
მშობლები – ეს ადამიანები მუდმივად მზად არიან საკუთარი შვილის დახმარებისთვის. ისინი ნებისმიერ დროს დაგვიდგებიან გვერდში. თუმცა, დროის წინააღმდეგ ისინიც ვერაფერს ხდებიან და დგება მომენტი, როცა დახმარება უკვე თავად სჭირდებათ. დღეს ჩვენ სწორედ ერთ ასეთ ისტორიას მოგყვებით.
შონი და ჯინი ხელმომჭირნედ, თუმცა მეგობრულად და ბედნიერად ცხოვრობენ. მათი სამსაძინებლიანი სახლიდან ერთ-ერთს თავად იკავებენ, მეორეს – მათი ვაჟი და რძალი, ხოლო მესამეს – ქალიშვილი-სტუდენტი.
შონის მშობლები, ჯორჯი და ბონი, ყოველთვის ცალკე ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს დიდი ხანი აწუხებდა დემენცია, ბონი მას უვლიდა, ამიტომ სხვისი დახმარება არასდროს დასჭირვებიათ. თუმცა, ცოტა ხნის წინ ქალი სპეციალურ ეტლს მიეჯაჭვა, მენჯის პრობლემების გამო. ახლა ზრუნვა ორივესთვის აუცილებელი გახდა.
შონმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რადგან მშობლები თავისთან აუცილებლად უნდა გადაეყვანა საცხოვრებლად, თუმცა ადგილი არ ჰქონდა. მაშინ ცოლმა შესთავაზა მოხუცებისა და თავიანთი სახლების გაყიდვა და უფრო დიდი საცხოვრებლის შეძენა. მამაკაცმა შეისწავლა უძრავი ქონების ბაზარი თუმცა შესაფერისი ვარიანტი ვერ იპოვა.
ისღა დარჩენოდა, მოხუცები სპეციალურ თავშესაფარში გაეგზავნა, თუმცა შონს ამის გაფიქრებაც კი ზარავდა. მითუმეტეს, იქ მშობლებს სხვადასხვა ოთახებში გაამწესებდნენ, არადა ჯორჯსა და ბონის ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.
ჯინიმ გადაწყვიტა ბანკიდან კრედიტის აღება, ხოლო შონმა დაიწყო გეგმის შემუშავება, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოსვლაში უკიდურესი ზომების მიღების გარეშე დაეხმარებოდა. სახლის სარდაფში მოწყობილი იყო დასასვენებელი ოთახი ბილიარდის მაგიდით. შონმა გადაწყვიტა, იგი საცხოვრებელ ოთახად ექცია.
მამაკაცმა საკუთარი ხელებით დაათბო ფართი, მოაწყო იქ შხაპი, ტუალეტი და პატარა სამზარეულოც კი. საბოლოო ჯამში მიიღო სრულყოფილი ოთახი მშობლებისთვის, რომლის დანახვისასაც ჯორჯმა და ბონიმ ცრემლები ვერ შეიკავეს.