თუ ხის იატაკი გაქვთ: როგორ მოვიშოროთ ხის ჭრაჭუნის ხმა

ხე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, თბილი და ინტიმური მასალაა სახლის ინტერიერის მოსაპირკეთებლად. ყველაზე ხშირად, ხეს იყენებენ იატაკის დასაგებად. სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ხის იატაკი იწყებს უსიამოვნო ჭრაჭუნის ხმის გამოცემას. როგორ უნდა მოიქცეს სახლის მფლობელი ამ სიტუაციაში?

პირველი, რაც უნდა გაიგოთ – ესაა ჭრაჭუნის მიზეზი. ხშირ შემთხვევაში, ეს დფების დეფორმაციის ბრალია. ამ მიზეზის გამო, არ აქვს მნიშვნელობა იატაკის სიძველეს. ასეთი რამ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. შედეგად, ჭრაჭუნის ხმა მუდმივად ხვდება ჩვენს ყურებს და აღიზიანებს გარშემომყოფებს. ჭრაჭუნის კიდევ ერთი მიზეზია დაფების დაბზარვა. ნაკლებად პოპულარული მიზეზი კი სოკოსა და ობის გაჩენაა. როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციებში?

შენიშნვა: ზოგ შემთხვევაში, იატაკმა ხმაური დაგებისთანავე შეიძლება დაიწყოს. ყველაზე ხშირად, ასეთი რამ მაშინ ხდება, თუ ხელოსნებმა შეცდომა დაუშვეს.

ყველაზე საიმედო, თუმცა შრომატევადი მეთოდი ჭრაჭუნთან ბრძოლისთვის – ესაა მთელი იატაკის აყრა და ხელახლა დაგება. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მსგავსი რადიკალური ზომების გარეშეც გაუმკლავდებით. თუმცა, ამისთვის აუცილებლად უნდა დაადგინოთ ჭრაჭუნის მიზეზი.

მაშ ასე, თუ ჭრაჭუნის მიზეზი დაფებს შორის დაშორებაა, საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია ტალკის ან გრაფიტს ფხვნილის ჩაყრით. თუ ჭრილი დიდი ზომისაა, შეგიძლიათ წვრილ ხის ნაჭერს წებო წაუსვათ და მასში ჩადოთ. ყველაზე მარტივი და სწრაფი გამოსავალი კი სინთეტიკური ან სელის კაბელის ჩადებაა. საიმედოობისთვის, წაუსვით მათ წებო.

თუ ჭრაჭუნის მიზეზი დაფების არამჭიდრო ფიქსაციაა, მათი ხელახლა დამაგრება გჭირდებათ. ამის გაკეთება ყველაზე მარტივია ლურსმნების ან ხრახნების გამოყენებით. თუმცა, თავიდან, ყველა პრიობლემურ დაფაზე რაღაც უნდა დადოთ(მძიმე). იმ შემთხვევაში, როცა მთელი იატაკი გამოშრა, ცალკეული დაფების ხელახალი დამაგრება არაფერს უშველის. ასეთ სიტუაციაში საჭიროა ფანერის იატაკის დაფენა. ყოველი ფილა იატაკს იმავე ხრახნების ან წებოს გამოყენებით უნდა დაამაგროთ.

თქვენი იატაკი რა მასალისაა? როგორ უმკლავდებით ამ უსიამოვნო ხმას?