
ბევრ ქალს, ძირითადი სამსახურის შემდეგ, მეორე ცვლა ეწყება სამზარეულოში. საყვარელი ადამიანებისთვის კერძების მომზადება – ნამდვილი სიამოვნებაა, მიუხედავად დაღლილობისა!
და ისე გვინდება ხოლმე, რომ კულინარიულ სახელოსნოში ყველა პირობა იყოს შექმნილი გემრიელი შედევრების მოსამზადებლად: ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომი, კარადები ფუნქციური და ტევადი, ხოლო დიზაინი – შთამაგონებელი. სწორედ ამიტომ, სამზარეულოს რემონტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ, რადგან სწორედ აქ ვმუშაობთ და ვისვენებთ, ერთდროულად.
ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე შესანიშნავი იდეა მოდური დიზაინისთვის, როგორც პატარა, ისე ვრცელი სამზარეულოსთვის. ყურადღება გაამახვილეთ სამუშაო სივრცის ორგანიზებასა და ფერთა გამაზე. ამ ნაკრებში ნამდვილად მოიპოვება თქვენი ოცნების სამზარეულო.
სამზარეულოს თანამედროვე დიზაინი
მცირე სივრცისთვის გამოგადგებათ ნათელი ფერები, მკვეთრი დეტალებით. რაც შეეხება დიდ ოთახებს, აქ შეგიძლიათ ფანტაზია გაათავისუფლოთ: აირჩიეთ ვინტაჟური ან პროვანსული სტილი.
თქვენ რომელი დიზაინი მოგწონთ?