
From the Knees of my Nose to the Belly of my Toes – ესაა მახვილგონივრული სახელწოდება თაუნჰაუსის მიტოვებული ნაწილისა, რომელიც არტ-ინსტალაციად აქციეს და ერთ-ერთი ბრიტანული ქუჩის მთავარი ობიექტი გახდა.
ნახევრადდანგრეული შენობა გარდასახა დიზაინერმა ალექს ჩინეკმა (Alex Chinneck), რომელმაც, პირდაპირი გაგებით, შენობის ფასადი მიწაზე ჩამოაცურა. ზედაპირის მოხრილ ფორმას ფარდებიანი ფანჯრებიც კი აქვს.
კრეატიული იდეის განსახორციელებლად გამოიყენეს ხე, მეტალი და აგური. მიწაზე ჩამოცურებულმა ახალმა ფასადმა შენობის ზედა სართულის გახსნის საჭიროება წარმოქმნა, რამაც გააშიშვლა განადგურებული ჩონჩხი და მიყრილი სამშენებლო ნაგავი.
ინსტალაციის ავტორის თქმით, იგი არ აპირებს ამ არქიტექტურულ საოცრებაზე შეჩერებას და წინ კიდევ არანაკლებ მიმზიდველი პროექტები ელის.
აი, ასე გამოიყურება ფასადის გეგმა და მისი აწყობის “საიდუმლოებანი”.
მოგწონთ დიზაინერის ნაშრომი?