რით და რატომ უნდა ჩავანაცვლოთ დივანი მისაღებ ოთახში

ბევრი ჩვენგანისთვის, მისაღებ ოთახში დივანი ყველაზე აუცილებელი ავეჯია. რამდენად გონივრულია ამ საუკეთესო მეგობარზე უარის თქმა, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში დაეყრდნობით?

მოდით, ვიფიქროთ, რამდენად შეუცვლელია დივანი? სულ რამდენიმე ათწლეულის წინ, მაგალითად, შეუძლებელი იყო მისაღები ოთახის წარმოდგენა სერვანტის ან “სტენკის” გარეშე. ამიტომ, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რაც დღეისათვის ითვლება სწორად. მთავარი კომფორტის შეგრძნებაა. ცხოვრება ხომ ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ იგი მოუხერხებელი ნივთების გარემოცვაში გაატაროთ.

მოცულობითი დივანი, განიერი კუთხეებით, ძალიან დიდ ადგილს იკავებს და ვიზუალურად ფარავს სივრცეს, განსაკუთრებით კი პატარა ოთახებში. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გამოძვრეთ ამ ავეჯის გარეშე და გახადოთ ბინა მოდური და ფუნქციური.

თანამედროვე ავეჯი მისაღები ოთახისთვის

რამდენიმე მიზეზი დივნის ასაღებად

1. მოდური ტენდენცია

დივანი მისაღებ ოთახში – ეს კლასიკაა, თუმცა დიზაინრები სულ უფრო ხშირად გვირჩევენ მასზე უარის თქმას და უპირატესობას სხვა, უფრო მცირე ზომის ნივთებს ანიჭებენ. ეს ზოგავს ადგილს და ინტერიერში ორიგინალურობა შემოაქვს.

დივნის გარეშე სივრცე ვრცელი და მსუბუქი ხვდება, ახალი ფერებით იწყებს თამაშს. მაშინაც კი, თუ დივანს ორი სავარძლით ან კომფორტული პუფებით ჩაანაცვლებთ, გვერდიდან ეს გამოჩნდება, როგორც არასტანდარტული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს ბინას სხვების თვალში განსაკუთრებულს ხდის.

თუ დივნის გარეშე ვერაფერს გახდებით, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ წინ საშლელ კომპაქტურ დივნებს სრული მატრასით, რომელშიც არ შეგხვდებათ უხეში რკინები და სხვა დეტალები, რომლებიც აქამდე ყველას ზურგს ტკკენდა.

2. მისაღები აღმოსავლურ სტილში

ავეჯი აღმოსავლურ სტილში გამოირჩევა უბრალოებითა და ლაკონიურობით. აღმოსავლეთში სავარძლები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ჩაანაცვლა იატაკის ფუმფულა ბალიშებმა კვადრატული, ოვალური და ცილინდრული ფორმებით. დასასვენებელი ადგილი, თუ დივანს არ დადგამთ, შეიძლება იყოს კუთხე ხალიჩით, რომელზეც დაბალი, დეკორირებული მაგიდა დაიდგმება.

მისაღები შეგიძლიათ სრულ აღმოსავლურ სტილში გააფორმოთ, რადგან ამაში რთული არაფერია, მთავარია იცოდეთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ფერების სწორად შერჩევა – აღმოსავლურ ინტერიერებში ისინი ყოველთვის მკვეთრია. წითელი, ნარინჯისფერი, მაძღარი მწვანე – ეს ფერები აღმოსავლური ინტერიერის ხშირი საფუძველია.

3. პუფები

პუფები მარტივად ჩაანაცვლებს დივანს და მრავალი ხელსაყრელი თვისებაც აქვთ. ისინი მცირე ზომისაა, მარტივად გადააადგილებთ, არსებობს ყველა ფერის, ფორმისა და ზომის პუფი, ზოგავს ადგილს და შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს.

დღეს ავეჯის მწარმოებლები საწოლ-პუფებსაც გვთავაზობენ, რომლებიც, აუცილებლობისამებრ, საწოლად იშლება. ისინი ინტერიერს განსაკუთრებულ ელფერს შესძენენ და ორიგინალუ დეტალად იქცევიან, რომელიც სითბოსა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნის.

4. სავარძლები

მყუდრო და ლამაზი პუფები ყველას გემოვნებაში არ ჯდება. უფრო დახვეწილი და სერიოზული დიზაინის მომხრეებისთვის, დივანს სავარძლები ჩაანაცვლებს. ისინი კომფორტული საუბრის საშუალებას იძლევა. ადამიანთან კონტაქტის დამყარება ხომ გაცილებით მარტივია, თუ მის პირისპირ ზიხართ და თვალებში უყურებთ.

სავარძელი, ასევე, ნამდვილი მონაპოვარია მათთვის, ვისაც უყვარს დროდადრო სახლში ცვლილებების შემოტანა. მათი გადაადგილება ხომ მარტივია, თუ სიტუაცია ამას საჭიროებს.

კლასიკური ვარიანტია ორი ერთნაირი სავარძელი. ეკლექტიკურ ინტერიერებში გამოიყენება სხვადასხვა ფორმის მოდელები, თუმცა ისინი აუცილებლად უნდა იჯდეს ფერთა ერთ კატეგორიაში, ან ქსოვილი უნდა ჰქონდეთ იგივე, ან უბრალოდ ერთნაირად კარგად უნდა ერწყმოდეს ინტერიერის სხვა დეტალებს.

5. ოტომნები

თავიდან, ოტომანს უწოდებდნენ თურქულ სოფას, საზურგის გარეშე, მორთულს გობელენებითა და ჟაკარგით. სახელი ფრანგული სიტყვა ottomane-სგან მომდინარეობს, რაც ნიშნავს ოსმალებს (თურქებს) – ოსმალეთის იმპერიის მოსახლეობას.

ჩვენს დროში, ოტომნები არა ძირითადი დივანი, არამედ პუფია ფეხების დასასვენებლად ან ჩამოსაჯდომად, ან დამატებითი სოფა, რომელზეც წამოწოლა შეიძლება. ოტომანი, ჟურნალის მაგიდის სახით, არ ქმნის წვეტიან კუთხეებს, თუმცა საკმაოდ მკვრივიცაა საკვებითა და სასმლით სავსე სინების გასაძლებად.

ფეხების მოსასვენებელი სოფას როლს შეასრულებს სწორკუთხედი ან კვადრატული ოტომანი, 80×80 სმ ზომებით. დივანზე ჯდომისას, შეგიძლიათ ფეხები ოტომანზე დაალაგოთ და სასიამოვნო საღამო ასე გაატაროთ.

თუმცა ყველა დივანი რომ ერთნაირად პრაქტიკული არაა. არსებობს ისეთი ავეჯიც, რომელიც სივრცეს კი არ გვართმევს, პირიქით, ზოგავს კიდევაც. ამიტომ, დადგათ თუ არა მისაღებ ოთახში დივანი – მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.