
დიდ ბრიტანეთში დასრულდა საკმაოდ პოპულარული ეროვნული კონკურსი “წლის ფარდული” – Cuprinol Shed of the Year 2019, რომელიც ბრიტანელების მიერ საკუთარი ხელებით აშენებულ ყველაზე კრეატიულ შენობებს ირჩევს. ამ წელს რეკორდული რაოდენობის (3000ზე მეტი არაორდინალური ობიექტი) განცხადება დარეგისტრირდა, რამაც ამ უჩვეულო შეჯიბრების ორგანიზატორები ძალიან გაახარა. საზოგადოებისა და ჟიურის წევრების ხმების დათვლისას გაირკვა, რომ გაიმარჯვა “ჰობიტის სორომ”, რომელიც ისტორიული ომების რეკონსტრუქტორმა, კრის ჰილდმა შექმნა.
“წლის ფარდულის” (Cuprinol Shed of the Year 2019) კონკურსის შედეგების გამოქვეყნებას არამხოლოდ კონკურსანტები, არამედ მეაგარაკე-მოყვარულები და ჩვეულებრივი ბრიტანელი მოქალაქეებიც მოუთმენლად ელოდნენ. ამ წელს, ნომინაციაში Nature Haven დამსახურებულად გაიმარჯვა 49 წლის კრის ჰილდმა ბაქსტონიდან, დერბშირის საგრაფოდან. მისმა ნამუშევარმა მოხიბლა არამხოლოდ ჟიური, არამედ 16 ათასზე მეტი ინტერნერ-მომხმარებელიც, რომლებმაც ხმა მის არაორდინალურ ფარდულს მისცა, ეს უკანასკნელი კი ჰობიტის სოროს ჰგავს ცნობილი ფილმიდან – “ბეჭდების მბრძანებელი”.
მცენარეებში ჩაფლული მცირე ნაკვეთის კრეატიული მფლობელი ტოლკინის შემოქმედებისა და მისი “ბეჭდების მბრძანებლის” თაყვანისმცემელია, ამიტომ, როცა სახელოსნოს აშენება დასჭირდა, გადაწყვიტა, საქმეს არაორდინალურად მიდგომოდა და ააგო თავისი “ჰობიტის სორო”.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ძალიან შრომატევადი იყო, რადგან მამაკაცს მოუხდა ღრმა საფუძვლის ამოთხრა და რამდენიმე ტონა მიწის მოშორება, რომ არ ჩავთვალოთ ცალკეული პროცედურები, მას მხოლოდ 8 სრული დღე და დაახლოებით 620$ დასჭირდა ასეთი უჩვეულო ობიექტის შესაქმნელად.
-“როცა საკუთარი ფარდულის აშენება გადავწყვიტე, ვიცოდი, რომ ეს ჰობიტის სორო უნდა ყოფილიყო. იგი ჰარმონიულად უნდა შერწყმოდა ველურ ბუნებასა და მცენარეებს, რომლებიც ჩემი ბაღის დანარჩენ ნაწილებში იზრდება, ამიტომ ბალახის სახურავი მას ძალიან მოუხდა. ყოველ ჯერზე, როცა მინდვრის ყვავილების თესლებს ვაგროვებდით, უბრალოდ ვყრიდით ფარდულის სახურავზე, შემდეგ ყვავილები გაიზარდა და ბუნებრივი ხალიჩა შექმნა.” – ყვება გამარჯვებული თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
ამასთან, კრისი იმდენად გაიტაცა მწვანე ზონის შექმნამ, რომ პატარა ტბორი, გააფორმა ლამაზი ბილიკები და, თავის ოჯახთან ერთად, დარგო დიდი რაოდენობით მცენარე, მათ შორის როგორც ბაღის, ისე მინდვრის. ბუნებრივია, მწვანე კუთხე შეუმჩნეველი არ დარჩა ჩიტებისა და მწერებისთვის, ამიტომ ამ ნაკვეთზე ჰილდის ოჯახი ფრთოსნების ახალ-ახალ ბუდეებს პოულობენ, აქვე თავს იყრის უამრავი ფუტკარი და პეპელა, ყვავილებით გამოსაკვებად.
ბრიტანელების ასეთი მიდგომა თავიანთი ქალაქგარე რეზიდენციების ან სამეურნეო ნაკვეთების გასაფორმებლად ძალიან მოსწონთ კონკურს Cuprinol-ის ორგანიზატორებს, ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა: “ბევრისთვის ბაღი – მათი სახლის გაგრძელება და ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებენ. ძალან მიხარია, რომ ერი ამ მარტივ და ეფექტურ საშუალებას იყენებს ბაღის გამოსაცოცხლებლად – იქნება ეს ფარდული, ღობე თუ ავეჯი, დამზადებული მეორადი მასალისგან.”
შენიშნვა: 12 წლის განმავლობაში ზედიზედ, კონკურსში მონაწილეები 6 ნომინაციით იმარჯვებდნენ, წელს კი მას კიდევ ერთი კატეგორია – Nature Haven დაემატა. სწორედ ამ ჯგუფში გაიმარჯვა კრის ჰილდმა, რამდენადაც იგი Bux End-ის ჟიურების ხმის მიცემით გახდა გამარჯვებული, ისინი კი აფასებდნენ ბუნებასთან გაერთიანებას.
ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკურსის გამარჯვებულს გადაეცა 1000 ფუნტი სტერლინგი, 100 ფუნტის ღირებულების Cuprinol-ის პროდუქციის ნაკრები (ხეების მოვლის საშუალებები) და საპატიო ხის დაფა , რომელიც მოწმობს, რომ სწორედ ეს ფარდული აღიარეს დიდ ბრიტანეთში საუკეთესოდ, ასევე, კრისს გიგანტური გვირგვინიც გადასცეს სუპერ-ფარდულისთვის.
თქვენ მოგეწონათ ჰილდის ნაშრომი? თქვენ ააშენებდით ასეთ ფარდულს?