
შემოდგომა – ეს საუკეთესო დროა ყოველგვარი ხელსაქმისთვის! უბრალოდ გადიხართ ქუჩაში და, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ყრია მასალა სხვადასხვა ნივთისთვის: წაბლი, რკო, გირჩები თუ ჩამოცვენილი ფოთლები.
ჩემს ოჯახში ტრადიციაც კი გვაქვს: ოქტომბრის ყოველ შაბათს, ჩემს შვილებთან ერთად გავდივარ გარეთ, შემოდგომის ძღვენების მოსაგროვებლად. თუ ბავშვებს ხატვა მობეზრდებათ, ვთავაზობ ამ მასალებით სხვადასხვა ნივთების შექმნად.
პროცესი წარმოუდგენლად სასიამოვნოა: უბრალო გამხმარი ფოთლებით, წებოთი, ძაფებითა და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებით, გასაოცარი ნივთები მზადდება. ხელსაქმის დროს, ბავშვი ავითარებს თავის შემოქმედებით უნარსა და ფანტაზიას, ასევე, უფრო ახლოს ეცნობა გარე-სამყაროსაც. ჰერბარიუმების ნაკრები შესანიშნავი მიზეზია, ასწავლოთ ბავშვს ხეების სხვადასხვა სახეობის გარჩევა.
რა გავაკეთოთ შემოდგომის ფოთლებით
დღეს ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ შესანიშნავი იდეების ნაკრები, რათა შთაგაგონოთ საშემოდგომო ხელსაქმისთვის. ჩააცვით ბავშვებს თბილად და გაისეირნეთ სკვერში ან პარკში, თან შეაგროვეთ ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და წითელი მასალა შემოქმედებისთვის!
1. დასაწყისისთვის, მოამზადეთ ფოთლები მომდევნო საქმიანობისთვის. თუ ფოთლების სისწორე ნაკეთობისთვის აუცილებელი არაა, შეგიძლიათ, ისინი დიდი ზომის თასში ჩაალაგოთ და სუფთა ჰაერზე გააჩეროთ. ასე ისინი უფრო სწრაფად გახმება, ჰაერის ცირკულაცია კი ობის გაჩენის საშუალებას გამორიცხავს.
იდეალურად გლუვი ფოთლების მისაღებად, მოათავსეთ ისინი წიგნებში ან ალბომებში და დაადეთ სიმძიმე. მასალა სრულად რომ გამოშრეს და გამოსაყენებლად მზად იყოს, არანაკლებ 14 დღეა საჭირო.
ხოლო თუ დიდხანს ლოდინი არ გიყვართ, შეგიძლიათ სპეციალური ჰერბარული პრესი გამოიყენოთ. ამისთვის, ჩაალაგეთ მასში ფოთლები მონაცვლეობით, გაზეთის ფურცლებთან ან უვარგის ქაღალდებთან ერთად. რამდენიმე დღეში, მასალა უკვე მზად იქნება.
2. შეომდგომის ფოთლების დანართი – ყველაზე მარტივი ნაკეთობაა. სულ პატარა ბავშვთან ერთადაც შეძლებთ ფრინველების ან ცხოველების ფორმების მიღებას.
ხოლო ამ ვარიანტს ჩემს ვაჟს ვაჩვენებ. დარწმუნებული ვარ, თავადაც მოუნდება ასეთის გაკეთება.
3. ძალიან ეფექტურად გამოიყურება ნეკერჩხლის ფოთლებისგან დამზადებული ვარდებიც.
ნეკერჩხლის ფოთლებისგან კვირტების დასამზადებლად, აიღეთ ჯერ ერთი ფოთოლი და გადაკეცეთ ისე, რომ პრიალა მხარე გარედან დარჩეს. დაახვიეთ ფოთოლი მილისებრად და შემოახვიეთ დანარჩენებიც. გაგრძელეთ დახვევა, სანამ ყვავილი საკმარისად ლამაზი არ გამოვა. შემოახვიეთ კვირტის ქვედა ნაწილს ძაფი, რათა ყვავილი არ გაიშალოს.
ასე შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობის ყვავილის დამზადება და თაიგულად შეკვრა.
4. შემოდგომის მკვეთრი ფოთლებით შეიძლება ლამაზი გვირგვინის დაწნა ფანჯრების, კარებისა და კედლების მოსართავად. ასეთი დეკორი, მიწებებული შემოსასვლელ კარზე, ყველას საშემოდგომო განწყობას შეუქმნის.
5. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა.
6. ხოლო ასეთი სილამაზე თქვენს სახლს სილამაზესა და სიმყუდროვეს მიანიჭებს…
ასეთი ნაკეთობების დამზადება არამხოლოდ ფანტაზიას ავარჯიშებს, არამედ ოჯახსაც აახლოვებს, ამიტომ გირჩევთ, თქვენც სცადოთ მსგავსი საქმიანობა.