ბლოგერმა შეძლო ძველი საბჭოთა ავეჯის გადაკეთება თანამედროვე, მოდურ ნივთად

თუ თანამედროვე ავეჯის შეძენის შესაძლებლობა არ გაქვთ, თუმცა ცვლილებები გწყურიათ, ნუ განაწყენდებით, რადგან ყველაფერი თქვენს ხელშია. მთავარია, უბრალოდ მოინდომოთ, გამოავლინოთ ფანტაზია,, სურვილი და ძალისხმევა.

ასეც მოიქცა მომხიბლავი გოგონა, რომელსაც უყვარს ექსპერიმენტები და უბრალოდ შემოქმედებითი საქმიანობა. თავისი ფანტაზიის წყალობით, მინიმალური ხარჯებით, გარდასახა ძველი საბჭოთა ავეჯი, თანაც იგი გაცილებით უფრო პრაქტიკული და ფუნქციური გახდა, ვიდრე თავიდან იყო.

youtube.com/ Bubenitta.

ნადეჟდა – შემოქმედებითი პიროვნებაა და ცდილობს, ცხოვრება უფრო მკვეთრი გახადოს, თანაც ამას საკუთარი ხელებით აკეთებს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მომხიბლავ გოგონას უამრავი საინტერესო იდეა აქვს და მოხერხებულიცაა, იგი YouTube-ზე საკუთარ არხს მართავს, სადაც მაქსიმალურად ბიუჯეტურ გარდასახვებს, საინტერესო აზრებსა და მრავალფეროვან ხელნაკეთ იდეებს გვაჩვენებს.

ამჯერად, მან გააზიარა ვიდეო, რომელშიც ძველი ხის საწოლის გადაკეთების პროცესი გადაიღო. ბევრს ახსოვს, რომ საბჭოთა ავეჯი, მართალია, გამძლე იყო, თუმცა განსაკუთრებული სილამაზითა და ფუნქციურობით არ გამოირჩეოდა, ამიტომ ნადეჟდამ მოიფიქრა, თუ სად და როგორ შეიძლებოდა შენახვის სისტემების მოწყობა, რომლებიც ავეჯს ფუნქციურობას შემატებდა.

youtube.com/ Bubenitta.

იმისათვის, რომ ძველ ავეჯს თანამედროვე და უფრო გლამურული იერი მიეღო, გოგონას აკრილის საღებავის ნიადაგი, უშუალოდ აკრილის საღებავი, ავეჯის უფერული ლაქი და საღებავი გორგოლაჭები, თვითმჭრელების თავების დასამალი ნიღბები, გამოსაწევი უჯრების ბორბლები, მეტალის კუთხეები და ქსოვილები დასჭირდა.

რამდენადაც მას წინა რემონტისგან ფანერები მორჩა, უჯრებისა და ვიწრო, საწოლის გვერდითა ტუმბოების ასაწყობად, დამატებითი მასალების შეძენა არ დასჭირვებია. თავისი ახალი ექსპერიმენტისთვის, გოგონა კარგად მოემზადა და მაინც გადაწყვიტა ელექტრომჭრელისა და სახეხი ჩარხის შეძენა.

youtube.com/ Bubenitta.

როცა ყველა მასალა და ინსტრუმენტი ჰქონდა ხელთ, იგი შეუდგა ძველი საწოლის აწყობას. ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მისი კონსტრუქციის დეტალი ბევრი არ ყოფილა. ამის შემდეგ, გოგონა შეუდგა ლაქისა და საღებავის ზედა ფენის დატანებას. სახეხი ჩარხის გამოყენებით, სწრაფად მოხსნა პირველადი ზედაპირი, შემდეგ სველი ტილოთი გააცალა ამოსული მტვერი და საფარი მასალის ნარჩენები.

ამ პროცედურის ბოლოს, ჩვენი რედაქციის ავტორები გირჩევენ, გავაჩეროთ ნაკეთობა რამდენიმე საათით, რათა გაშრობა მოასწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საღებავი აუცილებლად აძვრება.

საწოლის მომზადებული დეტალები ნადეჟდამ პირველი, ფუძე ფენით დაფარა, შემდეგ კიდევ ერტი ფენა დაატანა ზედაპირის გასათანაბრებლად და ხისა და საღებავის საუკეთესო ჩაჭიდების მისაღებად.

youtube.com/ Bubenitta.

რჩევა: ყველა ფენას, როგორც ნიადაგს, ისე ნებისმიერ სხვა დაფარვას, უნდა აცადოთ საკმარისი დრო გასაშრობად.

youtube.com/ Bubenitta.

მას სემდეგ, რაც ნიადაგი საბოლოოდ გაშრა, გოგონა შეღებვას შეუდგა. ძირითად ფერად შეირჩა ნაზი-ვარდისფერი, რათა ოთახს მსუბუქი გლამურულობა მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ავეჯის საღებავი საკმაოდ სქელი აღმოჩნდა, მაინც გადაწყდა მისი მეორე ფენად წასმა, რადგან საწოლის კედლების გარე ნაწილი, ნაწილობრივ, ექვემდებარება მექანიკურ გავლენას. როცა მთელი ეს სილამაზე გაშრა, უკვე საწოლის აწყობა დაიწყო.

youtube.com/ Bubenitta.

იმის გათვალისწინებით, რომ საწოლის ქვეშ სივრცე დარჩა, ნადეჟდას იგი უყურადღებოდ არ დაუტოვებია, რადგან პატარა ოთახებში თითოეული სანტიმეტრი წინდახედულად უნდა გამოიყენებოდეს. წინა რემონტიდან მორჩენილი ფანერები, რომლებიც გოგონას ჰქონდა, დარჩენილი ადგილის პარამეტრების გათვალისწინებით, საწოლის ფუნქციურ დეტალად შეიკრა.

youtube.com/ Bubenitta.

რჩევა: თუ ბორბლებიანი უჯრების გაკეთებას გეგმავთ, არ დაგავიწყდეთ მათთვის სიმაღლის მომატება და ოდნავი უსწორმასწორობა, რათა კონსტრუქციამ თავისუფლად იმოძრაოს.

youtube.com/ Bubenitta.

ამის შემდეგ, ნადეჟდამ თითოეული დეტალი ელექტრომჭრელით გამოჭრა. მასალის ხორკლებს რომ შესანახავი ნივთები არ გაეფუჭებინა, მოჭრილი ადგილები კარგად უნდა გაშალაშინებულიყო. როცა ყველა დეტალი დამზადდა, ჩვეულებრივი მეტალის კუთხეების გამოყენებით, ნადეჟდამ უჯრების კედლები შეაერთა და ფსკერი თვითმჭრელებით მიამაგრა.

youtube.com/ Bubenitta.
youtube.com/ Bubenitta.

როგორც ცნობილია, საწოლის ქვეშ ყოველთვის გროვდება მტვერი და უჯრის ღიად დატოვება დაუშვებელია, ამიტომ გოგონამ მას სახურავებიც გაუკეთა, რომლებიც ანჯამებით დაამაგრა.

youtube.com/ Bubenitta.
youtube.com/ Bubenitta.
youtube.com/ Bubenitta.

ნადეჟდამ მორჩენილი მასალებით საწოლსა და კარადას შორის დარჩენილი სივრცე ამოავსო და ვიწრო, თუმცა კომპაქტური, ერთგვარი ტუმბო დაამზადა.

youtube.com/ Bubenitta.

ექსპერიმენტის მთელი პროცესი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში: