ბოლო ასწლეულის გიჟური გამოგონებები, რომლებიც დღემდე არ სარგებლოს პოპულარობით

გამოგონებები პროგრესის მამოძრავებელი ელემენტია. თუმცა, ბოლო ას წელში სამყაროში გაჩნდა გამოგონებები, რომელთა პრაქტიკულობაც სადაოა. ჩვენ ახლა გაგაცნობთ ტოპ-5 მოწყობილობას, რომლებიც კომედი შოუს ხუმრობას უფრო ჰგავს.

1. დოზატორი ტუალეტის ქაღალდისთვის . . . თავზე

იაპონელმა ექსცენტრიულმა ქალმა, კენძი კავაკამიმ გამოიგონა ტუალეტის ქაღალდის დოზატორი მათთვის, ვისაც ძლიერი ალერგია აწუხებს. ეს გამოგონება დღემდე არაა ფართოდ პოპულარული, თავისი ექსცენტრიული იერიდ გამო. ალერგიკების უმეტესობა შესანიშნავად უმკლავდება ჩანთაში ხელსახოცების ტარებას.

საინტერესო ფაქტი: სწორედ ამ გამომგონებელს ეკუთვნის სელფის ჯოხებიც, რომლებიც მსოფლიოში გაყიდვებით დღემდე საკმაოდ პოპულარულია.

2. მუნდშტუკი 20 სიგარეტისთვის

აშს-ში სექსუალური რევოლუციის პერიოდი მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში დაიყო. ცხარე მწეველებისთვის, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით ეწეოდნენ სიგარეტებს, როგორც სახლში, ისე სამსახურში, 1955 წელს მწარმოებლებმა 20-სიგარეტიანი მუნდშტუკი გამოიგონეს. მიზანი: რათა მწეველი არ მოცდეს სიგარეტის შესაცვლელად და ხარისხიანად იმუშაოს (და თითებზე სუნი რომ არ ჰქონდეს).

3. საბანი მათთვის, ვინც ხშირად აფუჭებს ჰაერს

ამერიკელები თვლიან, რომ ბედნიერი ქორწინება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მათ გამოიგონეს საბანი იმ წყვილებისთვის, რომელთაგანაც ერთ-ერთს გაზების სიჭარბე აწუხებს. მას ეწოდება “საბანი საუკეთესო ქორწინებისთვის”. თუმცაღა, მის შესაძენად არავინ მისულა მაღაზიაში, რამდენადაც ცოტას თუ შეუძლია იმის აღიარება, რომ ჰაერს რეგულარულად აფუჭებს.

4. თავის დასაბანი ნიღაბი, რომელიც მაკიაჟს იცავს

კიდევ ერთი გამოგონება ქალებისთვის, რომელიც 1940-იანი წლების აშშ-ში გაჩნდა. შხაპის მიღების დროს მაკიაჟის დასაცავად შექმნეს სპეციალური ნიღაბი, რომელიც ქალს თავის დაბანის საშუალებას აძლევდა, მაკიაჟის გაუფუჭებლად. ეს გამოგონება იმასთან იყო დაკავშირებული, რომ იმ წლებში კოსმეტიკა ძალიან ძვირი ღირდა. თუმცა, მალე სიტუაცია შეიცვალა, წამწამების ტუშის, ქუთუთოების ჩრდილებისა და ტონალური კრემის შეძენა უკვე ყველა ქალბატონს შეეძლო, ამიტომ გამოგონებას ფართო პოპულარობა არ მოუპოვებია.

5. მინი-საუნა სახლისთვის

ფინელებმა 1962 წელს მოიგონეს ასეთი პორტატული საუნა. თუმცა, აღნიშნულ მოწყობილობაზე მოთხოვნილება არ ყოფილა. ეს უჩვეულო საძილე ტომარა, რომელიც ხურდება, ჰაერს უკან აღარ უშვებს, რის შედეგადაც კანი ზიანდება. გამოგონება შორეულ თაროზე შემოდეს.

თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ნამდვილად ღირებული ნივთები შემატეს სამყაროს. ასეთია ქალბატონი, რომელმაც თანამედროვე დიასახლისებს ცხოვრება წარმოუდგენლად გაამარტივა.