15 იდეა, რომლებიც ყველაზე მყუდრო და მოდური სამზარეულოს მოწყობას შთაგაგონებთ

ჩვენი ქვეყნის სამზარეულოების უმეტესი ნაწილი საკმაოდ მცირე ზომისაა. ესაა პატარა სივრცე, რომელშიც თაგვიც ვერ მოაბრუნებს კუდს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიასახლისებს არ სურთ ამ ოთახის გარდასახვა. საბედნიეროდ, თანამედროვე დიზაინერებ გვთავაზობენ სამზარეულოს გარდასახვის უამრავ ვარიანტს. ჩვენ 15 ყველაზე ახალი და მოდური მათგანი შევაგროვეთ.

1. გრაფიტი და ოქრო

ესაა ულამაზესი სამზარეულო, რომელშიც უჩვეულოდ შეზლეს გრაფიტის უბრალოებისა და ოქროს ფუფუნების შერწყმა. დამატებითი დეტალის სახით, დიზაინერებმა კიდევ ერთი ფაქტურა – მარმარილო გამოიყენეს. მისი დაგება შეიძლება წინსაფრისა და იატაკის სახით.

2. ინდუსტრიული სტილი

თანამედროვე მოდური სამზარეულო ინდუსტრიული სტილის ელემენტებით, რომლებიც კარადების დიზაინსა და აგურის კედლებში გამოიხატება, მათანაბრებელი ღია დანამატებითა და კლასიკური, თანამედროვე სტილის ავეჯით სრულდება.

3. მყუდრო საკვები ზონა

ნათელი და ძალიან მყუდრო სამზარეულო, თეთრი კედლებით, ღია ნაცრისფერი კარადებით, მკვეთრი კერამიკული წინსაფრითა და მომხიბლავი საშლელი დივნით – ნამდვილი ჰარმონიაა.

4. გეომეტრიული მინიმალიზმი

სამზარეულოს სუპერთანამედროვე ინტერიერი, რომელიც გაფორმებულია მინიმალიზმის სტილში, ამ უკანასკნელის მთავარი ღირსება კი გეომეტრიული ფორმები და მკვეთრი თაროებია.

5. მკვეთრი ლოფტი

ჩვენი რედაქციის თანამშრომლებს ძალიან გვიყვარს ლოფტის სტილი. უბრალოდ შეხედეთ ამ ღია ტიპის სამზარეულოს, ნაცრისფერი ავეჯით, უხეში აგურის კედლით, მკვეთრი ფერის სკამებითა და ღია ფერის ხის დეტალებით.

6. აქცენტური ცენტრი

ეს ვიწრო სამზარეულო უბრალოდ ყვავის სწორად შერჩეული და განლაგებული აქცენტების დამსახურებით: შავ-თეთრი წვრილი ფილა, რომელიც იატაკიდან კედელზე გადადის, დიდი ჭაღი და ეფექტური თაროები.

7. ახალი კლასიკა

სამზარეულოს ლაკონიური ავეჯი ხისა და შუშისგან, მასიური მრგვალი მაგიდა, სასიამოვნო იასამნისფერი რბილი სკამები და ეფექტური ჭაღი – ეს ყველაფერი სამზარეულოს თანამედროვე კლასიკური ინტერიერის ბოლო ტენდენციებია.

8. ბურუსი

არასტანდარტული სამზარეულო, რომელშიც უჩვეულოდ ერწყმის ყავისფერი კარადები და ლურჯის სხვადასხვა ელფერები.

9. ელეგანტურობა

ჩაშენებული კარადების თეთრი, გლუვი ფასადები, წინსაფარი, ნაცრისფერში სტილიზებული მარმარილო, ლაკონიური სანათები და სასადილო ზონა, რომელიც ხის მაგიდითა და მტვრიანი ვარდისფერი სკამებითაა წარმოდგენილი, ელეგანტურობის ნამდვილი განხორციელებაა.

10. კონტრასტები

მოდური სამზარეულო, რომლის ინტერიერშიც დიზაინერებმა კონტრასტების პრინციპი გამოიყენეს. თეთრი ავეჯი ძალიან ეფექტურად გამოიყურება პრიალა, მუქი ყავისფერი წინსაფრის ფონზე.

11. ციცქნა სამზარეულო

პატარა სამზარეულო, გაფორმებული, ძირითადად, ნეიტრალურ კრემისფერში, შესანიშნავად ითავსებს კუთხის ცისფერ კარადებსა და მცირე ზომის ბარის მაგიდას.

12. ნათელი მხარე

ნათელი და ძალიან მყუდრო სამზარეულო პირობითადაა დაყოფილი ორ ნაწილად. ესენია: სამუშაო, პრიალა ავეჯით, და სასადილო, მრგვალი მაგიდითა და გამჭვირვალე სკამებით.

13. ლიმონის სიახლე

ესაა სტანდარტული მცირე ზომის სამზარეულო, თეთრი კედლებით, კლასიკური ხის კარადებითა და მრავალი წვრილმანი მკვეთრი დეტალით, რომლებსაც ლიმონის ფერი აქვს და მთელ სივრცეს აძლევს ტონს.

14. გრიფელის წინსაფარი

ჩვენი რედაქციის აზრით, გრიფელის წინსაფარი ყოველთვის კარგი აზრია, თუ ინტერიერში არაა საკმარისი ცოცალი და აქცენტური დეტალები.

15. ვარდისფერი პუდრი

დახვეწილი სამზარეულო, დახვეწილი კლასიკური, ვარდისფერი ავეჯით, ფაქტურული ნაცისფერი წინსაფრითა და კლასიკური თეთრი ფილებით კედლებზე.

რომელი ვარიანტი მოგეწონათ ყველაზე მეტად?