
ძაფების სიმსუბუქე და ლურსმნების სიმძიმე – ეს მასალები, ერთი შეხედვით, ერთმანეთს სულაც არ ეხამება! როცა ხელსაქმის ახალი ტექნიკის არსებობის შესახებ გავიგე, უგონოდ შემიყვარდა იგი… სტინგ-არტი (ძაფების ხელოვნება) – ასე ეწოდება ჩემს გატაცებას.
ალბათ, ოდესმე ყველას უცდია ძაფებისგან გარკვეული ნაკეთობების დამზადება. მახსოვს, როგორ ვაწებებდით სკოლაში ძაფებით გაკეთებულ უბრალო ნახატებს მუყაოზე და მუდმივად ვახვევდით ფერად ძაფებს ლამაზ ბოთლებზე. ჰოდა, ეს არაფერია, იმ გაოცარ იდეასთან შედარებით, რომელიც ფოტოების შექმნას ლურსმნებისა და ძაფების გამოყენებით შთაგვაგონებს.
სტრინგ-არტი
ამ მოკლე ვიდეოში თვალსაჩინოდ იხილავთ, თუ როგორ იქმნება სტრინგ-არტის სტილის ნამუშევრები! ეს ნამდვილი საოცრებაა.
შედეგი ულამაზესია! რა თქმა უნდა, ასეთი ხელოვნება ყურადღებას, მონდომებასა და გათვლას მოითხოვს, თუმცა არსებობს დადებითი მხარეც. მსგავსი ჰობით დაკავება შეუძლია ადამიანს, რომელსაც ხატვის უნარი საერთოდ არ აქვს.
ჩაქუჩი, დაფა, ლურსმნები, ძაფები, საღებავი, ნახატის ყალიბი და ზუმფრის ქაღალდი – ესაა ყველა იმ ინსტრუმენტის ჩამონათვალი, რომლებიც ამ ულამაზესი ნაკეთობების შესაქმნელად დაგჭირდებათ.
მასალების ხარჯი ძალიან მიზერულია, სამაგიეროდ, ნამდვილად ლამაზ დეკორაციას მიიღებთ.
სტრინგ-არტ სურათები ახალ ტრენდად იქცა, თანაც, ყველას უნდა უკვე მსგავსი ნივთით სახლის დამშვენება. კარგია, რომ ამ ტექნიკის შესწავლა რთული სულაც არაა.
დამტკიცებულია, რომ ხელსაქმე ტვინზე დამამშვიდებლად მოქმედებს და ხელს უშლის სკლეროზის განვითარებას – ეს კიდევ ერთი უდავო პლუსია.