უიმედოდ დაძველებული ნივთები, რომლებიც სახლიდან დიდი ხნის წინ უნდა მოგეშორებინათ

ჩვენს დროში ჩარჩენილია ნივთები, რომლებიც საერთოდ აღარ გვჭირდება. გაფუჭებული ტექნიკა, რომლის შეკეთებაც მუდმივად გვავიწყდება, გამხმარი კოსმეტიკა თუ მოსაწვევების დასტა – შემგროვებლის სინდრომი ყველა ჩვენგანშია, სხვადასხვა ხარისხით.

ალბათ, თქვენს სახლშიც ასობით ნივთი იმტვერება, რომელთა გადაგდებისას სინდისმა არ უნდა შეგაწუხოთ. სამწუხაროდ, ხშირად, ადამიანები სიმდიდრედ თვლიან უსარგებლო ხარახურას, რომელიც სახლში წლების მანძილზე გროვდება.

მავთულიანი ნათურები

მთელი მსოფლიო თანდათან გადადის ენერგოეფექტურ ნათურებზე და თუ თქვენს ჭაღებზე დღემდე მავთულიანი ნათურებია, შეცვალეთ და ელექტროენერგიასაც დაზოგავთ.

სამზარეულოს პლასტმასის ჭურჭელი

რატომ უნდა გაავსოთ ბინა პლასტმასის ათკაციანი ჭურჭლის ნაკრებით, თანაც მაშინ, როცა მას, საუკეთესო შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ იყენებთ? იგივე ეხება ისეთ მოწყობილობებს, რომლებიც გაუგებარ ფუნქციას ასრულებს, და ჩინურ სხვადასხვა სერვიზს. მოიშორეთ ისინი თავიდან.

ძველი საშხაპე კაბინა

ოდესღაც, პლასტმასის საშხაპე კაბინა ნებისმიერი დიასახლისის ოცნება იყო, თუმცა ახლა დიდების მწვერვალზე იატაკზე მიმაგრებული შუშის კაბინები.

სუვენირები

ამ პუნქტში არ იგულისხმება რამდენიმე უწყინარი მაგნიტი მაცივარზე, თუმცა, როცა ამ გამოუსადეგარი ნივთებით მთელი თარო და კარადაა სავსე, ამას რაღაც უნდა მოუხერხოთ.

ვადაგასული საკვები

თუ გაგიმართლათ და ძვირადღირებული ტრუფელის ზეთი შეიძინეთ, ნუ დაზოგავთ მას. იგი ნამდვილად არ გახდება უფრო გემრიელი, თუ ვადა გაუვა.

ტანსაცმლის საშრობი

ეს მოუხერხებელი საშრობები თანდათან ბარდება ისტორიას, რადგან ახლა დიასახლისის ცხოვრებას საშრობი მანქანები ამარტივებს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაკრები ნამდვილად ამართლებს თავის ფასს, რამდენადაც იგი რამდენჯერმე უფრო სწრაფად აშრობს ტანსაცმელს და ნაკლებ ადგილსაც იკავებს. ასევე, ცხელი ჰაერის დახმარებით, იგი დაკუჭულ ნივთებსაც ასწორებს.

ძველი მოწყობილობები

იქნება ეს ანტენიანი მობილური ტელეფონი, მპ3-ფლეერი აგურის ფორმიმთ, თუ ორკილოგრამიანი ფოტოაპარატი – ძველი მოწყობილობები ანტიკვარს არ განეკუთვნება. დიდი ალბათობით, ამ მოწყობილობების ფუნქციის უმეტესობა თქვენს სმარტფონშია და რატომ აგროვებთ სახლში ასეთ ნივთებს?

გაპარტახებული კარადები

როგორი მოსახერხებელიც რ უნდა იყოს განიერი კარადები, გარდერობის კარადა გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს და უფრო სასიამოვნოდაც გამომიყურება.

კომპიუტერის მაგიდა

უზარმაზარი კომპიუტერები მხოლოდ გეიმერებსა და მონტაჟისტებს თუ დასჭირდებათ, ჩვეულებრივი მომხმარებლები კი დიდი ხნის წინ გადავიდნენ ნოუთბუქებზე. თუ კომპიუტერის მაგიდაზე Windows XP-იზე დაფუძნებული დინოზავრი არ გიდევთ, მოიშორეთ ხის უფუნქციო დაფები სახლიდან.

ძველი კოსმეტიკა

თუ კოსმეტიკა წლების განმავლობაში გამოუყენებლად დევს, ესე იგი, მასთან გამომშვიდობების დროა. ამ პროდუქტს აქვს თავისი ვარგისიანობის ვადა, ამიტომ იფიქრეთ საკუთარ კანსა და თმაზე და გადაყარეთ ტუბებში გამხმარი მიკრობების კოლონიები.

ძველი წიგნები, რომელთა ხელახლა გადაკითხვაც არ გსურთ, ჩააბარეთ ბიბლიოთეკაში ან მაკულატურაში. თქვენთვის უსარგებლო ნივთები კი მიიტანეთ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში. რაც შეეხება ნაგავს, წაიღეთ ნაგავსაყრელზე ან გამოიყენეთ ახალი დანიშნულებით.