
მე ხშირად დავდივარ სტუმრად და ხშირად მიჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს სახლების დიზაინებს უბრალოდ აკოპირებენ. ინტერნეტი სავსეა დიზაინური იდეებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ყოფაცხოვრებაში და სახლს ერთგვარ უნიკალურ ატმოსფეროს უქმნის, თუმცა, ცხოვრებაში მათ ძალიან ცოტა თუ იყენებს…
დიზაინერული ხრიკები, რომლებსაც დღეს ამ მასალაში წარმოგიდგენთ, დაგეხმარებათ სივრცის ეკონომიასა და თქვენი სახლის თითოეული კვადრატული მეტრის სასარგებლოდ გამოყენებაში. იქნება ეს კარის საკიდები, უჩვეულო ნიჟრები თუ განსაკუთრებული თასები შინაური ცხოველებისთვის – თუ პრაქტიკული არა, უკიდურესად ორიგინალური იდები მაინცაა.
მაშ ასე, გთავაზობთ საუკეთესო ხრიკებს ყოფაცხოვრების გასაუმჯობესებლად და სახლში კომფორტის ახალ დონეზე ასაყვანად.
1. დამატებითი თარო სამზარეულოს ნივთებისთვის, მაგიდის ქვეშ, რომელიც უპრობლემოდ იხსნება.
2. ასეთი ნიჟარა მთლიანად მოხსნის ჭურჭლის საშრობის საჭიროებას.
3. დამჭერი თაროების წყალობით, სრულყოფილ ბაღს სახლშიც გააშენებთ.
4. ასეთი თაროს აკეცვა და შენახვა წამებში შეიძლება.
5. საჭრელი დაფებისთვის უფრო მოსახერხებელ ადგილს ვერც მოიფიქრებდით.
6. საშრობი და ფეხსაცმლის თარო ერთდროულად.
7. შტეფსელების დამალვა კარადის ქვეშაც შეიძლება.
8. რა არის ძაღლების საწოლზე უფრო საყვარელი?
9. საპირფარეშოც იმსახურებს საკუთარ დიზაინს.
10. ვინ იფიქრებდა, რომ ამ სარკის უკან საუთოვებელი დაფა მოთავსდებოდა?
11. მოძრავი საკიდების თარო უნიკალური დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ.
12. თქვენ ჯერ კიდევ ერ იყენებთ კარს მაქსიმალურად?
13. თუ მშვიდი ოთხფეხა მეგობარი გყავთ, ასეთ იდეას თავისუფლად განახორციელებთ.
14. გამოსაწევი საჭრელი დაფა, რომელსაც სპეციალური ხვრელი აქვს ნარჩენებისთვის – რა უნდა იყოს ამაზე მოსახერხებელი?
15. კერვის ოსტატებს მოეწონებათ…
16. ასე საშრობი ნახევარ ოთახს აღარ დაიკავებს.
17. მომზადების დასრულების შემდეგ, ნაგვის პარკს ელვის სისწრაფით მოაშორებთ სამზარეულოდან.
18. სანელებლების თაროები სააბაზანოსთვისაც გამოგადგებათ.
19. პუფი ფეხსაცმელების შესანახავად – არ თქვათ, რომ ამ ნივთების შენახვა თქვენი ყოველდღიური პრობლემაც არაა.
20. ეს თარო – ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვისაც სახლიდან უწევს კომპიუტერთან მუშაობა.
21. ყველაზე პატარა სან.კვანძშიც კი შეიძლება იმ ყველაფრის მოთავსება, რაც გჭირდებათ.
22. გზა მიეცით ფეხსაცმლის დიაგონალურ თაროებს.
23. კვერცხის ცარიელი კონტეინერი წვრილმანებისა და ბიჟუტერიის შესანახავად გამოიყენეთ.
ამ იდეებიდან თქვენ რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად? მე ძალიან მინდა გამოსაწევი საჭრელი დაფა – საჭმლის მომზადება ორმაგად უფრო სასიამოვნო პროცესად მექცევა…