
კაცობრიობა მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ზრუნავდა პირად ჰიგიენაზე. დაბინძურებული ნივთების რეგულარული წმენდაც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი იყო. ძველად, თეთრეულისა და ტანსაცმლის რეცხვას მთელ დღეს უთმობდნენ, რამდენადაც ამ საქმიანობას საკმაოდ დიდი ფიზიკური შრომა სჭირდება. თუმცა, თითქმის 170 წლის წინ, მთელი მსოფლიოს დიასახლისების ცხოვრება ოდნავ შემსუბუქდა. სწორედ მაშინ მოიგონეს აპარატი, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება არავის წარმოუდგენია. საუბარია სარეცხის მანქანაზე.
ძველ დროში, რეცხვის პროცესის გასამარტივებლად იყენებდნენ ყველაფერს, რაც ებადათ. თუმცა, საქმის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ხელით სრულდებოდა. ხელით რეცხვა – ეს, უპირველეს ყოვლისა, ხანგრძლივი ფიზიკური შრომაა, ხოლო მისი ხარისხი არამხოლოდ უნარებზე, არამედ მოთმინებაზეც იყო დამოკიდებული.
ქალები, როგორც ოჯახური კერის დამცველინი, ამ რთულ მოვალეობას უფრო ხშირად ასრულებდნენ, ვიდრე მამაკაცები. მაგალითად, მეზღვაურები თავიანთ ნივთებს თავად რეცხავდნენ. მართალია, ამაში მათ ერთგვარი მოწყობილობა ეხმარებოდათ: თოკზე მიმაგრებული ტანსაცმელი ეშვებოდა ზღვაში და წყლის დინება მის გავლებას შესანიშნავად უმკლავდებოდა.
ხმელეთზე სიტუაცია, რა თქმა უნდა, უფრო რთული იყო. იქ ხომ ტანსაცმლის დასვრაც უფრო მარტივი იყო, წყალი კი ყოველთვის არ იყო ხელმისაწვდომი. მრავალი საუკუნის განმავლობაში, ერთადერთი ხელმისაწვდომი მოწყობილობა, რომელიც რეცხვის პროცესს მეტ-ნაკლებად ამარტივებდა, იყო წიბოვანი დაფები. თუმცა, მათაც დიდი ძალისხმევვა სჭირდებოდა და არც ყველას ჰქონდა მისი შეძენის საშუალება.
რეცხვის ეს საკმაოდ რთული პირობები ოქროს ციებ-ცხელების დროს იყო პოპულარული. ამ დროს გამოჩნდნენ ჭკვიანი ქალები, რომლებიც სხვებს არამხოლოდ უმსუბუქებდნენ ყოფას, არამედ ამით ბევრ ფულსაც აკეთებდნენ.
ისე გამოვიდა, რომ სწორედ ოქროს ციებ-ცხელებას უნდა ვუმადლოდეთ სამყაროში პირველი ფასიან სამრეცხაოს დაარსებას – ეს 1851 წელს, კალიფორნიაში მოხდა. იქ უზარმაზარ მექანიკურ სარეცხ დანადგარს იყენებდნენ, რომელშიც ერთდროულად 15 პერანგი ეტეოდა. თუმცა, მას 10 შებმული ჯორი ამუშავებდა.
იმავე 1851 წელს, ჯეიმს კინგმა მიიღო პირველი პატენტი, თავის მიერ კონსტრუირებული სარეცხი დანადგრისთვის. მანქანას წარმოადგენდა ორი ცილინდრი, რომელთაგანაც ერთ-ერთი, დახვრეტილი, ბრუნავდა მეორეს შიგნით. ასე იქმნებოდა წყლისა და ტანსაცმლის საპირისპირო მოძრაობის ეფექტი. რა თქმა უნდა, კინგის სარეცხი მანქანა ხელით იმართებოდა, თუმცა მან ნამდვილი რევოლუცია გამოიწვია.
კინგის გამოგონების შემდეგ, სხვა ინჟინრებმა თავიანთი სარეცხი მოწყობილობების გამოგონება დაიწყეს. 1875 წელს კი უილიამ ბლექსტოუნმა დაიწყო სარეცხი მანქანების პირველი მასობრივი წარმოება.
სარეცხი მანქანების განვითარებაში ნამდვილი რევოლუცია კი 1908 წელს დაიწყო. როცა ამერიკენმა ალვა ფიშერმა შეძლო აგრეგატის არამხოლოდ სრულყოფა, არამედ რეცხვის პროცესის სრული მექანიზაციაც. თავისი გამოგონება მან აღჭურვა ელექტრული ძრავით. თუმცა, მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა: მანქანას ღია სამუშაო მექანიზმები ჰქონდა. თუმცა, ამან ვერ შეაჩერა ისინი, რომლებსაც, საბოლოოც, “გაუთავისუფლდათ ხელები” რეცხვის დროს.
ალვა ფიშერის გამოგონებაზე, სარეცხი მანქანების რევოლუცია არ დასრულებულა. თუმცა, ახლა, აგრეგატების პროექტირების დროს, უფრო სრულყოფილ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, ცდილობდნენ მანქანის ექსპლუატაციის ვადისა და უსაფრთხოების გაზრდას. გარდა ამისა, მწარმოებლებმა დიდი ყურადღება დიზაინსაც დაუთმეს.
სარეცხი მანქანების ისტორიაში შემდეგი პროგრესული ნაბიჯი 1949 წელს გადაიდგა. სწორედ მაშინ, ღირსეულ დიასახლისებს პირველ მანქანა-ავტომატები გაუჩნდათ. მათი გაჩენის შემდეგ, მანქანების ახალი ფუნქციები სულ უფრო იზრდებოდა. 1950-იან წლებში მოწყობილობაში პირველად ჩააშენეს დაწურვის ფუნქცია. 1990-იანებში კი გაჩნდა სარეცხი მანქანები, რომლებიც რეცხვის სრულ ავტომატურ ციკლს მომხმარებლის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა რეჟიმით ასრულებდა.
დღეს სარეცხი მანქანა თითქმის ყველა სახლშია. ამ ტექნიკის ასორტიმენტი ძალიან დიდია, მის მიერ შესრულებული პროცესისა და ფუნქციის რაოდენობა დღემდე იზრდება, ხოლო არსებული – მოდიფიცირდება.
ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ ჯერ კიდევ 50 წლის წინ, დღეისათვის ასეთი უმარტივესი პროცესი, როგორიც რეცხვაა, ფიზიკურად გამომფიტავი და შრომატევადი იყო.
ჰო მართლა, არ დაგავიწყდეთ, რომ თანამედროვე სარეცხის მანქანა, მექანიზმში არსებული პროლემების შესახებ, თავის ტაბლოზე დაწერილი კოდებით გატყობინებთ. გაიგეთ, რის თქმას ცდილობს სარეცხის მანქანა: შეცდომების კოდები.