
მენი პაკიაო – დღეისათვის ერთადერთი მოკრივეა, რომელმაც შეძლო მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო კრივში, 8 სხვადასხვა წონით კატეგორიაში. ამ დიდებულმა სპორტსმენმა შეძლო მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა, საყოველთაო პოპულარობის გზაზე.
მენის სასარგებლოდ უნდა ვთქვათ, რომ გამდიდრებულ მოკრივეს არ დავიწყებია, სად დაიბადა და რამდენად რთული ბავშვობა გამოიარა.
ოდესღაც, პატარა მენის ერთი მუჭა ბრინჯიც კი არ ჰქონდა სადილზე. თუმცა, მისმა მტკიცე ხასიათმა და მისწრაფებამ, უბრალო ფილიპინელი ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.
პაკიაო 12 წლის იყო, როცა სკოლის მიტოვება მოუხდა, რათა საოჯახო საცხობსი ემუშავა, გაეყიდა ფუნთუშები და ოჯახი ერჩინა. სწორედ მაშინ დაიწყო კრივით გატაცება.
მენის პირველი მწვრთნელი მისი ბიძა გახდა. მამაკაცი იხსენებს, თუ რამდენად ჯიუტი და მტკიცე იყო მისი მოწაფე. პაკიაპ ყოველდღე 4 საათზე იღვიძებდა სარბენად. “ვარჯიშის დაწყებიდან 6 თვეში მივხვდი, რომ იგი ჩემპიონად იზრდებოდა.” – ამბობს ბიძია.
ასეც მოხდა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ მენის ახსოვდა, თუ რამდენად რთული იყო მის სამშობლოში თავის გატანა ადამიანებისთვის. ორთაბრძოლისთვის ერთ-ერთი პირველი საზღაური მან თავის მშობლიურ დასახლებაში არსებული ღარიბი მოსახლეობისთვის სახლების აშენებას დაახარჯა.
თუმცა, მოკრივე ამაზე არ შეჩერებულა. დღეს პაკმან ვილიჯი (ასე უწოდეს რაიონს, რომელიც პაკიაოს მიერ გაღებული ფულით აშენდა) ათას ადამიანს იტევს.
მენის ძალიან უნდა, რომ ახალგაზრდა თაობები დაკავდნენ სპორტით, ამიტომ პაკმან ვილიჯში უამრავი ღია და დახურული სპორტული მოედანია. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება მრავალფუნქციური ცენტრი და საზოგადოებრივი პარკი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ პაკიაო თავისი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოქალაქეა. ზოგადად, გასაკვირი არაა, რომ იგი პოლიტიკაში აღმოჩნდა და კონგრესზე არჩევნებიც მოიგო.
მენი ამბობს: “როცა მეკითხებიან, თუ რა გავაკეთე ქვეყნისთვის სახელმწიფო მოსამსახურის როლში, მე ჩუმად ვარ და მაკრიტიკებენ. როცა ვაჩვენებ, რა გავაკეთე – მაინც მაკრიტიკებენ. ცხოვრება ასეთია…”
ნამდვილად, სხვისი გაკრიტიკება დივნიდან ძალიან მარტივია… რთულია სახლების აშენება ღარიბებისთვის ან მათი სხვაგვარად დახმარება…