XVII საუკუნის სახლები და საკალმახე მეურნეობა: რითი იზიდავს ჩვეულებრივი ბრიტანული სოფელი ასობით ტურისტს

მთელ მსოფლიოში ათობით ისეთი ადგილია მიმოფანტული, სადაც დრო მრავალი ასწლეულის წინ გაიყინა. ყველა მათგანს კი არ აქვს ისეთი შარმი, როგორიც ლონდონიდან 100 კმ-თი დაშორებულ პატარა სოფელს აქვს. ბიბერი ინგლისის ტოპ-10 სოფლის სიაში შევიდა, ბუნებრივია, თავად ბრიტანელების აზრით.

მას შემდეგ, რაც სოფელი ეროვნულ პასპორტში შეიტანეს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანებმა გაიგეს ამ სამოთხის შესახებ. ახლა ბიბერი, რომელშიც 1000 მუდმივი მაცხოვრებელია, ტურისტებითაა სავსე, რასაც თავისი სერიოზული მიზეზი აქვს.

ბიბერი სამხრეთ ინგლისში, გლოსტერშირის საგრაფოშია განლაგებული და ტიპურ სასოფლო პეიზაჟს მოიცავს. მწვანე ტბები და ქვის სახლები საგრაფოს სავიზიტო ბარათად იქცა.

სოფელი არამხოლოდ ტურისტებს, არამედ ხელოვან ადამიანებსაც იზიდავს. ცნობილი ინგლისელი პოეტი და მხატვარი ვილიამ მორისი ბიბერს კოტსუოლდის (რაიონი, რომელშიც სოფელი მდებარეობს) ულამაზეს ადგილს უწოდებდა.

როგორც დასახლება. ბიბერი XI საუკუნეში გაჩნდა, თუმცა, მასში ყველაზე ძველი შენობა მხოლოდ XII საუკუნეშია აშენებული. სოფელში საკმაოდ ბევრი თანამედროვე შენობაცაა, რაც სასიამოვნო კონტრასტს ქმნის.

ამასთან, ძველი სახლების ერთმანეთისგან განსხვავება ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან კოტსუოლდში ძველი დროიდან არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ყველა სახლი ადგილობრივი ნიჟრის კირქვისგან შენდებოდა. ადგილობრივ კარიერში ქვას დღემდე ხელით ჭრიან.

ამასთან დაკავშირებით, სოფელში ფიქრობენ, რომ ადგილობრივ ხელოსნებს ნიჟრის კირქვისგან შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება, გარდა სადილის პუდინგისა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები მიხვდნენ, თუ როგორ უნდა გამოემუშავებინათ ფული, ამიტომ სოფელში რამდენიმე სასტუმროსა და რესტორანს იპოვით. სხვათა შორის, რესტორნებში მდიდარია თევზის მენიუ, რადგან სოფელს საკუთარი საკალმახე მეურნეობა აქვს.

ცალკეული ტურისტებისთვის, აგრეთვე, გათვალისწინებულია შესაძლებლობა, თავად დაიჭიროს თევზი სადილისთვის. ხოლო ტურისტები აქ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ.

ასევე, ბიბერი გამოირჩევა თავისი საცხობებითა და საშინაო ნაყინით. თუმცა, ბუნებრივია, ადამიანები აქ ამისთვის არ მოდიან – ტურისტებს იზიდავს სუფთა ჰაერი, ჩიტების გალობა და ლამაზი პეიზაჟები.

ხოლო ყველაზე უცნაური ისაა, რომ სოფელს, რეალურად, ერთადერთ გზას მოიცავს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მასზე სეირნობა მალე არ მოგბეზრდებათ.

ასევე, აქ გადაიღეს რამდენიმე კინოლენტა მისის მარპლის შესახებ, ზოგიერთი კადრი “ბრიჯიტ ჯონსის დღიურიდანაც” სწორედ აქაა გადაღებული.

ბიბერი ნამდვილად შესანიშნავი, თუმცა არა უნიკალური ადგილია. ლონდონში, ამ სოფლის გზაზე, არაერთ ასეთივე მიმზიდველ და ლამაზ სოფელს შეხვდებით, რომლებიც, თუ დაფიქრდებით, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. უბრალოდ, ბიბერის ძალიან კარგი რეკლამა გაუკეთეს.