
დიზაინერები მუდმივად ამტკიცებენ, რომ არ ღირს ინტერიერის სრულად შეცვლა, თუ ცვლილებები გსურთ. საკმარისია, დეკორის რამდენიმე ახალი ელემენტი გამოიყენოთ. მკვეთრი, მოდური, თანამედროვე… ასეთი ნაკეთობა სახლს ნამდვილად გაათანამედროვებს.
1. თაროები
ექვსკუთხა თაროები, რომლებიც კედელზე სასურველი რიგითობით მაგრდება, ქმნის სკის ილუზიას. ასეთ თაროებზე შეიძლება ყვავილის ქოთნების, წიგნების, პარფიუმერიისა და სხვადასხვა დეკორაციის მოთავსება, ზოგიერთი თარო კი სულაც ცარიელი უნდა დარჩეს – ის ხომ ისედაც კედლის აქსესუარია.
2. დასადგამი
ესაა უჩვეულო დასადგამი, ცხვრის ფორმით, რომელიც სპეციალურად ტუალეტის ქაღალდის შესანახავადაა დამზადებული, სან.კვანძს ელეგანტურ ოთახად აქცევს.
3. “ცოცხალი” მაგიდა
ფაქიცი მრგვალ მაგიდა, ჩაშენებული ყვავილის ქოთნით, იდეალური დეტალი იქნება თანამედროვე მისაღებში და ინტერიერში ცოცხალი ბუნების ნოტებს შემოიტანს.
4. დაწნული სავარძელი
როცა სიტყვათა შეხამებას “დაწნული სავარძელი” ვკითხულობთ, წარმოვიდგენთ რაღაც ძველმოდურ სკამს. თუმცა, ეს მოდური სავარძელი ასეთი არ გახლავთ. მისი ჩონჩხი ღია ფერის ხისგანაა დამზადებული, ხოლო დასაჯდომი – უზარმაზარი რბილი თოკებისგანაა დაწნული.
5. კატის საწოლი
როგორც იქნა, დიზაინერებმა ყურადღება ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ავეჯზეც გაამახვილეს. მაგალითისთვის მოვიყვანთ ასეთ მინიმალისტურ საწოლს, რომელიც კედელს ემაგრება და აქსესუარად იქცევა.
6. ტელეფონი
ძველი ტელეფონი ახალი, მოდური დიზაინით, შესანიშნავად ერწყმის კლასიკურ ან ვინტაჟურ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერს.
7. წიგნის თაროები
დიდი წიგნის თარო, დამზადებული ჩვეულებრივი მორისა და ფანერებისგან, იდეალურია კუთხისთვის და მოუხდება მისაღებს ან საძინებელს.
8. კარადა
თანამედროვე კარადების კომპლექტი შედგება სამი დასაკიდი სექციისგან, რომლებიც “სატყუარა” ფეხებზე დგას და თითქოს ერთ-ერთი მათგანი ლევიტირებს.
9. ხელოვნური ნაძვის ხე
ზამთრის დღესასწაულები უკვე ახლოსაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, ყურადღება საშობაო ხეზეც გავამახვილოთ. მაგალითად, ამ მკვეთრ ნაძვში ხორცი შეისხა წლის ერთ-ერთმა ძირითადმა ტრენდმა – ცისარტყელის თემამ. ჩვენი აზრით, ასეთი ხის სათამაშოებით მორთვა საჭირო არ იქნება.
10. ტაბურეტები
მომხიბლავი ტაბურეტები მოქსოვილი საჯდომებით – სწორედ ეს გჭირდებათ ნებისმიერ სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად. ასეთი ტაბურეტები შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერი ოთახის ინტერიერს, მიუხედავად მისი გაფორმების სტილისა.
11. შუშის მაგიდა
ამ დიდ, მრგვალ მაგიდას შუშის ზედაპირი აქვს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჰელიუმით დაბერილ ბუშტებს ემაგრება. უნდა ვაღიაროთ, რომ ნაკეთობა ნამდვილად ეფექტური და ორიგინალურია.
12. პუფი
პატარა, მომხიბლავი პუფი, ბეჰემოტის ფორმითა და ასაწევი საჯდომით, თავსებად ყუთს მალავს, რომელშიც ნებისმიერი ნივთის შენახვა შეგიძლიათ.
13. საწერი მაგიდა
დიდი კუთხის მაგიდა, შესრულებული მასიურ ხეში, მისი ბუნებრივი თავისებურებების შენარჩუნებით, თქვენი პირადი კაბინეტის სოლიდური დეტალი გახდება.
14. დივანი
ძალიან ორიგინალური დივანი მკვეთრი მწვანე დასაჯდომითა და დაწნული ფანერის ზურგით, პროვანსული მისაღებისთვისაა ზედგამოჭრილი.
15. საწოლი
ენა არ მოგბრუნდებათ იმისათვის, რომ ამ ნაკეთობას უბრალოდ საწოლი უწოდოთ. მის გვერდითა კედლებში ჩაშენებულია დინამიკები, შტეფსელები, განათება და თაროები, ფეხებთან კი ერთგვარი დივანია მოწყობილი.
კიდევ რამდენიმე საინტერესო ავეჯის დეტალის სანახავად, იხილეთ ავეჯი, რომელიც არ ჩანს: 7 ექსკლუზიური ვარიანტი.