მკვეთრი და ხალისიანი იდეები საბავშვო ოთახების გასაფორმებლად

ნებისმიერ მშობელს სურს, თავისი შვილის ოთახში ჯადოსნური ატმოსფერო შექმნან, რომელსაც ბავშვი სიამაყით უწოდებს “მსოფლიოში საუკეთესოს”. თუმცა, მისი მოწყობა არც ისე მარტივი მისიაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე. საჭიროა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება, რათა იდეალური სათამაშო ოთახი შეიქმნას – ექსტრავაგანტულობა, მედიდურობა, პრაქტიკულობა და სიმყუდროვე.

მინიმალიზმით საერთო გატაცების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, ტომ საბაშვო ოთახის დიზაინიც არ უნდა ჩამორჩეს მსოფლიო ტენდენციებს. თემატიკის, შესანახავი სისტემებისა და ფერთა გამის მოფიქრების შემდეგ, შესაძლებელია მიიღოთ იდეალური ადგილი, რომელსაც შეაფასებენ როგორც დიდები, ისე ბავშვები. უბრალოდ აუცილებელია, იპოვოთ უსაფრთხოების, აქტიური თამაშის სივრცისა და მშვიდი დასვენების სწორი შერყწმა.

სათამაშო ოთახი – ეს არაა უბრალოდ ადგილი, სადაც ბავშვები დღეში რამდნიმე საათს ატარებენ. იგი ბავშვებს ენერგიის დახარჯვის, შემოქმედების გამოვლინებისა და ფანტაზიის განვითარების საშუალებას აძლევს.

სათამაშო ოთახი აუცილებელია ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის. მხოლოდ აქ შეუძლია, საკუთარი პიროვნება ყოველგვარი გარემოების გარეშე გამოავლინოს. სწორედ ამიტომ, ოთახი ლამაზი და ინდივიდუალური უნდა იყოს.

საბავშვო ოთახის გასაფორმებლად შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი თემატიკა მრავალთაგან. ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ ბავშვის პრიორიტეტებზე – იქნება ეს დისნეის პრინცესების თემატიკა გოგონასთვის, თუ მეკობრეთა კაიუტა ბიჭუნასთვის. მთავარია, რომ ოთახი მკვეთრი იყოს. ყველაზე კარგი ვარიანტია მყვირალა ელფერები გეომეტრიული ნახატებით.

ნივთების შესანახავი ადგილიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოთახში. თუ ადგილი არასაკმარისია, აქ ყოველთვის არეულობა და სათამაშოების მთები იქნება, რომლებსაც ვერსად დამალავთ.

უბრალოდ აუცილებელია ბევრი თაროს არსებობა. მათი შევსება შეგიძლიათ სხვადასხვა ზომის ფერადი კონტეინერებითა და დაწნული კალათებით. ერთიც და მეორეც ელეგანტური და ეფექტური იქნება.

აგრეთვე, კიბის ქვეშა სივრცეც ეფექტურად უნდა გამოიყენოთ. მთავარია, მთელი ავეჯი უსაფრთხო იყოს. ყველა კარადა და დანაყოფი ბავშვს ოთახში წესრიგის დამყარებას ასწავლის. ამასთან, დახურული კარადები და თაროები სათამაშო ოთახის, საჭიროებისამებრ, მისაღებად ან საძინებლად ქცევის საშუალებას იძლევა.

თუ ბავშვი პატარაა, სათამაშო ოთახში, ძირითადად, საშინაო სპორტდარბაზს აწყობენ, რომელშიც ბავშვი ყოველთვის ვინმეს დაკვირვების ქვეშ ითამაშებს.

თქვენ როგორ მოაწყობდით ბავშვის სათამაშო ოთახს?