კიევში გაიხსნა ჰოსტელი, რომელიც მეტროს ძველი ვაგონებისგან შედგება

კიევში გაიხსნა სასტუმრო, რომელიც მეტროს ორ ძველ ვაგონში მოთავსებული და კომფორტული ცხოვრებისთვის სრულყოფილად აღჭურვილია. მას “Metro-Hostel” უწოდეს და კონსტანტინოვსკის ქუჩაზე, 71 ნომერში მოაწყვეს.

©nashkiev.ua

ორი ვაგონი გააერთიანეს და სახურავით გადაფარეს.

©nashkiev.ua

შიგნით ყველაფერი სრულყოფილად გადააკეთეს – ვაგონში უცვლელი დარჩა მხოლოდ წარწერა “ნუ მიეყრდნობით”, ყველა კარზე.

©Roman Naumov Phorography

ხოლო გარედან ვაგონი სრულიად ხელშეუხებელია.

©nashkiev.ua

ჰოსტელის მმართველის, ელენა ზაბროდკაიას თქმით, მათ მაქსიმალურად სცადეს ვაგონისთვის კომფორტულობის მინიჭება, ამიტომ მისთვის ძველი იერის შენარჩუნება შეუძლებელი იყო. ვაგონი დაყოფილია ოთახებად, თითოეული მათგანი კი 4 ადამიანამდე იტევს. გარდა ამისა, იქ დამონტაჟებულია საწოლები, კარადები, საშხაპეები, კონდიციონერები და შტეფსელები.

©nashkiev.ua

ჰოსტელში სულ რვა ნომერია, რომელთაგანაც თითოეული შესრულებულია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეტრო-სადგური მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში – ნიუ-იორკიდან შანხაიმდე.

©Roman Naumov Phorography

კორიდორი დახურული პლატფორმის სახითაა გაკეთებული, რომელსაც დამახასიათებელი გასაწევი კარები ამშვენებს.

©Roman Naumov Phorography

ვაგონები 2017 წელს, კიევის მეტროპოლიტენისგან შეიძინეს აუქციონზე. ჰოსტელის დიზაინი, რომელსაც თითქმის 2 წელი დასჭირდა, შეიმუშავა ებრაულმა არქიტექტურულმა სტუდია Oren M.A.Z Architects-მა.

©Roman Naumov Phorography

მოგწონთ იდეა? იქნებ, ბიზნესი დაგეწყოთ? 😉