9 უძველესი საყოფაცხოვრებო ეშმაკობა, რომლებიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ

დღეისათვის, საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიებში უამრავი ყოვლისშემძლე საწმენდ და სარეცხ საშუალებას იხილავთ. რა თქმა უნდა, მათი გამოყენება ეფექტურია, თუმცა ხალხური საშუალებების შესახებაც არ უნდა დაივიწყოთ. ისინი არანაკლებ ეფექტურია, სამაგიეროდ კი არავის და არაფერს ვნებს.

გთავაზობთ 9 საყოფაცხოვრებო ხრიკს, რომლებიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ:

1. ზეითუნის ზეთი ფეხსაცმლის საწმენდად

ტყავის ფეხსაცმლიდან რთული ლაქების ამოყვანაში ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ ფეხსაცმელზე წიწვოვანი ხის ფისი დაგეწვეთათ, გაწმინდეთ დაზიანებული მონაკვეთი რბილი, ზეითუნის ზეთში გაჟღენთილი ქსოვილით.

2. საპონი მიმწვრების მოსაშორებლად

ქვაბი ან ტაფა მიმწვრის სქელი ფენით – ნამდვილი გამოწვევაა ნებისმიერი დიასახლისისთვის. ამ რთულ დავალებასთან გამკლავებაში თხევადი საპონი დაგეხმარებათ. დააგროვეთ ბინძურ ჭურჭელში ცოტაოდენი წყალი, დაუმატეთ თხევადი საპონი, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. როცა წყალი ოდნავ გაგრილდება, გახეხეთ დამწვრობა ფრთხილად, მეტალის ნიჩბის გამოყენებით.

3. კეჩუპი სპილენძის ნაკეთობის გასაწმენდად

ალბათ, ბევრს გაუკვირდება, როცა გაიგებს, რომ კეჩუპი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა სპილენძის ნაკეთობების გასაპრიალებლად. დაასხით ცოტაოდენი კეჩუპი ტილოს, მოაყარეთ მწიკვი მარილი, კარგად შეაზილეთ ნაკეთობას და გარეცხეთ გამდინარე წყლით. ასეთი წმენდის შემდეგ, სპილენძის ნივთები ახალივით იელვარებს.

4. ოქროს წმენდა

ოქროს ნაკეთობების წმენდა ცოტათი განსხვავდება ვერხლის წმენდისგან. თუმცა, როგორც ვერცხლის შემთხვევაში, სპეციალური საშუალების შეძენა საჭირო არაა. შეგიძლიათ პრობლემიდან ჩვეულებრივი მინერალური წყლითა და ლიმონის წვენით გამოძვრეთ. შეურიეთ წყალი, წვენი და 1 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ ტილო და კარგად გაწმინდეთ ნაკეთობა, გააჩერეთ 5 წუთით და გაამშრალეთ ქსოვილის ხელსახოცით.

5. კედლების რეცხვა

მტვერი არამხოლოდ ავეჯზე, არამედ კედლებზეც ჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი რეცხვის დროც მოვა. თუ გენერალური დალაგების დრო მოვიდა, გახსოვდეთ, რომ კედლები ზემოდან ქვემოთ უნდა გარეცხოთ.

6. ვერცხლის წმენდა

კბილის პასტა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც ვერცხლის ნაკეთობებს გაწმენდს და დაუბრუნებს ელვარებას.

7. ლაქების ამომყვანი

ქსოვილიდან ცხიმიანი ან ყვითელი ლაქების ამოყვანაში ლიმონი დაგეხმარებათ. უბრალოდ შეურიეთ მისი წვენი და მარილი, ნარევი კი ქსოვილს წაუსვით. 30 წუთში გახეხეთ დაბინძურებული მონაკვეთი წყლისა და ძმრის ხსნარში ჩალბობილი ქსოვილით. ასე შეძლებთ ლაქების ამოყვანას ყველაზე თხელი, დელიკატური ქსოვილიდანაც კი.

8. სოდა ყოფაცხოვრებაში

სოდა – ესაა ბიუჯეტური და შეუცვლელი დამხმარე ნებისმიერი დიახალისისთვის. მისი დახმარებით შეიძლება ჭურჭლის რეცხვა, ლაქების ამოყვანა და უსიამოვნო სუნების მოშორება.

9. ღრუბლის გაჭრა

ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გამოყენებამდე, გაყავით იგი ორ ნაწილად. პირველ რიგში, ეს ეკონომიურია, მეორეც – პატარა ღრუბლები უკეთ წარმოქმნის ქაფს, აღწევს რთულად მისაწვდომ ადგილებში და უფრო სწრაფად შრება.

ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, იხილეთ 9 ხრიკი, რომლის მეშვეობით სახლში სისუფთავეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ; და როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება: 11 ბრწყინვალე ხრიკი.