5 თბილი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ადამიანები უსახლკაროებს ზამთრის გადატანაში

უსახლკაროთა პრობლემა, სამწუხაროდ, ჩვენს დროში ძალიან აქტუალურია. მისი ასე უბრალოდ გადაწყვეტა შეუძლებელია. მხოლოდ სახლების აშენება და შპალერის შერჩევა საკმარისი არაა.

ადამიანები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან უსახლკარო თანამოქალაქეებს, აარსებენ მოხალისეობრივ ორგანიზაციებს. და სწორედ ზამთარია ყველაზე რთული დრო – ქუჩაში სიცივისგან ბევრი ადამიანი იღუპება. ჩვენ კი რამდენიმე თბილი ისტორია მოვაგროვეთ.

ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ ეხმარება უსახლკარო ადამიანებს სხვადასხვა დაწესებულებები.

ეკლესია

უზარმაზარ სან-ფრანცისკოში უსახლკაროთა პრობლემას მასშტაბური ეპიდემიის სახე აქვს. მას ვერ უმკლავდება მრავალრიცხოვანი თავშესაფრებიც და უამრავი ადამიანის დახმარებაც კი არაა საკმარისი.

ორგანიზაცია The Gubbio Project-მა დახმარება ორ ეკლესიას სთხოვა: წმინდა ბონიფაცესა და აპოსტოლ იოანეს ეკლესიებს, რათა შენობებში უსახლკაროები დაებინავებინათ.

ახლა იქ 200-მდე ადამიანი ათევს ღამეს ყოველდღიურად. ასევე, ისინი იქ მცირე საკვებსა და გარკვეულ მომსახურებასაც იღებენ. ღვთისმსახურები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ.

Hilton

Raise the Roof Hull Homeless Project – ესაა ბრიტანული პროექტი, რომელიც უსახლკაროებს მთელი გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში ეხმარება. შობაზე მათ სასტუმროს ნომრები და საჭმლის ფული ათობით ადამიანს გადაუხადეს სასტუმრო Royal Hotel Hull-ში.

თუმცა, სასტუმრომ მალევე გაწყვიტა შეთანხმება, მიზეზის დასახელების გარეშე. პროექტის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ საქმე უსახლკაროთა დისკრიმინაციაშია. თითქოს, მათ სასტუმროს რეპუტაციის შელახვა შეუძლიათ.

საბედნიეროდ, ამის შესახებ Hilton-ის კორპორაციის წარმომადგენლებმა გაიგეს.შობა დრისთვის, მათ ეს ადამიანები თავიანთ სასტუმროებში დააბინავეს.

Amazon

არც ისე დიდი ხნის წინ, პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა გადაწყვიტა, აქტიური მონაწილეობა მიეღო საქველმოქმედო პროექტებში. შემოდგომაზე მან ძალიან დიდი თანხა გაიღო სხვადასხვა მოხალისეობრივი ორგანიზაციისთვის.

ხოლო მოგვიანებით, მან განაცხადა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის, Bezos Day One Fund-ის დაარსების შესახებ. იგი თანამშრომლობს საქველმოქმედო და მოხალისეობრივ არაკომერციულ ორგანიზაციებთან. პირველ ეტაპზე, ამაზონის დამფუძნებელმა ფონდში 2 მლრდ დოლარი ჩადო.

საფრანგეთი

1998 წელს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიონელ ჟოსპენმა ახალი საშობაო ტრადიცია შემოიღო. მან გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხაზინიდან გარკვეული რაოდენობის თანხა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის გამოყოფილიყო.

მიღებული თანხის რაოდენობა ოჯახის მდგომარეობაზეა დამოკიდებული – რაც მეტი წევრია მასში, მით მეტია გამოყოფილი თანხაც. არავითარი რიგი და ცნობა, რადგან პროცესი სრულად ავტომატიზებულია. ადამიანები ფულს უბრალოდ თავიანთ ბარათებზე იღებენ.

ტრადიცია დღემდე გრძელდება. 19 დეკემბერს საფრანგეთის სახელმწიფომ ამისთვის 500 მილიონამდე დოლარი გამოყო. ფული 2 მილიონზე მეტმა ფრანგმა მიიღო, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ.

IKEA

თუმცა, ზამთარში დახმარება მხოლოდ ადამიანებს კი არა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც სჭირდებათ. დამდგარი ყინვების შემდეგ, სიცილიის კუნძულზე, ქალაქ კატანიის IKEA-ს ადგილობრივმა ფილიალმა უსახლკარო ძაღლების დახმარება გადაწყვიტა.

მათ უბრალოდ შეუშვეს ცხოველები მაღაზიაში, მათ კი დიდი სიამოვნებით მოიძიეს თბილი ადგილები უზარმაზარ შოურუმებში. გარდა ამისა, თანამშრომლები ცუგებს დროდადრო კვებავდნენ.

მომხმარებლებმა იმდენად დადებითად შეაფასეს კომპანიის ეს ნაბიჯი, რომ ზოგიერთმა მათგანმა უსახლკარო ძაღლი სახლშიც წაიყვანა მეგობრად.

რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონებშიც მოქმედებს უამრავი ორგანიზაცია, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ შეჭირვებულების დახმარებას. თუმცა, სერიოზული ფინანსური დახმარების გარეშე, ნებისმიერი ძალისხმევა მხოლოდ ზღვაში წვეთი იქნება. საბოლოო ჯამში, მათი საქმიანობა მხოლოდ სიმბოლურია, რამაც სხვებიც უნდა შთააგონოს კეთილი საქმეების საკეთებლად. ამის დიდი იმედი მაქვს…