
ეს სახლი 1668 წელს აშენდა, თუმცა ეს არ უნდა გვაწუხებდეს, რადგან მისმა მფლობელებმა შექმნეს უნიკალური სტილი, რომელშიც წარსული აწმყოს ერწყმის. ის, რასაც სახლში ვნახავთ, უბრალოდ გასაოცარია.
შენობა სასოფლო ტიპის დაბაში მდებარეობს, კორნუოლის ოქროსფერი სანაპიროს პლაჟ კრანტოკიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე.
პატარა ფანჯრები, სქელი კედლები – სახლის გარედან ცქერა გაფიქრებინებთ, რომ შიგნით პატარა, ბნელი ოთახია დაბალი ჭერებით. ალბათ, ასეც იყო 300 წლის წინ. დღეს ყველაფერი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება.
სახლის მფლობელებმა აირჩიეს და განახორციელეს ის, რაც იდეალურად მოიცავს ძველი, ქალაქგარე სახლისა და თანამედროვეობის სინთეზს.
ბუხარიც კი გარდაისახა. ინტერიერი ზღაპრულად გამოიყურება!
ოცნებები სამზარეულოშიც რეალიზდა. მას კლასიკური იერი აქვს და აღჭურვილია თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
ტერასაზე გამავალი კარის გახსნისას მიხვდებით, რომ საუზმისა და სადილისთვის იდეალურად შესაფერის ადგილზე მოხვდით.
სააბაზანოში საკმარისი ადგილია ყველაფრისთვის, მათ შორის კი – თუჯის აბაზანისთვის.
მეორე სართულზე ორი ოთახია: ერთ-ერთი ბავშვებისთვის…
…და მეორე – მშობლებისთვის. ლამაზია, არა?
ხოლო, როცა მზე თანდათან ჩადის, ფანჯრებში სინათლე ინთება.
სახლი იქცევა თბილ და მყუდრო ადგილად. ნუთუ ეს ლამაზი არაა? კარგი ამბავი ისაა, რომ სახლი ტურისტებზე ქირავდება. ასეთ მყუდრო და ზღაპრულ ატმოსფერაში ნებისმიერს შეუძლია ცხოვრება.