როგორ დავზოგოთ ფული რემონტის დროს: 15-წლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორის რჩევები

ადამიანები სულ უფრო მეტად აფასებენ წყნარ და მშვიდ გარემოს, უბნებს. ხმაურიანი მეგაპოლისები, რომლებშიც ადამიანს მუდმივად სადღაც ეჩქარება, აგვიანებს, ყველგან მოსწრებას ცდილობს – უფრო ახალგაზრდების ხვედრია. ხანდაზმულ ადამიანებს ქალაქგარეთ ან გარეუბანში ცხოვრება ურჩევნიათ.

თუ ფული გაქვთ და გინდათ, ბინის ცხოვრებას დააღწიოთ თავი, შეგიძლიათ, იყიდოთ მიწის ნაკვეთი და ოცნების სახლი ააშენოთ. თუმცა, თქმა ძალიან მარტივია. ბევრი უშვებს შეცდომებს, რომელთა გამოც მშენებლობა რამდენიმე წელი გრძელდება, ხოლო შედეგი მოლოდინს არ ამართლებს.

ფული და დრო ტყუილად რომ არ დახარჯოთ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორის რჩევები მოისმინეთ. ალექსანდრე, ჩვენი სტატიის გმირი, უკვე 15 წელია, მშენებელია, და ამ დროის მანძილზე 500-ზე მეტი სახლი ააშენა. მან ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა ააგოთ ოცნების სახლი.

1. პირველ რიგში, სახლი თქვენთვის უნდა ააშენოთ

ადამიანების 90 % ვერ ხვდება, თუ როგორი სახლი სურთ. ზოგი დიზაინის შესაქმნელად სპეციალისტს მიმართავს, ვიღაც კი საკუთარ გემოვნებას ენდობა. მთავარი შეცდომა ისაა, რომ პირველ რიგში, ყველა ფასადზე ფიქრობს, თუმცა ჯერ ობიექტის პროექტით უნდა დაიწყონ.

„ვცდილობ, ადამიანებს რამდენიმე სართულიანი სახლის აშენება გადავაფიქრებინო. ეს ყველაფერი სისულელეა! ნორმალური სახლი ერთსართულიანი უნდა იყოს, ნულოვანი ბაზით. მთავარია, სახურავი მინიმუმ 1,5 მეტრის დაშორებით უნდა იყოს.

თქვენი სახლი თქვენს ბავშვებს არ დასჭირდება. ცხოვრება ისეთი ტემპით მიდის, რომ არავინ იცის, მომავალი თაობა სად აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ, საკუთარი თავისთვის უნდა ააშენოთ“ – ირწმუნება სპეციალისტი.

2. წვრილმანებზე ნუ იღელვებთ და იფიქრეთ ეკონომიაზე

ერთსართულიანი სახლის აშენება ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ. ასევე ათობით ათასი დოლარის დაზოგვას შეძლებთ. ასევე „მოდურ“ სპეციალისტებთან ძვირადღირებული დიზაინის შეკვეთა არ ღირს. საბოლოოდ ისე აღმოჩნდება, რომ სამშენებლო მაღაზიებში მისი შესაბამისი ფერის კრამიტის, ლამინატის ან სხვა საგანი არ აღმოჩნდება, ამიტომ იმის არჩევა მოგიწევთ, რაც აქვთ.

საკუთარ შესაძლებლობებს ზედმეტად ნუ შეაფასებთ. ზოგიერთი ვალს იღებს, მაგრამ საბოლოოდ მშენებლობა წინ არ მიიწევს. ფული საკმარისი არაა, ხოლო მშენებლობა წლები იწელება.

3. დაიქირავეთ პროფესიონალები

ჩვენი ხელოსნები მუდმივად იწუნებენ მანამდე შესრულებულ საქმეს. მოდიან მლესავები და ყველა არასასიამოვნო სიტყვით ამკობენ კალატოზებს, შემდეგ მოდიან ფილების დამგებნი და მლესავების შესრულებულ საქმეს იწუნებენ. ისინი უყურადღებოდ მუშაობენ. მთელი დღე მუშაობა არ სურთ და თან ფულსაც წინასწარ ითხოვენ ხოლმე.

გირჩევთ, ადამიანები მეგობრების რეკომენდაციით აიყვანოთ, რომლებიც მათი მუშაობით კმაყოფილნი დარჩნენ. ასე ხარისხის რაღაც გარანტია მაინც გექნებათ.

4. სწორად გათვალეთ გეგმა

პირველ რიგში, სახლი უნდა იყოს კომფორტული, შემდეგ – ლამაზი. ფასადს სტუმრებისა და ქუჩაში გამვლელებისთვის აშენებენ, ინტერიერს კი – მფლობელებისთვის.

ალექსანდრეს ჩვეულებრივი მაგალითი: „სამზარეულოს ფანჯრები ქუჩაში უნდა გამოდიოდეს. ასე დროს ხშირად შეამოწმებთ და კარიბჭესთან სტუმრების მოახლოებას ადვილად შეამჩნევთ. სამწვადე ადგილი იქ უნდა დადგათ, სადაც მზის ჩასვლის ყურებას შეძლებთ. მაყალის და სკამების მთელ ტერიტორიაზე გადატანას ხომ არ დაიწყებთ!“

5. საცურაო აუზი და მანქანის სადგომი ზედმეტი ფუფუნებაა

„ქალები, როგორც წესი, ქმრებს არწმუნებენ, რომ ოჯახს აუზი აუცილებლად სჭირდება. შედეგად, თავიდან მას ყოველდღე იყენებენ, ხოლო ერთ თვეში საერთოდ ავიწყდებათ. ფული უაზროდ არის დახარჯული. თანამედროვე ადამიანს აუზის ასავსებად დრო არ ყოფნის“ – ირწმუნება არქიტექტორი.

სპეციალისტს ავტოფარეხის შესახებ იგივე მოსაზრება აქვს: „მე ოთხი მაქვს და საბოლოოდ თითოეული ნაგვით არის სავსე. ასეთივე სიტუაცია აქვს ჩემს მეგობრებსაც. შეიმჩნევა, რომ ადამიანებს ავტოფარეხის დღეში რამდენჯერმე გაღება და დაკეტვა უბრალოდ ეზარებათ. ამასთან, ბევრ ადგილს იკავებს“.

ალექსანდრე აღიარებს, რომ მას ხშირად აკრიტიკებენ სახლების უტილიტარული სტილის გამო, რომელთაც თავად აშენებს. ის პასუხობს, რომ მას აქვს ამოცანა, პრაქტიკული და ხარისხიანი სახლი და არა ლამაზი სახლი ააშენოს.

თუ სახლის აშენების პროცესში ხართ ან სამომავლოდ ფიქრობთ ამაზე, არ დაივიწყოთ ალექსანდრეს რჩევები.