მამაკაცმა ძველი საბურავი გაჭრა და გამოაბრუნა. შედეგით ყველა კმაყოფილია…

ჩემი მეზობელი ტრაილერის მძღოლია. მიუხედავად იმისა, რომ დროის უმეტეს ნაწილს მანქანის მართვაში ატარებს, თავისი ეზო მაინც ნამდვილ ბაღად აქცია. ამაში, რაც უცნაურიც არ უნდა იყოს, მას ძველი საბურავები დაეხმარა. იგი მათგან ამზადებს გასაოცარ ნაკეთობებს, რომლებიც ლანდშაფტურ დიზაინს ამშვენებს.

დღეს მოგიყვებით, თუ როგორ უნდა დაამზადოთ აგარაკისთვის სასარგებლო ნივთები ძველი საბურავებისგან. ეს შეიძლება იყოს კლუმბები, მაგიდები, პუფები და სხვადასხვა ფიგურა. უვარგისი საბურავები ხომ ყველა ავტომობილის მფლობელს აქვს შენახული. ამაზე უკვე დიდი ხნის წინ იზრუნა ლურსმნებმა და უხარისხო გზებმა.

ძველი საბურავების განახლება

დაგჭირდებათ:

  • ავტომობილის საბურავი
  • დანა
  • ცარცი
  • საღებავი

პროცესი:

1. დახატეთ ცარცით საბურავის შიგნითა მხარეს მომავალი ყვავილის ესკიზები.

2. კარგად ალესეთ დანა. შეუდექით შემოხაზული ფორმის ამოჭრას. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

3. ახლა გამოაბრუნეთ საბურავი წაღმა, რათა გლუვი მხარე გარეთ აღმოჩნდეს. ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რათა საბურავი არ დაიხეს.

4. გაათანაბრეთ და გამოკვეთეთ კონტურები, რათა ნაკეთობას მიმზიდველი იერი ჰქონდეს.

5. შეღებეთ კლუმბის ფორმა. შემდეგ თამამად დაუმატეთ მცენარე და მზადაა!

შეგიძლიათ, საბურავები ნებისმიერი ფორმით დაჭრათ და ნებისმიერი ფიგურა გამოიყვანოთ.

უბრალოდ შეხედეთ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება! დასასვენებელი ადგილი, საქანელა ბავშვისთვის… და ამ ყველაფერს ადამიანები ძველი საბურავებისგან ამზადებენ.

შთაგონებისთვის თან ვურთავთ ვიდეოს,  რომელშიც ნაჩვენებია უვარგისი საბურავების გადაკეთების მრავალი იდეა.