძველი სკამები საწოლის ტუმბოებად.
7. უჩვეულო საკიდის კიდევ ორი ვარიანტი.
8. ორიგინალური ჩარჩოები სკამის საზურგეებისგან.
9. თუ საზურგე ბადისებრია, იგი სამკაულების დასამაგრებლად გამოიყენეთ.
10. საკვები ადგილი ძაღლისთვის
11. რამდენიმე ძველ სკამს თუ ერთმანეთს მიაწებებთ, მიიღებთ ორიგინალურ გრძელ სკამს ბაღისთვის ან აგარაკისთვის.
12. მათგან ასეთ საყვავილეების დამზადებაც კი შეიძლება.
13. ან ქოთნების დასადგამი.
14. ასეთ საქანელაზე რას იტყვით?
შეიარაღდით ამ შესანიშნავი იდეებით და შექმენით სახლში კომფორტული ატმოსფერო.