15 მაგალითი, როცა დიზაინერებმა მართლა რაღაც ღირებული შექმნეს

ყველამ იცის, რომ დიზაინერები ცდილობენ, გამოიგონონ ყოვლისშემძლე ნივთები, რომლებიც ჩვენთვის ყოველდღიურობის გამარტივებას შეძლებენ. სიმართლე რომ ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში, მათ დიდი სისულელე გამოსდით ხოლმე, თუმცა, გვხვდება საკმაოდ საინტერესო და პრაქტიკული ეკზემპლარებიც. გთავაზობთ 15 მაგალითს, როცა დიზაინერებმა მართლა რაღაც ღირებული შექმნეს.

1. ამწე

ალბათ, ეს ყველაზე პოზიტიური ამწეა, რომელიც ოდესმე გინახავთ. ეს იმიტომ, რომ იგი ჟირაფის ფერებშია შეღებილი.

2. კატის სახლი

თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ძალიან, ძალიან გიყვარტ, უყიდეთ ეს ლუქს-კლასის მდიდრული “აპარტამენტები”. მრავალსართულიანი კონსტრუქცია, რომელიც ჯუნგლებს მოგაგონებთ, არამხოლოდ გასართობი თამაშების ადგილი, არამედ ბინის ინტერიერისთვის შესანიშნავი ავეჯი იქნება.

3. ბაღის ავეჯი

ლაკონიური ქუჩის ავეჯი, რომელსაც ხის ზედაპირები აქვს, მეტალის ფეხებზე დგას, რომლებსაც მასიური ჯაჭვი აქვს.

4. სარეკლამო აფიშა

კარატეს სკოლის მჭერმეტყველური აფიშა, რომელსაც გადატეხილი დაფის ფორმა აქვს – თითქოს გვანიშნებს, რომ სწორედ აქ გვასწავლიან ბრძოლასა და მსხვრევას.

5. შემრევი

ესაა უჩვეულო ულტრათანამედროვე შემრები, რომელსაც წყლის მრავალი ნაკადი აქვს და ერთობლივ დინებას აყალიბებს. ჩვენი აზრით, მომავალი დიზაინი სწორედ ასეთი უნდა იყოს.

6. შოკოლადის კურდღელი

ეს შოკოლადის საყვარელი ფიგურა ის შემთხვევაა, როცა შესანიშნავი გემო მოდურ დიზაინს ერწყმის.

7. ძირი

ესაა სპორტული ფეხსაცმლის საფირმო ძირი, რომელიც ავტომობილის საბურავის პროტექტორის ნახატს იმეორეს.

8. დამტენი ლენტა

ბეიჯის მკვეთრი ფერის სილიკონის ლენტა, რომელიც, რეალურად, დამტენი კაბელია თქვენი გაჯეტისთვის. ჩვენი რედაქციის აზრით, სწორედ ასეთი პატარა და პრაქტიკული გამოგონებებით მივიწევთ მომავლისკენ.

9. სატვირთო ლენტა

ტვირთის მიღების პროცესი აეროპორტში რულეტკის თამაშს ჰგავს და გასაკვირი არაა, რომ ერთ-ერთ აეროპორტში იგი ასე გააფორმეს.

10. ჭაღი

მოდური ჭაღი, რომელიც უზარმაზარ რეალისტურ მედუზას ჰგავს გრძელი, მანათობელი საცეცებით.

11. კარავი

ესაა კარავი გამჭვირვალე კედლებით – ორიგინალური გადაწყვეტილება მათთვისაა, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ბუნებაში ყოფნა. რა თქმა უნდა, ეს თავშესაფარი კონფიდენციალურობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ღამის ცით ტკბობის საშუალებას ნამდვილად მოგცემთ.

12. კარის სახელური

კინოფირის სახვევის ფორმის სახელური კინოთეატრის კარს ამშვენებს.

13. აბები

პატარა გულის ფორმის აბები იმისათვის, რომ მოხუცებს არ დაავიწყდეთ წამლის დანიშნულება.

14. კუთხის უნიტაზი

ამ უნიტაზის ავზი სპეციალურად იმისთვისაა ფორმირებული, რომ კუთხეში დადგათ.

15. თანამედროვე სკამი

ეს სკამი აღჭურვილია მზის ელემენტებით, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგიით მობილურის დატენვა შეიძლება.

თუმცა, არსებობს გამოგონებებიც, რომლებმაც პოპულარულობა არაპრაქტიკულობის გამო ვერ მოიპოვეს.