17 ხელსაწყო, რომლებიც დიასახლისებს რუტინულ ყოველდღიურობას გაუხალისებს

ალბათ, იშვიათად თუ მოიძებნება დიასახლისი, რომელსაც სამზარეულოში ყოველდღიური ფუსფუსი უყვარს. საკვების მომზადება ხომ მალე რუტინაც იქცევა. თანამედროვე დიზაინრებმა იპოვეს საშუალება, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსს უფრო პროუქტიულსა და მხიარულს გახდის, უჩვეულო მოწყობილობების გამოყენებით.

1. დასაკეცი დაფა

მკვეთრი ფერის დასაკეცი დაფა, რომლის დახმარებითაც მარტივად მოათავსებთ ქვაბში ინგრედიენტებს ისე, რომ ძირს არაფერი დაცვივდეს.

2. თითების დამცავი

ესაა მცირე ზომის ფირფიტა, რომელიც სპეციალურად თითების დაცვისთვისაა. ჩვენი რედაქციის აზრით, ასეთი მოწყობილობა დაგეხმარებათ, სწრაფად დააქუცმაცოთ ნებისმიერი პროდუქტი, თითის გაჭრის გარეშე.

3. დამცავი ჩაჩი

მკვეთრი დამცავი ჩაჩი დაიცავს თქვენს ხელს ცხელი ზეთის შხეფებისგან – შესანიშნავი ხელსაწყოა მათთვის, ვისაც უყვარს მაღალ ცეცხლზე ან ფრიტურში შემწვარი საკვები.

4. თასიანი დაფა

საჭრელი დაფა აღჭურვილია სილიკონის თასით, რომელშიც შეგიძლიათ მოაგროვოთ ის, რაც დაჭერით.

5. საყოფაცხოვრებო ხელთათმანები

უნიკალური საყოფაცხოვრებო ხელთათმანი, საცეცებით, არამხოლოდ თქვენს ხელებს დაიცავს, არამედ ბოსტნეულსა და ჭურჭელს ღრუბლებისა და სხვა საშუალებების გარეშე გარეცხავს.

6. სამარილე და საწიწაკე

ეს ჭურჭელი პატარა თოვლის ბურთებს ჰგავს, რაც იმდენად საყვარლობაა, რომ სამზარეულოსთვის აუცილებლად უნდა შეიძინოთ.

7. მარწუხები ფრიტურისთვის 

პრაქტიკული და ძალიან მოსახერხებელი მარწუხების ერთ ნაწილს წარმოადგენს მრგვალი ბადე, რომელიც ზეთის ნარჩენებს უკან, ტაფაში ჩაუშვებს.

8. საზომი კოვზი

ამ კოვზს ჩაშენებული სასწორი აქვს, რომელიც უშეცდომოდ ზომავთ სითხის ან ფხვიერი პროდუქტის საჭირო რაოდენობას. ჩვენი რედაქციის აზრით, ასეთი კოვზი თანამედროვე საზომი ჭიქის შესანიშნავი შემცველი გახდება.

9. ორმაგი ჭურჭელი

ეს დიზაინერული ჭურჭელი მოიცავს მრგვალი, დიდი ზომის დოქსა და მასშივე მოთავსებულ უფრო მცირე ზომის ჭურჭელს, რომელიც ზეთისა და ძმრის შესანახავადაა განკუთვნილი.

10. ცომის ფორმებიანი საბრტყელებელი

ხის საბრტყელებელს დიდი ზომის ფორმები აქვს, რომლებიც ჩვეულებრივ ორცხობილებს ნამდვილი საკონდიტრო შედევრებად აქცევს.

11. ჯაგრისი ჭურჭლისთვის

მტკიცე ჯაგრისი დაგეხმარებათ სუფრის ხელსაწყოების გარეცხვაში, თუნდაც უკვე გამხმარი ნარჩენების მოშორებაში. ასეთი მოწყობილობა ბიუჯეტურ ჭურჭლის სარეცხ მანქანას ჰგავს, თუმცა ნებისმიერ ჭურჭელს ნამდვილად ვერ გარეცხავს.

12. დანა საზამთროსთვის

ესაა სპეციალური დანა, რომლის დახმარებითაც ორ თვლაში დაჭრით საზამთროს რბილობს ლამაზ კუბებად.

13. თავსახური

მკვეთრი სილიკონის თავსახური-საცობი სითხეს არ მისცემს ჭურჭლიდან გადმოსვლის საშუალებას, რაც თქვენი ქურის სისუფთავეს დაიცავს.

14. ტაფა ალადებისთვის

სპეციალური ტაფა მოგიმზადებთ ყველაზე პოზიტიურ ალადებს, რომლებიც მთელი ოჯახისთვის გაახალისებს საუზმეს.

15. კონტეინერი კბილის ჩხირებისთვის

შეინახეთ კბილის ჩხირები ასეთ საინტერესო კონტეინერში, პატარა, ცისფერი ვეშაპის ფორმით.

16. ჭურჭელი თაფლისთვის

ამ ჭურჭელს ფუტკრის ფორმა აქვს, ეს კი, ჩემი აზრით, ყველაზე საყვარელი მწერია, რომელიც ოდესმე გინახავთ.

17. კონტეინერი დასახარისხებლად

ხის საჭრელ დაფაში ჩაშენებულია კონტეინერები და სპეციალური ხვრელები, რომლებიც დაგეხმარებათ დაჭრილი ინგრედიენტების დახარისხებაში.

მეტი სასარგებლო საყოფაცხოვრებო გამოგონება იხილეთ აქ.