
სამზარეულოს ხელსახოცებს საკმაოდ რთული მისია აკისრიათ: ხან ამ ქსოვილით წმენდენ დაღვრილ ჩაის, ხანაც ცხიმიან საცხობ ფორმას იღებენ, ხელები რომ არ დაიწვან, ან უბრალოდ შოკოლადით სვრიან. ყველა ეს ლაქა მარტივად არ ირეცხება, განსაკუთრებით, თუ ხელსახოცები თეთრია. დღეს ჩვენ გაგანდობთ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ სამზარეულოს ხელსახოცებისა და სხვა, გახუნებული თეთრი ნივთების გაქათქათებაში.
როგორ გავათეთროთ პირსახოცები
იმისათვის, რომ თეთრმა ქსოვილმა სითეთრე შეინარჩუნოს, ისინი არ უნდა გარეცხოთ ფერად ნივთებთან ერთად და რეცხვისას მანქანის მაქსიმალური ტემპერატურული რეჟიმი აირჩიოთ.
სამზარეულოს ხელსახოცები – მძიმე შემთხვევაა, ისინი ყოველთვის ჩანს, სტუმრების წინაშე შერცხვენა კი არავის ურს. ახალ ხელსახოცებსა და ქათქათა სუფრებს ხომ ყოველ ჯერზე არ იყიდით? არაა საჭირო თავის მტვრევა ან დიდი რაოდენობით ფულის ხარჯვა ქიმწმენდაზე, აიღეთ დიდი ქვაბი და გამოხარშეთ ქსოვილები.
დაგჭირდებათ:
- 8 ლ მდუღარე წყალი
- 1/3 მათეთრებელი
- 1 გ აცეტილსაცილის მჟავა
1. აადუღეთ წყალი ღრმა ქვაბში, რომელიც არ დაგენანებათ ბინძური პირსახოცების გამოსახარშავად.
2. დაუმატეთ წყალს ნებისმიერი მათეთრებელი და 1 გ აცეტილსაცილის მჟავა – იგი ეფექტს გააძლიერებს. მჟავა ძალიან იაფად იყიდება ნებისმიერ აფთიაქში, ერთი შეკვრა კი 5 ასეთ რეცხვაზე გეყოფათ.
3. წყალი აქაფდება ქიმიური რეაქციის გამო, ამ დროს კი გამორთეთ ცეცხლი ქვაბქვეშ და ჩაალბეთ წყალში გასარეცხი ნივთები.
4. გააჩერეტ ქსოვილები ხსნარში მანამ, სანამ წყალი ოთახის ტემპერატურამდე არ გაგრილდება. შემდეგ დაწურეთ ქსოვილები ტრიალით, გაავლეთ და გარეცხეთ მანქანაში, ჩვეულებრივ რეჟიმზე.
გამოხარშვა – ძველი მეთოდია, რომლის დახმარებითაც ნივთებს ფულისა და დროის ზედმეტი ხარჯვის გარეშე გააქათქათებთ. ამ მეთოდის მოდერნიზებაც კია შესაძლებელი, თუ ან ელექტრო მიკროტალღური ღუმელი გაქვთ.
ამ შემთხვევაში, გაცილებით ნაკლები წყალი დაგჭირდებათ. მეთოდი უსაფრთხოა, რამდენადაც ხსნარით დაწვის რისკი მინიმალურია. ასე შეძლებთ როგორც ნივთების გაქათქათებას, ისე ფერადი ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანასაც.
დაგჭირდებათ:
- პოლიეთილენის პაკეტი
- სარეცხი საპონი
- 1 ლ მდუღარე წყალი
1. გასაპნეთ ნივთები ან გახსენით მათეთრებელი მდუღარე წყალში.
2. ქაფიანი ნივთები ფრთხილად ჩაალაგეთ პაკეტში, ოღონდ არ განასკვოთ.
3. მოათავსეთ პაკეტი მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით. შემდეგ ყველაფერი თბილი წყლით გარეცხეთ.
თქვენ გაქვთ განსაკუთრებული მეთოდი ქსოვილების გასათეთრებლად? გაგვიზიარეთ გამოცდილება.