
საძინებელი – ეს ის ადგილია, სადაც სხეული და სული უნდა ისვენებდეს. თუმცა, ხშირად, რელაქსაციის პროცესს გვიშხამებს ისეთი მარტივი რამეები, როგორებიცაა საბნის პირი, რომელშიც საბანი უნდა ჩადოთ, საწოლის მოუხერხებელი თავი, ჰაერის არასასიამოვნო ტემპერატურა, მოძრავი ზეწარი და სხვა წვრილმანები. ამ და სხვა წვრილი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ რამდენიმე კრეატიული ხრიკი, რომლებმაც უკვე იხსნეს ვიღაცის რელაქსაციის პროცესი.
1. განსაკუთრებული ბალიში
ბალიშზე სათვალეებით წოლა ნამდილად მოუხერხებელია. იგი მუდმივად გვაჭერს სახეზე მაშინაც კი, თუ ბალიში ძალიან რბილი და ჰაეროვანია. ამ პრობლემის გადასაჭრელად, დახარჯეთცოტაოდენი დრო ბალიშის საკუთარ თავზე მორგებისთვის. დააწებეთ ბალიშს ორი რბილი ღრუბელი გარკვეული დაშორებით. დაწებებისთვის ცხელი წებოს პისტოლეტი დაგჭირდებათ.
ასეთ უჩვეულო კონსტრუქციას უბრალოდ ჩააცვით ბალიშის პირი და დაისვენეთ: ღრუბლებს შორის თავისუფალ სივრცეში სათვალეები მოთავსდება და აღარ მოგიჭერთ.
2. სიცხისგან ხსნა
თუ ფანჯრიდან გრილი სიო არ შემოდის, შეგიძლიათ ასე ორიგინალურად გადაჭრათ პრობლემა: დააფიქსირეთ ვენტილატორი ერთ მდგომარეობაში, მიმართეთ საწოლისკენ, მასზე კი საბნის პირი მოათავსეთ. გახსენით იგი და ქსოვილი ვენტილატორის ცივი ჰაერით გაავსეთ. შემდეგ შეძვერით ამ ერთგვარ კარავში და დატკბით გრილი ჰაერის ცირკულაციით.
3. სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა
მოდური სასანთლეების დამზადება ხელთ არსებული ნივთებისგან შეიძლება. მაგალითად, ჩვეულებრივი ხეხილის ტოტების გამოყენებით არამხოლოდ განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნით, არამედ სასიამოვნო სუნსაც დააყენებთ.
4. იდეალური საწოლი
რეზინიანი ზეწრებიც კი ხანდახან უსიამოვნო სურპრიზებს გვიწყობს და მატრასს სწრაფად არ ეცმება. იგი ცურდება და ძვრება, ამიტომ თეთრეულის უბრალო გამოცვლასაც ნამდვილ ტანჯვად აქცევს. ამ პრობლემას მარტივად გადაწყვეტთ, უ ზეწრის გაცვეთილ კუთხეებს პატარა რეზინს მიაკერებთ.
5. საბნის ჩადება პირში
ასეთი მარტივი ფოკუსი დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო პროცედურის გამარტივებაში, როცა საბნის საბნისპირში მოთავსებაა საჭირო. თუ სახლში ვიდეორეგისტრატორის ორი დამჭრი გაქვთ, მიამაგრეთ ისინი კარის ზედა კუთხეებზე, მათი გამოყენებით კი საბნისპირის კუთხეები დააფიქსირეთ. ჩამოკიდებული პირში საბნის ჩადება უფრო მარტივია.
6. უჩვეულო სანათი
ჩვეულებრივი, ძალიან მკვეთრი სანათის მოდერნიზება და შუქის გამკრთალება შესაძლებელია მარტივი ხრიკით. აიღეთ ფერადი მუყაოს ფურცელი და ნემსი. სანათს მიადეთ ქაღალდი და მატერიკებისა და ქვეყნების კონტურები ნემსის ჩხვლეტებით შემოხაზეთ. ასე სინათლე კედლებზე ლამაზ ჩრდილებსაც წარმოქმნის.
7. მაგიდა ქვეგანათებით
ნებისმიერ საძინებელში, განათების კარგი ვარიანტია მკრთალი ან იდუმალი შუქი. ეს ხრიკი, კრეატიული მაგიდის შესაქმნელად, ბევრს მოეწონება: პატარა, მბჟუტავი ნათურები ღამის სანათის როლს შეასრულებს და ოთახში განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის. ასეთი ნივთის ორგანიზებისთვის, აიღეტ გამჭვირვალე, შუშის ზედაპირიანი ან ხის მაგიდა, რომლის ცენტრსაც ამოჭრით და შუშით შეცვლით. შუშის ქვეშ დაამაგრეთ სარკე და შუქდიოდური ლენტა, რომელიც, სარკის წყალობით, მრავალრიცხოვან ნათურად გამოჩნდება. ზემოდან დაამაგრეთ შუშა, რომელიც რენტგენის ფენით უნდა დაფაროთ – ეს იდუმალების ეფექტს ქმნის.
საძინებელი ოთახისთვის მეტი იდეა იხილეთ აქ.