
სახლი არის სითბოს, ბედნიერების, ზრუნვისა და ურთიერთგაგების ადგილი. ადგილი, სადაც ვისვენებთ სამსახურისგან და აღვიდგენთ ძალებს. სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია იგივეს თქმა საკუთარ სახლზე. თუ სახლში თავს კომფორტულად არ გრძნობთ და ყოველ საღამოს იქ დაბრუნება არ გსურთ, უნდა გაერკვეთ, რატომ. მაშინ შეძლებთ თქვენს სახლში ბედნიერების დაბრუნებას.
საშინაო სიმყუდროვე
ანა ვალენტინოვა კირიანოვა ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და მწერალია. იგი ყვება, თუ რა შეიძლება იყოს სახლში არასასიამოვნო ვითარების მიზეზი. ანნა ვალენტინოვნა დარწმუნებულია, რომ იმის გამო, რომ სახლში სიმყუდროვე არ არის, ადამიანები უფრო ხშირად ჩხუბობენ, ხშირად ეს ფინანსურ პრობლემებამდე მიდის. ორი მიზეზი, რის გამოც თავი არასასიამოვნოდ შეიძლება ვიგრძნოთ, ეს არის ნეგატიური ადამიანები და ნეგატიური ნივთები სახლში.
ნეგატიური ადამიანები სახლში
ხშირად სტუმრების ვიზიტის შემდეგ ოჯახში უთანხმოება ხდება. ეს შეიძლება მოხდეს არასაყვარელი დედამთილის ან უკმაყოფილო სიდედრის, ჭორიკანა მეგობრის ან უბრალოდ მეგობრის გამო. ხალხი, რომლებსაც ჩვენს სახლში ვეპატიჟებით, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, აფასებენ სახლში არსებულ სიტუაციას, გვაძლევენ რჩევებს. ასე ისინი დიდხანს ტოვებენ კვალს ჩვენს სულში, რაც ყოველთვის პოზიტიური არ არის. ამიტომ, უმჯობესია ასეთ ადამიანებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდეთ. ზაფხულში შეგიძლიათ მათთან ერთად პარკში გაისეირნოთ, შემოდგომაზე კი ფინჯან კაკაოსთან ერთად ისაუბროთ.
სახლსა და მის მცხოვრებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ნეგატივი ზღურბლს მიღმა უნდა დატოვოთ. შეურაცხყოფა ან ხმის აწევაც არ არის საჭირო. ასე ჩვენ გარშემო ნეგატიურ აურას ვქმნით და ახლობლებისთვის გამაღიზიანებელ ადამიანებად ვიქცევით. თითოეულ ოჯახს საშინაო კომფორტის განსხვავებული სიმბოლო აქვს: მოსიყვარულე ქმარი, ფუმფულა კატა, რბილი ფლოსტები, მაგრამ აქ ჩხუბისთვის ნამდვილად არ არის ადგილი.
ნეგატიური ნივთები სახლში
ნივთები, რომლებიც სახლში გვაქვს, საკუთარ ენერგიას ატარებს. პოზიტიურია თუ არა ესა თუ ის ნივთი, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. თქვენ შესაძლოა არც კი შეგეპაროთ ეჭვი იმაში, თუ რომელი ელემენტები ქმნის დისკომფორტს თავიდანვე. მიმოიხედეთ გარშემო: თუ სახლში არის ნივთები, რომლებიც თქვენში უსიამოვნო მოგონებებს იწვევს, თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ასოცირდება ან უბრალოდ არ მოგწონთ, – მათგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ.
სახლში არ არის ადგილი იმ ადამიანების ფოტოებისთვის ან საჩუქრებისთვის, ვისაც არ ენდობით და ვის მიმართაც არ გაქვთ თბილი გრძნობები. გარდაცვლილი ნათესავების საგნებიც არ უნდა იდოს თვალსაჩინო ადგილას, თუ ეს ნივთები თვენთვის ძვირფასია, როგორც მოგონება, უმჯობესია ისინი აგარაკზე გადაიტანოთ. მწუხარება დაუძლეველი გრძნობაა, რომელიც ახლო ადამიანის დაკარგვიდან რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა სასოწარკვეთაში გადაიზარდოს.
სახლში ყველაფერმა მხოლოდ დადებითი ემოციები უნდა გამოიწვიოს: ახალი ფარდები, ბავშვების ნახატები, საყვარელი ვაზა. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია დავისვენოთ რუტინული საქმეებისგან, აღვიდგინოთ ძალები და განვიტვირთოთ, როდესაც სახლში თავს დაცულად ვიგრძნობთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისა და საგნების გარემოცვაში.
იმისთვის, რომ სახლი მუდამ მყუდრო იყოს, მთელმა ოჯახმა უნდა ჩადოს ძალისხმევა. სახლში წასვლისას იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გაამხიარულოთ დაღლილი ქმარი, გაახაროთ პატარა ბავშვი ან მიუტანოთ რაღაც გემრიელი თქვენს კატას, რადგან ჩვენ თავადვე ვქმნით საშინაო სიმყუდროვეს.
როდესაც სახლში ერთმანეთზე ზრუნვა და ურთიერთგაგება სუფევს, იქ ნეგატივის ადგილი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაღლილი, გაბრაზებული ან განაწყენებული ხართ. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც თბილ სახლში ბრუნდებით, სადაც თქვენი მისვლა უხარიათ, ოჯახური ბედნიერებისა და ახლობელი ადამიანების სიკეთის წინაშე ყველა პრობლემა ქრება.