თუ ყვავილები გადასაყრელად გენანებათ: როგორ დავაფესვიანოთ თაიუგულის ვარდი

beautiful bouquet of red roses

ვარდები ლამაზად ყვავის, თუმცა სწრაფადვე ჭკნება. მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, შეგიძლიათ თაიგულის ვარდები დააფესვიანოთ.

თაიგულები, როგორც წესი, შედგება იშვიათი, ლამაზი სახეობებისგან, რომლებსაც რთულად თუ იპოვით ბაზარზე ან ყვავილების მაღაზიაში.

ამიტომ, შეგიძლიათ ვარდის დაფესვიანება თავად სცადოთ, რათა ამის შემდეგ იგი ყოველ წელს ყვაოდეს თქვენს აივანზე, ფანჯრის რაფაზე თუ ეზოში.

როგორ დავაფესვიანოთ ვარდი

რდაფესვიანების პროცედურის ჩატარება სასურველია გაზაფხულზე ან ზაფხულის პირველ ნახევარში. რაც მთავარია, ვარდი ახალი უნდა იყოს და მისი დაფესვიანებაც მაშინ დაიწყოთ, როგორც კი გაჩუქებენ.

აირჩიეთ ყველაზე სქელღეროიანი ვარდი, რომლის შუა ნაწილსაც 3 კვირტი მაინც ექნება. შერჩეულ ვარდს ბასრი დანით, 45°-იანი კუთხით მოაჭერით  ღეროს ქვედა ნაწილი, სულ ბოლო კვირტის ქვემოთ. ზედა ნაწილი გადაჭერით ზედა კვირტიდან 2 სმ-თი მაღლა.

ქვედა უსწორმასწორო ჭრილი გაჭერით ჯვარედინად და ოდნავ დააშორეთ ერთმანეთს (დაახლოებით 6 მმ). მოაშორეთ ღეროს ამ ნაწილს ყველა ფოთოლი.

გახსენით ჭიქა წყალში 1 ჩ.კ. თაფლი და გააჩერეთ მასში მომზადებული კალამი მთელი ღამით. კალმის ზედა ნაწილი ამოავლეთ სანთლის მდნარ ცვილში, რათა სითხის აორთქლება მინიმუმამდე დაიყვანოთ.

შემდეგ ჩარგეთ კალამი მომზადებულ ნიადაგში. უმჯობესია, იგი ქოთანსი არ ჩარგოთ სწორად – ოდნავ დახარეთ. ჩაუშვით მიწაში იმდენად ღრმად, რომ ზემოთ ღეროს მხოლოდ მესამე, ზედა კვირტი დარჩეს.

დაახურეთ ქოთანში ჩარგულ კალამს გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი. პირველი თვის განმავლობაში, ყოველდრე მორწყეთ მიწა მსუბუქად, ბოთლის გარშემო, ამ პროცედურის შემდეგ კი მოხსენით ბოთლი და წყალი კალამსაც შეაშხეფეთ. ზუსტად ისე, როგორც ნამდვილ სათბურში.

როცა ღეროზე პირველი ფოთოლი გაჩნდება, ბოთლი მოხსენით. მას შემდეგ, მორწყეთ უფრო იშვიათად. 1 წელიწადში, როცა ვარდი გაძლიერდება, გადარგეთ ქოთნიდან ბაღში.

თაიგულიდან ვარდის გადასარგავად შეგიძლიათ ზრდის სტიმულატორების გამოყენებაც. მაგალითად, კალმის ნიადაგში დარგვისას შეგიძლიათ იგი ყვავილების მაღაზიაში ნაყიდ ჰეტეროაუქსინში ან სხვა ნივთიერებაში ამოავლოთ.

თვითონ ნიადაგში გლიოკლადინის მოთავსებაც შეიძლება. ზრდის პერიოდში კი შეაშხეფეთ ვარდს არამხოლოდ წყალი, არამედ ფიტოსპორინის ხსნარიც.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, იხილეთ ვიდეო: