ამერიკელმა მამაკაცმა ააშენა სახლი, რომლითაც არამხოლოდ ხმელეთზე, არამედ წყალშიც მოგზაურობს

ბორბლებიანი პატარა სახლით უკვე ვეღარავის გააოცებთ, რადგან მწარმოებლები და უბრალოდ მოხერხებული ადამიანები n-რაოდენობით მოდელს ქმნიან, რომლებიც ვარგისია როგორც მოგზაურობისთვის, ისე მუდმივი ცხოვრებისთვისაც. თუმცა, ერთი ამერიკელი მამაკაცი უფრო შორს წავიდა და ააშენა თავისი მახასიათებლებით უნიკალური მობილური აპარტამენტები Heidi-Ho, რომელთაც ერთადაც სამოგზაუროდ წასვლა არამხოლოდ ხმელეთზე, არამედ წყალშიც შეიძლება.

ადამიანები უკვე შეეგუვნენ ბორბლებიან პატარა სახლებს, რომლებიც მოგზაურობის დროს ცალკეული სასტუმროს ნომრებისა და სრულყოფილი საცხოვრებლების არაჩვეულებრივი ალტერნატივა გახდა. ხოლო სახლი, რომელიც არამხოლოდ გზაზე დადის, არამედ წყალზეც ცურავს, ნამდვილად პირველად შეგვხვდა.

როგორც ჩვენი რედაქციისთვის გახდა ცნობილი, ასეთი არაორდინალური კემპერი შექმნა სკოტ კრონკმა. მოგზაურობის დიდი მოყვარული ყოველ წელს მიემგზავრებოდა მეგობრებთან, ჩრდილოეთ კალიფორნიაში, შვებულების გასატარებლად. რამდენადაც გზა ძალიან დიდ დროს მოითხოვდა (ტბა სონომას შემოვლა იყო საჭირო), მამაკაცმა ცხოვრების გამარტივება და გზის დამოკლება გადაწყვიტა.

გამომგონებელმა კრონკმა უბრალოდ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა Ice Castle Fish House-ისა და მართვადი ბრტყელძირიანი ნავის შეერთებით. თავის უნივერსალურ შვილობილს მამაკაცმა Heidi-Ho უწოდა და ინტერნეტში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა – ასეთი კემპერი ხომ გაცილებით პრაქტიკული და სამომავლოდ მოთხოვნადი იქნება.

სკოტ კრონკმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ამ მობილური აპარტამენტების დამოუკიდებლად შექმნა. იდეა ძალიან მარტივი აღმოჩნდა. პირველ რიგში, უნდა შეიძინოთ პონტონი (ბრტყელძირიანი ნავი), მამაკაცმა თავისი სახლისთვის შეიძინა მოდელი, რომლის სიგანეც დარეგულირებადია. აღნიშნული ტრანსპორტის სიგრძე 9.1 მ-ს შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური სიგანე – 3.5 მ (წყალში ყოფნისას).

მართვადი პონტონის გემბანი, სტანდარტული კომპლექტაციითა და 115 ც.ძ.-ს მქონე Suzuki-ს ძრავით, მამაკაცმა თავად ააწყო, რათა მისი 2.6 მ-მდე შევიწროვება ყოფილიყო შესაძლებელი. ეს იდეა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, რადგან ამ სიგანის კონსტრუქციის მოთავსება მანქანაზე მისაბმელით თავისუფლად შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დამატებითი ნებართვების აღება დასჭირდებოდა.

კომფორტული კაიუტისთვის, წყალში ყოფნის დროს, სკოტმა ააშენა პატარა სახლი, რომლის გამოყენება დამოუკიდებლადაც შეიძლება – იგი სრულყოფილი მობილური ბაზაა Ice Castle Fish House-ის თევზმჭერთათვის. ერთღერძიანი ბორბლიანი სახლები სპორტული თევზაობის მოყვარულთათვის შემუშავდა, ავტორმაც სწორედ ასეთი მოდელი აიღო საწყისად, რადგან იგი საუკეთესო პირობებს ქმნის წყალზე მოგზაურობისთვის.

მის ფასადს მინაპლასტიკის იზოლაციის მქონე ალუმინის საიდინგი აქვს, რომელსაც შესანიშნავი ყინვა- და წყალგამძლე მახასიათებლები აქვს. სახლი შიგნიდანაც კომფორტული და ტევადია. მასში სრულყოფილად აღჭურვილი სამზარეულო (ნიჟარა, მაცივარი, გაზქურა და ღუმელი), სამუშაო ზონა, კარადები და შესანახავი ტუმბოებია.

გვერდით ბიოტუალეტით მოწყობილი სან.კვანძია. მისაღებ-სასადილოში დგას მაგიდა და ორი სკამი, რომლებიც ღამით ორადგილიან საწოლად ტრანსფორმირდება. თუ მოგზაურობას სამი ადამიანი აპირებს, აქ კიდევ ერთი დასაწევი საწოლია, რომელიც ჭერის ქვეშ, სასადილო ზონის თავზე საიმედოდაა მიმაგრებული.

რამდენადაც ბორბლებიანი სახლი კაიუტის ფუნქციასაც ისრულებს, სკოტმა კემპერის უკანა ნაწილზე გასახსნელი კონსტრუქცია მიამაგრა.

სახლის წყლით უზრუნველსაყოფაც, მამაკაცმა სასმელი წყლისა და ნარჩენების შემგროვებელი ავზები დაამონტაჟა. მიუხედავად იმისა, რომ წყალზე მცურავ სახლს 175-ვატიანი მზის ელემენტი აქვს, ეს საკმარისი არაა მისი სითბოთი უზრუნველსაყოფად, ამიტომ მან დამატებითი პროპანის ბალონი დაამონტაჟა, რომელიც მიეწოდება როგორც გაზის გამათბობელს, ისე ქურასაც.

რამდენადაც Ice Castle Fish House-ის კომპლექტაციაში საშხაპე არ შედის, მამაკაცმა იგი პირდაპირ გემბანზე დაამონტაჟა და მხოლოდ წყალგაუმტარი ქსოვილით შემოღობა. ხოლო თუ მდინარეში ან ტბაში ბანაობა მოუნდება, კემპერზე სპეციალური კიბეცაა დამაგრებული, ამოსასვლელად.

მუშაობის დასრულების შემდეგ, მობილური კაიუტა იდეალურ ადგილად იქცა, ხმელეთსა თუ წყალზე მოგზაურობისთვის, რადგან კრონკს ჩრდილოეთ კალიფორნიამდე მისაღწევად ავტოსტრადაზე მოძრაობაც და უზარმაზარი ტბის გადალახვაც მოუხდება.

აღსანიშნავია, რომ კრონკი იმდენად გაიტაცა რეკონსტრუქციამ და ექსპერიმენტებმა, რომ ახლა თავის ჰაიდი-ჰოს ყიდის და რაღაც ახლის გაკეთებას აპირებს. სანამ გაუყიდია, მას მოგზაურებზე თვეში 300 დოლარად აქირავებს.