
ბევრს სწამს, რომ ნატურალური ქვები და კრისტალები, ვიბრაციის გამოყენებით, აკეთილშობილებს სახლის ან ბინის ენერგეტიკას. ეს იმით აიხსნება, რომ ქანების ფორმირებას დიდი დრო სჭირდება, საუკუნეების მანძილზე იგროვებს განმკურნებელ ემოციებს.
ქვების ენერგია
რა თქმა უნდა, ბინაში უბრალოდ ძვირფასი ქვის არსებობა არავითარ გარანტიას არ იძლევა, რომ ატმოსფერო გაუმჯობესდება, ხოლო ურთიერთობები – გამარტივდება.
თუმცაღა, ქვებს, რომლებსაც ენერგია გააჩნიათ, შეუძლია თქვენს საცხოვრებელში დადებითი ენერგეტიკის ნაკადის გაძლიერება, თუ მათ სწორ ადგილას მოათავსებთ.
რომელი ქვა ასხივებს ენერგიას და როგორია ამა თუ იმ კრისტალის ფუნქცია – ამ ყველაფერს დღევანდელ სტატიაში გიამბობთ. სხვადასხვა ქვის დანიშნულების ცოდნით, თქვენ შეძლებთ მათ სწორად განლაგებას ბინაში, შედეგად, მაქსიმალურ სარგებელსაც მიიღებთ.
სად მოვათავსოთ ქვები და კრისტალები მათი თვისებების მიხედვით
1. შემოსასვლელი ოთახი
სახლის ამ ნაწილისთვის იდეალური ქვებია კვარცი და ობსიდიანი. არსებობს კვარცის მრავალი სახეობა, აღნიშნულ შემთხვევაში კი საუკეთესოა მთის ბროლი. ეცადეთ, კრისტალი ისე მოათავსოთ, რომ მასში სინათლე არ გარდატყდეს.
ობსიდიანი შთანთქავს ყველა შემომავალ ენერგეტიკულ ნაკადს. სწორედ ამიტომ, მისი მოთავსება რეკომენდებულია კარის მოპირდაპირე მხარეს.
2. სამზარეულო ოთახი
ამ ოთახისთვის საუკეთესო ქვებია ყვითელი კალციტი და სარდიონი. პირველი მათგანი დადებით ატმოსფეროს ქმნის და აუმჯობესებს მადას, ხოლო მეორე ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გეხმარებათ საკვებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში.
ხოლო ყველა იმ ქალბატონს, რომელიც ცდილობს ფიგურის შენარჩუნებას, ვურჩევთ ლაზურიტის მოთავსებას ხილულ ადგილზე. ღრმა ცისფერი ფერი ახშობს მიწიერ სურვილებს, მათ შორის, დაუოკებელ მადასაც.
3. მისაღები ოთახი
ციტრინი, ვარდისფერი კვარცი, ავანტურინი და ამეთვისტო თქვენს მისაღებს არამხოლოდ დაამშვენებს, არამედ დადებით ატმოსფეროსაც შექმნის ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის.
მზიანი ციტრინი ურთიერთობებს ამდიდრებს სიხარულითა და სითბოთი, ხოლო ავანტურინი ცოტაოდენ ოპტიმიზმს შემატებს. ამეთისტო შეინახეთ წვეულებებისა და დიდი სუფრებისთვის.
4. ბავშვის ოთახი
ციტრინი, აგრეთვე, კარგია ბავშვის ოთახისთვისაც, რამდენადაც იგი ხელს უწყობს ბავშვის განვითარებასა და ახალი, სასარგებლო ცოდნის შეძენას.
ასევე, პატარას ოთახში შეგიძლიათ ვარდისფერი კვარცის მოთავსებაც. დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს ყველა კრისტალი თუ ქვა მოსწონს, რომლებსაც ოთახში მოათავსებთ.
5. საძინებელი ოთახი
ლაბრადორიტი დაგეხმარებათ სრულყოფილად მოდუნებასა და დასვენებაში, ხოლო პიროპი ცოლ-ქმრულ სარეცელს ვნებას შემატებს.
6. სააბაზანო ოთახი
დაღლილობას სწრაფად მოგიხსნით აქვამარინი, ასევე, სააბაზანოს ენერგეტიკას გაწმენდს მარმარილო.
7. აივანი
გრანიტის მცირე ნაჭერი შეგიძლიათ აივნის კუთხეში, იატაკზე მოათავსოთ. მცენარეებიანი ქოთნებში კი ჩაალაგეთ უნიკატის რამდენიმე ფრაგმენტი.
გახსოვდეთ, რომ არსებობს რამდენიმე საერთო რჩევაც, რომლებიც ყველა ქვას ეხება. პირველი – ქვა აუცილებლად უნდა მოგწონდეთ – მხოლოდ ასე თუ შეძლებს თქვენთვის ბედნიერების მოტანას.
ქვა არამხოლოდ ფუნქციურობითა და ხარისხით უნდა გაკმაყოფილებდეთ, არამედ სახლის მფლობელების თვალსაც უნდა ახარებდეს.
მეორეც, ყველა ქვა, რომლებიც სახლისა და ახლობლების დასაცავად შეარჩიეთ, ღია სივრცეში უნდა იყოს. არ დამალოთ ისინი უჯრებში, ზარდახშებში ან კარადებში.