სწრაფად და პანიკის გარეშე: როგორ შევაკეთოთ დაზიანებული მილი დამოუკიდებლად

სახლის მფლობელთა უმეტესობას, გასაგები მიზეზების გამო, არასდროს უფიქრია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მათ სახლში წყლის რომელიმე მილი დაზიანდეს. უმეტესობა იტყვის, რომ მსგავს სიტუაციაში სპეციალისტი უნდა გამოვიძახოთ. მართალიცაა, თუმცა, რაღაცის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეგვიძლია.

მილის დაზიანების დროს პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – უნდა გადაკეტოთ კომუნიკაციის წყარო. ამ მოქმედების გარეშე საერთოდ არაფერი გამოგივათ, გარდა დატბორილი მეზობლებისა და დაზიანებული ავეჯისა. როცა წყალი გადაკეტილი იქნება, შეგიძლათ სიტუაციის გამოსწორებას შეუდგეთ დამოუკიდებლად. ვარიანტები სერიოზულადაა დამოკიდებული მილის დაზიანების მასშტაბზე.

პირველი და ყველაზე მარტივი საშუალებაა ბანალური თვითმჭრელის გამოყენება, რომელიც უნდა ჩახრახნოთ ბზარის ადგილას და შეაჩეროთ წყლის ჟონვა. რა თქმა უნდა, აღნიშნული მეთოდიკა ყელა სახის მილზე არ მოქმედებს და ეფექტურია მხოლოდ მცირე ზომის დაზიანებებთან. უმჯობესია, კონსტრუქციას პაკლიანი ჭანჭიკიც დაუმატოთ.

მეორე საშუალებაა სპეციალური ხამუთის გამოყენება, რომელიც დაზიანებას გადაფარავს. აღნიშნული მეთოდიკის უპირატესობა ისაა, რომ საშუალებას გაძლევთ, მილის სერიოზული დაზიანებაც დაფაროთ. კარგი იქნება, თუ ოჯახში თქვენი მილების შესაფერისი ხამუთები გექნებათ. როგორც წესი, ეს ნაკეთობა მეტალისაა.

მესამე ვარიანტი, რომელიც მეორეს ცოტათი ჰგავს, არის სპეციალური მეტალიზებული სკოჩის გამოყენება. გამოყენებამდე რეკომენდებულია დაზიანების ადგილისა და გარშემო მონაკვეთების გაწმენდა. სკოჩი განსაკუთრებით კარგად მუშაობს საფენებთან ერთად.

დაბოლოს, კარგი იქნება, თუ სახლში “საგანგებო წებო” გექნებათ. აღნიშნული სუბსტანცია მარტივად გამოყენებადია და სულ რამდენიმე წუთში მოახდენს მნიშვნელოვანი დაზიანებების იზოლირებას. სპეციალური “აქტივატორის” ხარჯზე, წებო ფაქტობრივად მომენტალურად შრება.