
ალბათ, ცარცის ხსენებაზე პირველად გაგახსენდება სკოლა და მასწავლებლის მიერ წარმოთქმული “დაფასთან გამოვა…”, ასევე, საბავშვო ფერწერა ეზოს ასფალტზე.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ცარცის სხვა დანიშნულებით გამოყენებაც შეგიძლიათ: არამხოლოდ როგორც კალციუმის წყარო ან სახატავი ინსტრუმენტი. ცარცი სასარგებლოა ყოველდღიურობაშიც. ალბათ, თქვენ იცნობთ ცარცის რამდენიმე გამოყენებას, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ასეთი ძალიან ბევრია.
გთავაზობთ 8 გზას ცარცის საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეკომენდაციები:
1. ცხიმიანი ლაქის ამოყვანა
ამ შემთხვევაში, ცხიმიანი ლაქის გაჩენისთანავე უნდა იმოქმედოთ. აიღეთ ცარცი, წაუსვით ლაქას. დაელოდეთ 10 წუთით. ამის შემდეგ, გარეცხეთ ნივთი ჩვეულებრივად, სარეცხის მანქანაში შეგდებამდე კი ჩამორეცხეთ ცარცის ნარჩენები.
2. ზამშის ფეხსაცმლის მოვლა
ზამშის ფეხსაცმელი ყოველთვის ლამაზად გამოიყურება პირველი რამდენიმე დღე. შემდეგ მტვერი, სიბინძურე და წყალი თავის საქმეს შვრება. თუ თქვენი ფეხსაცმელები ცუდად გამოიყურება ან ცხიმიანი ლაქა შენიშნეთ, მოაყარეთ ცარცის ფხვნილი და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით დაფერთხეთ და ლაქები აღარ იქნება.
3. სუფროს ხელსაწყოების წმენდა
მხოლოდ აბრაზიული ნივთიერებების შემცველ საშუალებას შეუძლია სუფრის ხელსაწყოების გაპრიალება. თუმცა, ისინი წვრილ ნაკაწრებს ტოვებს და ნივთები ლამაზ იერს კარგავს.
სცადეთ ცარცის ჩალაგება ხელსაწყოების უჯრაში. ასე მელქიორი და ვერცხლი დაცული იქნება ტენისგან და ელვარებას შეინარჩუნებს.
4. ნაკაწრების გამკრთალება
წვრილი ნაპრალები, ნაკაწრები და ხვრელები კედლებში – ხშირი პრობლემაა. შეიძინეთ ფერადი ან თეთრი ცარცები და შეინახეთ “შედეგისთვის”. როცა კიდევ ერთი ნაკაწრი გაჩნდება, შეარჩიეთ სწორი ფერის ცარცი და წაუსვით კედელს.
5. უსიამოვნო სუნის მოშორება
თეთრეულის კალათისგან განსხვავებით, კარადაში ყველა ნივთი სუფთა და სასიამოვნოდ დალაგებულია. თუმცა, რატომღაც იქაც ჩნდება სპეციფიკური სუნი. დაალაგეთ თაროებზე ცარცის ნაჭრები ამ უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად.
6. პატარა მწერების მოშორება
თუ სახლში ჭიანჭველები გაჩნდნენ და სამზარეულოს ყველა ზედაპირზე გიშლიან ნერვებს, შემოხაზეთ ცარცით ფანჯრისა და კარის შემოსასვლელები. მიზეზი დღემდე არაა ცნობილი, თუმცა ჭიანჭველები ამ ხაზს არ კვეთენ.
7. წვრილი რემონტი
ზედა სართულიდან მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და ჭერზე გაჩნდა ნაწიბურები, რომლებიც განწყობას გიფუჭებთ? გადაფარეთ ეს ლაქები ცარცით. უახლოეს რემონტამდე გაძლებს და ვერავინაც ვერ შეამჩნევს.
8. ფრჩხილების გათეთრება
წაუსვით ჯაგრისს თეთრი ცარცი, ხოლო შემდეგ გაიხეხეთ ფრჩხილების ქვეშ. ჯაგრისი ფრჩხილქვეშა სიბინძურეს მოაშორებს, ხოლო ცარცი შიდა ზედაპირს გააღიავებს.