ის, რასაც ძველი ქამრებისგან ამზადებენ, ჭეშმარიტი ხელოვნებაა!

რისი გაკეთება შეიძლება ძველი ნივთებით? ამ კითხვას ხშირად ვსვამთ, განსაკუთრებით, თუ ისინი ახლობლებმა გვაჩუქეს და გადასაყრელად გვენანება. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ შეიძლება ძველი, გაფუჭებული ქამრების გამოყენება ინტერიერში.

თუ ბევრი ისეთი ქამარი გაქვთ, რომლებსაც აღარ ატარებთ, შეგიძლიათ აღადგინოთ ჟურნალის მაგიდა, რომლის შუშაც გაგიტყდათ, ან ზედაპირი დაზიანდა. საკმარისია, უბრალოდ მჭიდროდ შემოახვიოთ ქამრები მაგიდის ზედა ნაწილს. გამოდის მიმზიდველი ავეჯი.

ქამრებით ძველ, გატეხილ სკამსაც აჩუქებთ ახალ სიცოცხლეს. მშვენიერი იდეაა აგარაკისთვის.

ტყავის ქამრების გამოყენება შეიძლება ავეჯზე, სახელურების ნაცვლად.

თუმცა, თუ გამოუყენებელი ტყავის ქამრები გაქვთ, გირჩევთ, მათგან ასეთი ორიგინალური თარო დაამზადოთ. იგი მოსახერხებელი იქნება ინტერიერში, დროსა და ფულს კი მინიმალური რაოდენობით დახარჯავთ.

როგორ გავაკეთოთ თარო 

დაგჭირდებათ

  • 2 სასურველი სიგრძისა და სიგანის დაფა
  • 2 ქამარი
  • ხის ლაქი
  • 6 ლურსმანი
  • ჩაქუჩი
  • სახაზავი
  • ფანქარი

1. მოამზადეთ დაფები ლაქის წასასმელად: გახეხეთ ზუმფრით, თუ გაქვთ, და წაუსვით ხის საჟღენთი.

2. დაამუშავეთ ხე ლაქით, საღებავით ან გლაზურით. აირჩიეთ, რომელი უფრო მოგწონთ. შეგიძლიათ, იგი ფუნჯით წაუსვათ, სქელი დაფარვისთვის, ან ღრუბლით – ფორმების მისაცემად.

3. ახლა ქამრების დროა. მოაჭერით სამაგრები და შევიწროებული ბოლო.

4. გადაჭერით ქამრები შუაზე.

5. საბოლოო ჯამში ტყავის 4 ზოლს მიიღებთ.

6. გაზომეთ დაფაზე კუთხიდან 4 სმ და მონიშნეთ ფანქრით.

7. დაამაგრეთ ერთ-ერთი ტყავის ზოლი ნიშანზე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

8. დაამაგრე დაფას ქამრები ოთხი მოზრდილი ლურსმნისა და ჩაქუჩის გამოყენებით.

9. მიაჭედეთ თარო კედელს. გაიმეორეთ იგივე მეორე დაფაზეც. გირჩევთ, ერთბაშად რამდენიმე ასეთი თარო გააკეთოთ – ასე ისინი ჰარმონიულად და მოდურად გამოიყურება.

10. ეჭვი არ შეგეპაროთ მიმაგრების მედეგობაში. დაფები საკმაოდ დიდ დატვირთვას გაუძლებს.

ამ საქმეში მთავარია ფანტაზია! შეგიძლიათ, თაროები სხვადასხვა სიგრძისა და მასალის გააკეთოთ. მაგალითად, წიგნებისთვის ხის გამოყენება საერთოდ აღარც დაგჭირდებათ.

ესეც ვიდეო, სადაც დეტალური ინსტრუქციაა თაროს გასაკეთებლად: