
ნიდერლანდების დედაქალაქში, ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მწვავედ დგას საცხოვრებლის უკმარისობის საკითხი, რადგან ხალხი სწორედ იმ მეგაპოლისებისკენ მიისწრაფვის, რომლებშიც მეტი პერსპექტივაა.
იმისათვის, რომ საცხოვრებლის დაქირავებაზე მოთხოვნა შეამცირონ, ადგილობრივმა არქიტექტურებმა დაიწყეს მიტობებული საწარმოო ობიექტების საცხოვრებლად გადაკეთება. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მწარმოებელი ქარხანა თუ პორტის ამწე, რომელიც უკვე მრავალი წელია, უსაქმურად დგას ზღვის სანაპიროზე. სწორედ ამ უკანასკნელში მოაწყვეს სამდონიანი ბინა, რომლის ფანჯრებიდანაც ამსტერდამის თვალწარმტაცი ხედი იშლება.
ამსტერდამის კუნძულ კნსმ-აილენდზე მდებარე Yays Crane-ს გასაოცარი ბინების დიზაინი შეიმუშავა სტუდია Studio Edward van Vliet-მა. ძველ კრან Figee crane 2368-ის გადაკეთების ასეთი უჩვეულო იდეა პროექტის ავტორებს ასე უბრალოდ არ მოსვლიათ. ნიდერლანდების მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს საცხოვრებლის უკმარისობის პრობლემა აწუხებს, საძინებელი რაიონების როგორღაც განტვირთვისთვის კი, კრეატიულმა დიზაინერებმა საწარმოო ზონების დასახლება გადაწყვიტეს.
შენიშნვა: ფირმა Yays Concierged Boutique Apartments, რომელიც საცხოვრებლის არენდის მომსახურებას სთავაზობს მოქალაქეებსა და ტურისტებს, ყოველგვარი ძალისხმევით ცდილობს, შეავსოს და გაამრავალფეროვნოს საცხოვრებელი ფონდი. კომპანია დაინტერესებულია არაორდინალური აპარტამენტების შექმნით, ამიტომაც დათანხმდა პორტის ამწე კრანის გადაკეთების ექსპერიმენტის დაფინანსებას.
იმისათვის, რომ ამწეს ჩვეულებრივი კაბინა სრულყოფილ ბინად ექციათ, შემქმნელებს მოუხდათ კიდევ ორი დონის დამატება. საბოლოო ჯამში, სამდონიანი “ლუქს” კლასის რეზიდენცია, ფართობით 40 მ², რომლის გაფორმებულ ინტერიერსაც საწარმოო ესთეტიკა აქვს თავისი მასიური რკინის ძელებითა და კიბეებით, ხის განიერი დაფებითა და სხვა მრავალი ელემენტით.
Yays Crane-ის პირველ სართულზე მოხვედრისას, სტუმრები ხვდებიან პატარა, მყუდრო მისაღებში, რომლის გვერდითაც სამზარეულო-სასადილოა, აღჭურვილი ყველა აუცილებელი ტექნიკითა და ავეჯით(ასევე, ჭურჭლითაც).
გარემონტებულ და გალამაზებულ მეტალის კიბეებს მეორე სართულზე ავყავართ. სივრცის რაციონალურად გამოყენებისთვის, კიბე, რომელზეც მანამდე მემანქანე ადიოდა, აღჭურვეს ტევადი კუპე-კარადით მეტალის ფერში, რომელიც, დიდ ფანჯრებთან და ინტერიერის ნათელ ფერებთან ერთად, სივრცეს ვიზუალურად ადიდებს.
მეორე დონეზე დიზაინერებმა მოაწყვეს მდიდრული საძინებელი და სააბაზანო, რომელშიც მომხმარებლები ყველაფერ აუცილებელს იპოვიან, ჰიგიენური პროცედურების ჩასატარებლად. საძინებლის მხარე გადის მომცრო ტერასაზე, ამიტომ მკვეთრი შეგრძნებების მოყვარულები ნამდვილად კარგად შეაფასებენ ასეთ ადგილს.
ამ ტერასიდან კიბე ადის მემანქანის კაბინაში, რომელიც კიდევ ერთ საძინებლად გადაკეთდა. ამ ოთახისთვის ორიგინალურობის მისანიჭებლად, კაბინას სრულად შემინული კედელი გაუკეთეს, რომლის გავლითაც ადამიანები ხელის გულივით ხედავენ პორტს, ქალაქის ნაწილსა და თვალწარმტაც მდინარე ეის.
ჩვენი ინფორმაციით, ასეთ არაორდინალურ საცხოვრებელში ერთი დღე-ღამის გატარება 850$ ღირს, თუმცა, ეს ფასი ევროპული საზომებითაც ძალიან მაღალია…