სახლის დეკორი ჩვეულებრივი ქვებისგან: 8 იდეა

რაღაც ლამაზი და არაბანალური ნივთის დამზადება უბრალო მასალებითაც შეიძლება. შვებულებაში ყოფნისას, ზღვაზე უფასოდ მოგროვებული კენჭებით შეგიძლიათ სახლის, აგარაკისა თუ ოფისისთვის უნიკალური დეკორაციები დაამზადოთ. არანაკლებ ორიგინალურ ხელნაკეთ დეკორაციებს მიიღებთ ჩვეულებრივი, ნატურალური ქვისგანაც, რომელიც ქუჩაში უფასოდ დევს. კარგი იქნება, თუ ფანტაზიას ჩართავთ და გაუკეთებთ ეფექტურ, არაორდინალურ საჩუქარს ახლობელ ადამიანს.

ასეთი საჩუქარი შეიძლება იყოს:

1. სასანთლე

ქვის სასანთლეები ნებისმიერ ინტერიერს უხდება. კენჭების გამოყენებით შეგიძლიათ ლამაზი, ელეგანტური, იდუმალი და მხიარული იდეებიც კი განახორციელოთ. ქვების პირამიდა, მოხატული მარტივი ფორმებით, შექმნის საჭირო განწყობას და მიიღებთ მაღალ სასანთლეებს. ცხელი სილიკონის წებოთი კი შეგიძლიათ ერთგვარი ღობე გააკეთოთ, შუაში კი სანთელი ჩადგათ. ქვების გაფორმება ნებისმიერი სახით შეგიძლიათ.

2. ფეხსაწმენდი ხალიჩა

პრაქტიკული, ორიგინალური და ლამაზი ფეხსაწმენდი რომ გააკეთოთ შემოსასვლელი თუ სააბაზანო ოთახისთვის, მოიმარაგეთ საკმარისი რაოდენობით დაახლოებით ერთი ზომის ქვები. თუ ხალიჩას აბაზანაში მოათავსებთ, ეს არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფეხებისთვის სასარგებლოც კი იქნება: ბუნებრივი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის ტკივილებს დამღლელი დღის შემდეგ.

3. ქვის კედელი

არაფერია რთული იმაში, რომ დამოუკიდებლად გააკეთოთ ასეთი კედელი. ამისთვის მაღაზიაში სამშენებლო მასალის ყიდვაც კი არ დაგჭირდებათ. შეარჩიეთ ბუნებრივი ქვები და გამოიყენეთ კედლებისა და იატაკის მოსართავად, ასევე, შეგიძლიათ ქვები უბრალოდ დაყაროთ იატაკის გარშემო. მათ დასამაგრებლად შეიძლება ცემენტის ხსნარის ან სპეციალური წებოს გამოყენები.

4. სამზარეულოს დეკორი

სამზარეულოში უჩვეულო იქნება ცხელი ჭურჭლის დასადები, დამზადებული კენჭებისგან. იგი ინტერიერის კოლორიტად იქცევა, შეგახსენებთ სასიამოვნო დასვენებისა და მხიარული მომენტების შესახებ. ასევე, ეს ნაკეთობები ძალიან პრაქტიკულია – ქვები არ ფუჭდება და სამზარეულოს მძიმე ჭურჭელსაც უძლებს.

5. სასარგებლო წვრილმანები

რამდენიმე ქვა, მსუბუქი დეკორაციით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინტერიერის გაფორმებაში. მაგალითად, თუ მათ ლენტით ან თოკით გადაახვევთ, მიიღებთ ხელსახოციანი თეფშების დეკორს რომანტიკულ ან სადღესასწაულო ვახშამზე.

ლამაზი ფორმის ან ფერის ქვების გამოყენება შეიძლება წიგნის სანიშნის ან დოკუმენტების დამჭერის სახითაც. ქვები ეხამება სხვა ნებისმიერ ბუნებრივ მასალას: მწვანე ტოტებს, ხეს, გამხმარ ყვავილებსა და ნიჟარებს. სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით, ორიგინალურ კომპოზიციებს მიიღებთ.

6. ნახატებისა და ფოტოების ჩარჩოები

ცხელი სილიკონის წებო და რამდენიმე ათეული პატარა კენჭი მოდური ჩარჩოს შექმნაში დაგეხმარებათ. მას მოუხდება ზღვის თემატიკის ფოტოები.

7. ყვავილებთან შეხამება

ქვები ორგანულად ერწყმის ნებისმიერ მწვანე და ყვავილოვან მცენარეს. შეგიძლიათ ქვებით შეალამაზოთ ყვავილების ქოთნები, ასევე, ორიგინალური კომპოზიცია შექმნათ გადაჭრილი თაიგულებით, გამჭვირვალე ლარნაკებში. ან უბრალოდ დადოთ სხვადასხვა ფერისა და ზომის ქვა, რათა ჩვეულებრივი ნივთები ინდივიდუალურად და განუმეორებლად აქციოთ.

8. ქვის ხალიჩა

მცირეოდენი ფანტაზიის დახმარებით, შეგიძლიათ ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები შექმნათ. რა თქმა უნდა, ასეთ კომპოზიციას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ ფეხსაწმენდს, თუმცა შედეგი ამად ღირს.

რომელი დეკორაცია მოგეწონათ ყველაზე მეტად?