მამაკაცმა გაუბედურებული ხრუშოვკა შეიძინა და ულამაზეს ბინად აქცია. ბრავო!

ამ სტატიის გმირი ფულს საკმაოდ დიდხანს აგროვებდა, რათა აგურის სახლში 2-ოთახიანი ბინა ეყიდა. “მერე რა, რომ ხრუშოვკაა, სამაგიეროდ, ჩემია!” – ამბობდა იგი, – “ცოტასაც დავაგროვებ და რემონტს დავიწყებ”.

ამ სახლში ცხოვრება შეიძლებოდა, თუმცა, როგორც მოხერხებულ ადამიანებს ემართებათ ხოლმე, ხელების ქავილი ნაადრევად დაეწყო. გადაწყვიტა, რემონტი თანდათანობით გაეკეთებინა, საშუალების მიხედვით.

მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ მთელი ეს პროცესი არც მეტი, არც ნაკლები, 3 წელი გრძელდებოდა. აი, როგორ ხდებოდა ეს.

რემონტი ხრუშოვკაში, დამოუკიდებლად

თავისი საცხოვრებლის გარდასახვა ოსტატმა სააბაზანოდან დაიწყო, ორი მიკროსივრცე (სააბაზანო და საპირფარეშო) გააერთიანა და ნორმალურ სან.კვანძს დაამსგავსა. კედლების გასათანაბრებლად, მამაკაცმა ყველაზე მისაღებად და ხელმისაწვდომად ჩათვალა ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს გამოყენება.

გამძლე მეტალის პროფილით მან ნიჟრის ჩონჩხი შექმნა.

ახალი წყალგამათბობელი და წყალგაყვანილობა. ზემოთ – ცხელი, ქვემოთ – ცივი.

აბაზანის წამოწევით წარმატებით დაიფარა ცხელი წყლის მილი.

ფილა, განათება, თაროები და სარკე (ცოლის სპეც.დაკვეთით).

დანარჩენ ოთახებში რემონტისთვის, მამაკაცმა ისევ თაბაშირმუყაო შეარჩია.

ტელევიზორის გარშემო ნიშა და თარო პროფილებისგან.

ოსტატის თქმით, ინტერიერის ფერთა გამასა და დიზაინზე მეუღლემ იზრუნა.

მამაკაცს OSB-ს ფილებმა ლამინატის უპრობლემოდ დაგების საშუალება მისცა და საძინებლის რემონტი მალევე დასრულდა.

მოვიდა შემოსასვლელი ოთახის ჯერიც. ამ ოსტატმა ისევ პროფილები და თაბაშირმუყაო აირჩია! იგი აღიარებს, რომ კედლებზე თითქმის 7 სმ სივრცე დაკარგა, რასაც საერთოდ არ ნანობს, რადგან ძველი მოპირკეთების მოხსნა და ახლის გაკეთება, სპეციალისტების დახმარების გარეშე, გაუჭირდებოდა.

იატაკზე დაიგო ლამინატი, ფილებში გადასვლით.

ფინალი: ჭერის ძელები ყალბი ხით, სანათები, კედლის მოპირკეთება ხელოვნური ქვით…

ვისაც სამზარეულოში რემონტი გაუკეთებია, ეცოდინება, თუ რამდენად შრომატევადია ეს პროცესი.

იდუმალი ფანჯარა სააბაზანოში წარმატებით დაიხურა პენოპლასტით.

მამაკაცმა ნაწილობრივ გადააგეგმარა ოთახი, შეამცირა სამზარეულოსა და მისაღებს შორის არსებული კედლების სიგრძე.

იატაკის ფილა ძალიან ლამაზია! კედლის წინსაფარი კი შესრულებულია თაბაშირის ფილებით, დაფარული რეცხვადი ლაქით.

ასეთივე ერთგვარი თეთრი აგურებითაა გაფორმებული კედელი, რომელიც სამზარეულოსა და მისაღებს აერთიანებს.

მაცივარი შესანიშნავად ჩაეტია ნიშაში, სამზარეულოს ვეღარ იცნობთ!

მამაკაცმა ნამდვილად დიდი ძალისხმევა ჩადო ამ ბინის გადაკეთებაში, ამიტომ კარგი იქნება, თუ თქვენც შეუფასებთ ნაშრომს.