
შემოდგომაზე, ზაფხულთან შედარებით, უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლში, რაც აუცილებლად გვაყენებს საშემოდგომო ხელსაქმით დაკავების გუნებაზე.
დღეს ჩვენმა რედაქციამ მოამზადა შესანიშნავ იდეათა ნაკრები, რომელშიც თავმოყრილია რკოსა და წაბლისგან დამზადებული ნაკეთობები. ეს ყველაფერი თქვენც და თქვენს შვილებსაც ძალიან მოეწონებათ!
ნაკეთობები წაბლისა და რკოსგან
1. წაბლისა და პლასტელინისგან მომზადებული ლოკოკინა – ყველაზე მარტივი ნაკეთობა ამ მასალებისგან.
დაგჭირდებათ: ფერადი პლასტელინი, 1-2 წაბლი და სამუშაო ხელსაწყოები.
2. რკოებისგან პატარა კაცუნების დამზადება გასართობი საქმიანობაა! ხელები და ფეხები კბილის ჩხირებით, ასანთის ღერებით ან წვრილი ტოტებით შეგიძლიათ გააკეთოთ. რკოს მარტივად გახვრეტთ ბიზით ან კბილის ჩხირით.
3. ასეთი კაცუნების გაკეთება წაბლისგანაც შეიძლება.
ცოტა ჭიამაიაც არ გვაწყენდა ცხოვრებაში.
4. წაბლით უამრავი სხვადასხვა ცხოველისა თუ ფიგურის დამზადება შეიძლება. ამ მასალასთან მუშაობისას შეიძლება როგორც თვითონ ნაყოფის, ისე მისი ეკლიანი კანის გამოყენებაც.
5. გარდა ამისა, გირჩებითა და რკოებით სახლის დეკორაციების ლამაზად მორთვა ან სულაც დამზადებაცაა შესაძლებელი.
6. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა.
7. თუ ცოტა ფანტაზიასაც ჩართავთ, უფრო რთულ და უჩვეულო ნაკეთობებსაც დაამზადებთ რკოსგან.
მაგალითად, ასეთი ციცქნა ბუები. თვალები, ნისკარტი და ფრთები შეგიძლიათ ქეჩის ან ფერადი ქაღალდისგან დაამზადოთ.
თქვენ გიყვართ ხელსაქმე? რას დაამზადებდით ამ მასალებით?