
ყველა მშობელი დამეთანხმება, რომ ბავშვის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. საბედნიეროდ, არსებობს ასობით კრეატიული ეშმაკობა, რომლებიც მშობლის ტვირთს ერთი-ორად ამცირებს.
ხანდახან, ბავშვები უარს ამბობენ ჭამაზე, დროდადრო წამლების მიღებასაც აპროტესტებენ. ჩვენი დღევანდელი ნაკრები დაგეხმარებათ ამ და იმ სხვა მრავალი პრობლემის გადაწყვეტაში, რომლებსაც, დამიჯერეთ, ყოველდღიურად ვაწყდებით.
1. როცა პატარები უკომპრომისო უარს აცხადებენ თხევადი წამლის მიღებაზე, გაზიანი სასმლის ქილა დაგეხმარებათ, რადგან ამ საქმეში მთავარი მიწოდებაა.
2. ბავშვები ხშირად ჩხუბობენ, რაც მანქანაში ყველაზე მეტად დამღლელია. მუყაოს ტიხრები ზავის დადებაში დაეხმარებათ… დროებით მაინც.
3. რა ჯობია მასაჟს დამღლელი დღის ბოლოს? ზოგმა მშობელმა ისწავლა საკუთარი შვილის “ექსპლუატაცია”.
4. მძიმე როკის არც ერთი კონცერტი არ ჩაივლის თავის ხარისხიანი ქნევის გარეშე. სწორედ ამიტომ, ბავშვი საიმედოდ უნდა დაიმაგროთ.
5. ნახატი ბავშვს ფეხსაცმლის სწორად ჩაცმაში დაეხმარება.
6. დაიცავით ბავშვის უსაფრთხოება შტეფსელებში ასეთი დამცავების დამაგრებით.
7. ბავშვი ვერ შეგიშლით ხელს რემონტის დროს, თუ მისი მოძრაობის არეალს შემოსაზღვრავთ.
8. ნუ გადააგდებთ ძველ საწოლს – მისგან შესანიშნავ სამუშაო მაგიდას მიიღებთ.
9. დამალეთ ტკბილეული ჯანსაღი საკვების პაკეტებში – თქვენი ტკბილჭამია მათ ვერასდროს იპოვის.
10. ჩაყარეთ ხელთათმანში ბურღული ან მარცვლეული და დაადეთ პატარას ზურგზე – მას უფრო დიდხანს ეძინება!
11. ბავშვი სიამოვნებით დაგეხმარებათ დალაგებაში, თუ პროცესში თამაშის ელემენტებს ჩართავთ.
12. მამის დახმარებით, ბავშვის ფოტოსესია დაბრკოლებების გარეშე ჩაივლის.
13. მონსტრების საწინააღმდეგო სპრეი თქვენს პატარას ღამით თავდაჯერებულობას შემატებს.
14. ზეწარი ბავშვს არამხოლოდ მზის სხივებისგან, არამედ კოღოებისგანაც დაიცავს.
15. ასეთი ზეწარი ბავშვს ქვიშის ჭამისგან შორს დაიჭერს.
16. თუ ბავშვი რამეს დაიშავებს, გაყინული ზეფირი გამოიყენეთ – იგი ყინულზე უფრო თბილი და რბილია.
17. ასეთი რამ ცოტა ხნით მაინც დაიცავს შპალერებს შელამაზებისგან.
18. სოდითა და წყლით მარტივად შეძლებთ კანიდან ხიწვების ამოღებას.
19. ზოგიერთი მშობელი ბავშვების გასაკონტროლებლად საიდუმლო ფანჯრებს ასე ამონტაჟებს.
ეს ეშმაკობები მშობლებისთვის ნამდვილი შვებაა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ხრიკები მხოლოდ ყოველდღიურობის გამარტივებას ემსახურება, ბავშვთან დროის გატარება და მისი სწორად აღზრდა კი თქვენი მოვალეობაა.