14 წლის გოგონამ ფურგონის საყიდლად 200$ ისესხა. ნახეთ, რად აქცია იგი

14 წლის ამერიკელმა ელი იატერმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ, თუ რაღაც ძალიან გინდათ, აუცილებლად მიაღწევთ, მიუხედავად ასაკისა.

მან მშობლებისგან 200$ ისესხა და გადაწყვიტა, ამ ფულით თავისი ოცნების სახლი აეწყო. გასაგებია, რომ ამ თანხაში სრულყოფილი პენთჰაუსი არ მოუვიდოდა, თუმცა ბორბლებიანი ფურგონისთვის ნამდვილად ეყო.

ელიმ შეიძინა 1974 წელს გამოშვებული ფურგონი, რომლის შესახებაც განცხადება შემთხვევით დაინახა. გოგონამ მთელი ზაფხული, მშობლებთან ერთად, სატრანსპორტო საშუალების სახლად გადაკეთებაში გაატარა. თუმცა, ამ დროზე ოდნავადაც არ ღელავს.

თავიდან თინეიჯერმა ფურგონს მოაშორა ყავისფერი ჟანგი.

შემდეგ ელიმ იატაკიდან ლაქი აფხიკა, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდა.

მან დურგალი ბაბუა ლოურენსისგან რამდენიმე გაკვეთილიც მიიღო. ახლა იგი ხის ოსტატად იქცა.

სახლის ინტერიერისთვის საკმაოდ ქალური ფერები აირჩია: პასტელური ვარდისფერი და ზღვის ტალღისფერი.

ელიმ მომავალი საცხოვრებლის ყველა კუთხე გორგოლაჭით შეღება.

ბებია და დედა მას სავარძლებზე დასაჯდომის შემოკვრასა და ფარდების შეკერვაში დაეხმარნენ. ახალგაზრდა ლედი ამ მომენტში იატაკის ფილების დაგებით იყო დაკავებული.

-“ამ წამოწყებას ბოლომდე ვერ მივიყვანდი, რომ არა ჩემი ოჯახი, რომელიც დამეხმარა ოცნების სახლის მოწყობაში,” – ამბობს გოგონა. – “ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც მივიღე, ის იყო, რომ მხოლოდ ერთ გუნდად შეძლებ დავალებასთან გამკლავებას.”

მშობლები ბავშვობიდან ასწავლიდნენ ელის, რომ მონდომებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

საერთო ჯამში, მყუდრო ბორბლებიანი სახლი იატერების ოჯახს 500$ დაუჯდა. ელის ერთი სული აქვს, დაპატიჟოს იქ მეგობრები და დაუკრას საყვარელ უკულელეზე.