
სამზარეულო – დიასახლისის სახეა. სისუფთავის შენარჩუნება საყოფაცხოვრებო სამზარეულო ზედაპირებზე საკმაოდ მარტივია, თუ ეს უკანასკნელი გლუვი და სწორია.
თუმცა, რა მოვუხერხოთ ჭრილს ქურასა და ზედაპირს შორის, რათა ეს ადგილი ჭუჭყის საცავად არ იქცეს?
ზედაპირის გაზქურა
ქურების მწარმოებლები ტექნიკას აყოლებენ სპეციალურ ზღუდებს, რომელთა გამოც შეუძლებელია, ტექნიკის მჭიდროდ მიდგმა კარადებზე. ასე ჩნდება ჭრილი ქურასა და მაგიდის ზედაპირს შორის.
თუმცა, ეს ჭრილი მთლად უსარგებლო არაა – მისი დახმარებით, ახლოს მდგარი ავეჯი არ ხურდება. თუმცა, ამით დალაგება ნამდვილად არ მარტივდება.
ჭრილში შეიძლება მომზადების დროს ნებისმიერი რამ მოხვდეს: ბურღული, მტვერი, ცხიმის წვეთები თუ სხვა ჭუჭყი. საჭიროა ამასთან ბრძოლა.
რითი დავხუროთ ჭრილი ქურასა და მაგიდის ზედაპირს შორის
1. ალუმინის ან პლასტმასის საფარი
ეს საფარი სრულად ხურავს ჭრილს. ალუმინის პროდუქტის უპირატესობა ისაა, რომ არ ხურდება. ხოლო პლასტმასის – ესთეტიკურია. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, ამიტომ მარტივად შეუხამებთ მაგიდის ზედაპირს.
ასეთი დეტალი სამშენებლო მასალებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება. შეძენამდე საჭიროა ქურისა და ჭრილის გაზომვა, რათა მაღაზიაში მზა ციფრებით მიხვიდეტ.
2. რეზინის საფარი
ამ ჭრილის ნაკლებად ეფექტური, თუმცა ხელმისაწვდომი საშუალებაა რეზინის საფარი. იაფი, მარტივი, თუმცა არაესთერიკური მასალა შეიძლება გახურდეს.
ეს პროდუქტი პრობლემის დროებითი მოგვარებაა. მისი დამსახურებით, ქურა მაქსიმალურად მჭიდროდ მიიდგმება კარადებთან. ქურის გვერდითა ზედაპირი სისუფთავეს შეინარჩუნებს.
თუმცა, ხშირად, თავად ეს მასალაც იწოვს ჭუჭყს, რის გამოც აძვრობას იწყებს და შეცვლას მოითხოვს.
ჭრილების პრობლემა არ შეაწუხებთ დიასახლისებს, რომლებიც სამზარეულოში ჩასაშენებელ ტექნიკას გამოიყენებენ. ზედაპირში ჩაშენებული ქურა ამ პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.