როგორ დავუბრუნოთ ფანჯრის რაფებს პირველადი სიქათქათე, მასალის დაუზიანებლად

ფანჯრის თეთრი რაფა ყველანაირად კარგია, გარდა იმისა, რომ დროთა განმავლობაში, ასევე, რეგულარული განიავების გამო, თანდათან იფარებს მტვრისა და ჭუჭყის ფენებით. არავის უნდა, ყოველდღე უყუროს დაბინძურებულ ზედაპირს, ამიტომ შეიარაღდით ჩვენი რჩევებით, რომლებიც ფანჯრის რაფებს ოპერატიულად დაუბრუნებს პირველად სიქათქათეს.

1. საყოფაცხოვრებო საპონი

ყველაზე მარტივი და, ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. ამ საპონში ტუტის მაღალი შემცველობის გამო, იგი მარტივად უმკლავდება ჩამჯდარ ჭუჭყს. გარდა ამისა, საპონი შესანიშნავად უმკლავდება ცხიმსაც.

2. ნამიანი ხელსახოცები კომპიუტერული ტექნიკისთვის

ეს ხელსახოცები შესანიშნავად აცილებს მტვერს, ცხიმს, ჭუჭყსა და ჩამჯდარ ლაქებს ფანჯრის რაფიდან. აღნიშნული მეთოდის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ გარდა უბრალო მოწმენდისა, არაფრის კეთება არაა საჭირო.

3. ცარცი და კბილის ფხვნილი

დროა, უფრო “ბირთვულ” საშუალებებზე გადავიდეთ. დააფქვიეთ ცარცი და შეურიეთ იგი კბილის ფხვნილს. მიღებულ მასას დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. წარმოქმნილი ფაფა მოათავსეთ რაფაზე, აცადეთ გაშრობა, ამის შემდეგ კი გადაწმინდეთ ნამიანი ხელსახოცით.

4. საკვები სოდა

არ არსებობს სახლში ისეთი დაბინძურება, რომელთან გამკლავებაშიც სოდა არ დაგეხმარებათ. უმჯობესია, იგი თანაბარი პროპორციით შეურიოთ სარეცხ ფხვნილს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოთ რაფის გასაქმენდად. ასევე, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. მასა რაფას სველი ღღუბლით უნდა წაუსვათ და შემდეგ სუფთა ტილოთი გადაწმინდოთ.

5. სუფრის ძმარი

კიდევ ერთი, წლებით გამოცდილი საშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა დაიხმაროთ დალაგების დროს. პირველ რიგში, სუფრის ძმრის გამოყენება რეკომენდებულია ცხიმიანი ლაქების, ჟანგის კვალისა და ჩაჯდარი ლაქების საწინააღმდეგოდ. გამოყენებამდე ნივთიერება წყალში 1:1 პროპორციით უნდა გააზავოთ. სითხე გააჩერეთ რაფაზე 15 წუთით და შემდეგ გადაწმინდეთ.

6. წყალბადის ზეჟანგი

შეგიძლიათ, წყალბადის ზეჟანგიც სცადოთ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს არც ისე ეფექტური საშუალებაა, ძმრისა და სოდისგან განსხვავებით.

7. მელამინის ღრუბელი

დაბოლოს, ფანჯრის რაფის გაქათქათებაში მელამინის ღრუბელიც დაგეხმაებათ. გამოიყენეთ იგი მხოლოდ ყველაზე მყარი და ძველი ლაქების წინააღმდეგ. მოხმარებამდე ღრუბელი აუცილებლად ჩაალბეთ წყალში. ასევე, საკმაოდ დიდი ფიზიკური ძალისხმევა დაგჭირდებათ პროცესში, თუმცა, დადებით შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

იხილეთ სხვა ხრიკები დალაგების გასამარტივებლად სტატიაში: 12 ეშმაკობა მათთვის, ვისაც დალაგების დრო არ აქვს, ან უბრალოდ ეზარება.