
ფრანგულ ქალაქ ლუვიეში, რომელიც ნორმანდიის ჩრდილოეთითაა გაშენებული, 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. გზამკვლევების მიხედვით, ლუვიე, პირველ რიგში, ცნობილია თავისი საქსოვი ქარხნებით. თუმცა, ტურისტებს აქ ეს ქარხნები როდი იზიდავს.
ქალაქის ერთ-ერთ მშვიდ ქუჩაზე დგას გასაოცარი მოზაიკური შენობა, რომლის კედელიც, თითქოს-და, ათასობით ნიჟრისგან, კერამიკული ნარჩენებისა და მოზაიკური დეტალებისგანაა აშენებული. ტურისტები ამ შენობას დამსხვრეული ჭურჭლის სახლს უწოდებენ და ათასობით მათგანი ყოველდღიურად სტუმრობს ლუვიეს, რათა ხელოვნების ეს ძეგლი იხილოს.
სახლი უკიდურესად ექსტრავაგანტულად გამოიყურება. მისი სახურავიდან, გამვლელებს გაოცებით, შიშითა და სიხარულით თავს დაჰყურებს ათობით კერამიკული ფიგურა.
კედლები მჭიდროდაა დაფარული თეფშებისა და ჯამების ნამსხვრევებით. ნიჟრების ფიგურებს შორის კი გვხვდება ნამდვილი, თითქოს ლუვიეში ჯადოსნურად გადმოტანილი ზღვის ნიჟრები.
დამსხვრეული ჭურჭლის სახლი შიგნიდანაც არანაკლებ გასაოცარია. ამ უჩვეულო შენობის მფლობელებმა ყველანაირად სცადეს, რომ სახლის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი ნამსხვრევებისა და ნიჟრებისგან აეწყოთ. ბილიკები, სკამები და ფანჩატურიც კი ამ მასალებითაა შემკული.
დაბადებულიბევრი ფიქრობს, რომ ეს იდუმალი სახლი თანამედროვე ხელოვნების რომელიმე გენიოსის აზროვნების ნაყოფია. თუმცა, ადამიანი, რომელმაც ეს შენობა შექმნა, მაღალი კულტურის სამყაროსგან ძალიან შორს იყო. 1908 წელს რობერტ ვასერი ჩვეულებრივი მერძევე გახლდათ.
1952 წელს, მამაკაცმა გადაწყვიტა, სამზარეულოს ბეტონის ნიჟარა ხელნაკეთი მოზაიკით შეემკო. მასალად ვასერმა ნიჟრები და დამსხვრეული ჭურჭლის ნატეხები აიღო. მოყვარულ მოზაიკოსს მუშაობის პროცესი მოეწონა და შედეგმა ფრანგი მამაკაცის ცოლიც აღაფრთოვანა.
როცა ნიჟრის მორთვა დაასრულა, ვასერი მთელ სამზარეულოზე გადავიდა. როცა ადგილი აქაც დასრულდა, დერეფნისა და სხვა ოთახების დრო მოვიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც შენობის შიდა კედლები მთლიანად მოზაიკამ დაფარა, რობერტის შემოქმედებამ ადგილი სახლის ფარგლებ გარეთ, მთელ ეზოში ჰპოვა.
დაუოკებელმა ფრანგმა ძაღლის ბუნაგიც კი ჭურჭლის ნამსხვრევებით მორთო. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ აქ მაცხოვრებელ გერმანულ ნაგას ბუნაგი ძალიანაც მოსწონს.
სახლისა და ეზოს მოპირკეთებას ვასერმა მთელი ცხოვრება მოანდომა. ცოლი მას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. მოგვიანებით კი ესტაფეტა შვილებმა და შვილიშვილებმა გადაიბარეს.
თვითონ რობერტი უკვე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, თუმცა მისი მემკვიდრეები აქტიურად აგრძელებენ წინაპრის შემოქმედებით ექსპერიმენტებს.
ვასერის ოჯახი მასალების უკმარისობას არასდროს განიცდიდა. წლების განმავლობაში, ვასერების მეზობლები შეეგუვნენ იმას, რომ, თუ სახლში თეფში ან თასი გატყდებოდა, ნარჩენები უბრალოდ რობერტთან და მის ცოლთან უნდა მიეტანათ.
დროთა განმავლობაში, დამსხვრეული ჭურჭლის სახლი მთელმა ქალაქმა გაიცნო, ვასერებისთვის ნამსხვრევების მიმტან მოხალისეთა რაოდენობაც გაათმაგდა.
ტურისტები, რომლებიც დღეს ლუვიეში ჩადიან, აუცილებლად მიდიან ფოტოების გადასაღებად, ამ სახლის ფონზე. განსაკუთრებით მამაცები კი სახლის კარზეც აკაკუნებენ, მეპატრონესთან გასაუბრების მიზნით.
ქვემოთ დართულ ვიდეოში ამ საინტერესო სახლს უფრო მეტი ასპექტით დაინახავთ. ხოლო მათთვის, ვისაც ამ სახლის პირადად ნახვა სურს, მისამართსაც დავურთავთ: 80 rue du Bal-Champetre, 27400 Louviers, South of Rouen.